პინდუსის სამთავრო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პინდუსის სამთავრო (არომუნულად: Printsipat di la Pind; ბერძნულად: Πριγκιπάτο της Πίνδου; იტალიურად: Principato del Pindo; რუმინულად: Principatul de Pind) არის სახელი, რომელიც ეწოდება საბერძნეთის ტერიტორიაზე არსებული არომუნების თვითგამოცხადებულ პოლიტიკურ გაერთიანებას. 1941 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს, საბერძნეთის ტერიტორია ოკუპირებული იყო იტალიის, გერმანიისა და ბულგარეთის მიერ. იმ დროს, სამარინაში მაცხოვრებელი არომუნი ალქიბიადეს დიამანდი, რომელიც წინათ სამარინის რესპუბლიკის ლიდერი გახლდათ, ახლა უკვე გვიანდელ ლიტერატურაში მოხსენიებული ორგანიზაციის, "რომაული ლეგიონის" სახელით აქტიურობდა. უმთავრესად თესალიის (ასევე, ეპირუსისა და დასავლეთ მაკედონიის) მიდამოებში, როგორც ორგანიზაციის ფარგლებში აქტიურობის ნაწილი, დიამანდის ჰქონდა განზრახვა შეექმნა ნახევრად-დამოუკიდებელი გაერთიანება, სახელწოდებით "პინდუსის სამთავრო", ან "პინდოსის დამოუკიდებელი სახელმწიფო", ან, თუნდაც, "კანტონი". "რომაული ლეგიონი" აბსოლუტურად უუნარო აღმოჩნდა მიეღწია, როგორც არომუნების, ისე ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლად დამტკიცებისთვის იმ დრომდე, ვიდრე ის ბერძნული წინააღმდეგობის, იტალიის კაპიტულაციისა და ამის შედეგად, გერმანული ხელმძღვანელობის მხრიდან დაკარგული რეალური მხარდაჭერის გამო დაიშლებოდა 1943 წელს.[1] სხვა წყაროებში, 1917 წელს პინდუსში მომხდარ მოვლენებს სახელი არ აქვს დარქმეული.[2] [3]

წინაპირობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1859 წელს შექმნიდან მოყოლებული, რუმინეთი ცდილობდა მოეპოვებინა გავლენა ოსმალების იმპერიაში მცხოვრებ არომუნებსა და, ასევე, მეგლენო-რუმინელებზე. 1860-იან წლებში ის აფინანსებდა აპოსტოლოს მარგარიტისის საქმიანობას, რომელმაც დააარსა რუმინული სკოლები ოსმალთა ტერიტორიაზე მდებარე ეპირუსსა და მაკედონიაში, რადგანაც არომუნულ ენას ბევრი საერთო აქვს რუმინულ ენასთან. რუმინეთმა, ავსტრო-უნგრეთის მხარდაჭერით, მიაღწია 1905 წლის 22 მაისს სულთან აბდულჰამიდის ბრძანებულებით არომუნებისთვის ცალკე მილეთის შექმნას. ასე რომ, ულაჰის მილეთს (არომუნებისთვის - "ვლახების მილეთს") შეეძლო ჰქონოდა საკუთარი ეკლესიები და სკოლები.[2] ეს იყო ევროპულ თურქეთში მე-19 საუკუნის ბოლოს რუმინეთის დიპლომატიური წარმატება.[4]

ამის შემდეგ, რუმინეთმა დააფინანსა მრავალი სკოლის მშენებლობა და ფუნქციონირება მაკედონიისა და ეპირუსის უფრო ფართო რეგიონებში. ამ სკოლებმა მაშინაც კი განაგრძეს მუშაობა, როცა 1912 წელს მაკედონიის და თრაკიის ზოგიერთი ტერიტორია საბერძნეთის ხელისუფლებას გადაეცა. რუმინეთის მიერ მათი დაფინანსება გაგრძელდა 1913 წელს მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ელეფთერიოს ვენიზელოსთან შეთანხმებით.[3] მსგავს რუმინულ სკოლებში იყო კოორდინირებული ძალისხმევა, რათა არომუნებს შორის გაეწიათ რუმინული იდენტობის პოპულარიზაცია. ამ სკოლების კურსდამთავრებულები, რომლებსაც სურდათ სწავლის გაგრძელება, ჩვეულებრივ მიდიოდნენ რუმინეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

1917 წელს, ხანმოკლე პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ხასიათდებოდა, როგორც სამარინის რესპუბლიკა, პირველი მსოფლიო ომის დროს გამოცხადდა, თუმცა, ის იმავე წელს გაუქმდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღერძის მიერ ოკუპირებული საბერძნეთის რუკა. წარდგენილი პინდუსის სამთავრო მონიშნულია ყვითლად.

არომუნები იყვნენ იმ პროექტის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებდა იტალიის მიერ საბერძნეთის დანაწევრებას. 1941 წელს, როცა მე-11 არმიამ განახორციელა ტერიტორიების ოკუპაცია, მათმა ხელმძღვანელობამ მიიღო ბრძანება პალაცო ჩიგისგან (რომელსაც ეკავა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ადგილი), რომ გამოეკითხათ თითოეული სოფელი და ჩაეწერათ მათი ეთნიკურობა და ოკუპანტების მიმართ დამოკიდებულება. იტალიელებმა აღმოაჩინეს, რომ არომუნების უმეტესობა გაითქვიფა და ასიმილირდა ბერძნულ საზოგადოებაში, იმ ზოგიერთი ჯგუფის გამოკლებით, რომლებიც ჩანიშნული იყვნენ, როგორც ანტიბულგარელი, ანტიბერძენი, პროიტალიელი და პრორუმინელი.[5] არომუნების საკითხზე იტალიის მთავრობის ომისწინა დოსიე ეწეოდა იმ იდეის პოპულარიზაციას, რომ არომუნები იყვნენ ძველი რომაელების შთამომავლები და რომ, ისინი ბარბაროსთა შემოსევების წინააღმდეგ თავშესაფრად იყენებდნენ პინდუსის მთებს, რათა შესაბამისი მომენტით ესარგებლათ.[6]

1941 წლის გაზაფხულზე გერმანელებთან საბერძნეთის დაცემისა და "ღერძის ბლოკის" ძალებს შორის ქვეყნის გაყოფის შემდეგ, ალქიბიადეს დიამანდიმ შექმნა კოლაბორაციონისტული ორგანიზაცია, ცნობილი, როგორც "რომაული ლეგიონი", რომელიც მხარს უჭერდა იტალიური ოკუპაციის ხელმძღვანელობას და ეწეოდა არომუნების კანტონის ან ნახევრად-დამოუკიდებელი სახელმწიფოს იდეის პოპულარიზაციას. რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, ამ სახელმწიფოს ეწოდა "პინდუსის სამთავრო", რომელიც მომავალში მოიცავდა ჩრდილო-დასავლეთ საბერძნეთს. დიამანდი, ასევე, შეხვდა ბერძენ კოლაბორაციონისტ პრემიერ-მინისტრს, გეორგიოს წოლაკოგლოუს, მაგრამ წოლაკოგლოუმ უარი განაცხადა მისი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. რეალურად, იტალიელმა "სამხედრო მეთაურობამ უარი განაცხადა არომუნებისთვის მიეცა თვითადმინისტრაციის უფლება იმის გაცნობიერებით, რომ მათი ირედენტისტული მისწრაფებები, ან იტალიისთვის ანექსიის მოწოდებები, იყო უმცირესობის მოძრაობის მასკარადი პოლიტიკური და ეკონომიკური შურისძიების მოსაწყობად".[7]

1942 წლის შუა პერიოდიდან მოყოლებული, შეიარაღებულმა ბერძნულმა წინააღმდეგობამ შექმნა ისეთი ვითარება, რამაც იტალიისა და მათი მოკავშირეების წინააღმდეგ მებრძოლი "რომაული ლეგიონის" ლიდერი ალქიბიადეს დიამანდი აიძულა 1942 წელს რუმინეთში წასულიყო. აღსანიშნავია, რომ მისი, როგორც მეთაურის ადგილი 1943 წელს დაიკავა ნიკოლაოს მატუსისმა.[8]

რა მმართველობაც არ უნდა გამოეცადა "რომაულ ლეგიონს", მან პრაქტიკულად შეწყვიტა არსებობა 1943 წლის სექტემბერში იტალიის კაპიტულაციის შემდეგ და ცენტრალური საბერძნეთის კონტროლი გერმანულმა ჯარმა გადაიბარა.

იხილეთ ასევე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "The Capitulation of Italy" from Rizospastis newspaper, 7 September, 2003 (Link is not available at the moment).
  2. 2.0 2.1 The ethnicity of Aromanians after 1990: the Identity of a Minority that Behaves like a Majority, Thede Kahl, Ethnologia Balkanica, Vol. 6 (2002), σελ. 148.
  3. 3.0 3.1 The Politics of Nation-Building: Making Co-Nationals, Refugees, and Minorities, Harris Mylonas, Cambridge University Press, 2013, σελ. 134.
  4. Chenoweth, Erica; Lawrence, Adria (2010) Rethinking Violence: States and Non-state Actors in Conflict (in English). MIT Press, გვ. 106. ISBN 9780262014205. 
  5. Davide Rodogno. Fascism's European empire: Italian occupation during the Second World War. Cambridge University Press, 2006. p. 105.
  6. Davide Rodogno. Fascism's European empire: Italian occupation during the Second World War. Cambridge University Press, 2006. pp. 105-106.
  7. Davide Rodogno. Fascism's European empire: Italian occupation during the Second World War. Cambridge University Press, 2006. p. 326. ISBN 0-521-84515-7
  8. Η άλλη Ξένη, from the To Vima newspaper (in Greek), (Link is not available at the moment).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Arseniou Lazaros, Η Θεσσαλία στην Αντίσταση
  • Andreanu, José, Los secretos del Balkan
  • Iatropoulos, Dimitri, Balkan Heraldry
  • Toso, Fiorenzo, Frammenti d'Europa
  • Zambounis, Michael, Kings and Princes of Greece, Athens 2001
  • Papakonstantinou Michael, Το Χρονικό της μεγάλης νύχτας (The chronicle of big night)
  • Divani, Lena, Το θνησιγενές πριγκιπάτο της Πίνδου. Γιατί δεν ανταποκρίθηκαν οι Κουτσόβλαχοι της Ελλάδας, στην Ιταλο-ρουμανική προπαγάνδα.
  • Thornberry, Patrick and Miranda Bruce-Mitford, World Directory of Minorities. St. James Press 1990, page 131.
  • Koliopoulos, Giannēs S. (a.k.a. John S. Koliopoulos), Plundered Loyalties: Axis Occupation and Civil Strife in Greek West Macedonia. C. Hurst & Co, 1990. page 86 ff.
  • Poulto, Hugh, Who Are the Macedonians? C. Hurst & Co, 1995. page 111. (partly available online).
  • After the War Was Over: Reconstructing the Family, Nation, and State in Greece By Mark Mazower (partly available online).
  • Kalimniou, Dean, Alkiviadis Diamandi di Samarina (in Neos Kosmos English edition, Melbourne, 2006)
  • Seidl-Bonitz-Hochegger, Zeitschrift für Niederösterreichischen Gymnasien XIV.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]