პილპილისებრნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პილპილისებრნი
Piper nigrum
Piper nigrum
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: პილპილისებრნი
ლათინური სახელი
Piperaceae

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


პილპილისებრნი (ლათ. Piperaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. სწორმდგომი ან მცოცავი ბუჩქები და ბალახებია, იშვიათად — პატარა ხეები. აქვთ მთლიანი, მორიგეობით განლაგებული ხორცოვანი ფოთლები. წვრილი, უყვავილსაფრო, ორსქესიანი ან იშვიათად ერთსქესიანი ყვავილები შეკრებილია მკვრივ თავთავებად. ნაყოფი კენკრასებრი ან კურკიანასებრია. პარენქიმულ ქსოვილში ეთერზეთოვანი ჯირკვლები აქვთ. 10-12 გვარის 2000-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია ძირითადად ტროპიკებში. დიდი გვარებია პილპილი და პეპერომია (Peperomia, თავისი 600-მდე სახეობით), რომლის ზოგიერთი სახეობა მოშენებულია დეკორატიულ მცენარედ.

ლიტერატურა[რედაქტირება]