შინაარსზე გადასვლა

პილოტირება

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პილოტირება [1][2][3] არის წყალზე ან ჰაერში ნავიგაციის პროცესი [4][5] ზღვაზე ან ხმელეთზე ფიქსირებული საორიენტაციო წერტილების გამოყენებით, როგორც წესი, საზღვაო რუკის ან აერონაუტიკული რუკის გამოყენებით, რათა დადგინდეს გემის ან თვითმფრინავის ადგილმდებარეობა სასურველი კურსის ან ადგილმდებარეობის მიმართ. ცნობილი საორიენტაციო წერტილებიდან ადგილმდებარეობის ჰორიზონტალური ფიქსირება შეიძლება მიღებულ იქნას ხილული დაკვირვებით ან რადარით . ვერტიკალური ადგილმდებარეობის მიღება შესაძლებელია სიღრმის საზომი ხელსაწყოთი, რათა დადგინდეს გემის ქვეშ წყლის სიღრმე, ან ალტიმეტრით, რათა დადგინდეს თვითმფრინავის სიმაღლე, საიდანაც შეიძლება გამოითვალოს მისი მანძილი მიწიდან. გემის პილოტირება, როგორც წესი, ხორციელდება ნაპირთან ახლოს ან შიდა წყლის გზებზე. თვითმფრინავის პილოტირება ხორციელდება ფრენის ვიზუალური მეტეოროლოგიური პირობებით .

სახმელეთო ნავიგაცია მონათესავე დისციპლინაა, რომელიც იყენებს ტოპოგრაფიულ რუკას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის უგზო რელიეფზე გამოიყენება.[6] მყვინთავები იყენებენ წყალქვეშა ნავიგაციისთვის დამახასიათებელ ტექნიკას.[7]

პილოტირების ცნობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმისდა მიხედვით თუ სად მოძრაობს ნავიგატორი წყალზე, ჰაერში თუ ხმელეთზე, განსხვავებული რუკა გამოიყენება:

  • საზღვაო რუკები - აჩვენებს სანაპირო რეგიონებს და ასახავს წყლისა და ხმელეთის სიღრმეებსა და სიმაღლეებს, ზღვის ფსკერის ბუნებრივ მახასიათებლებს, სანაპირო ზოლის დეტალებს, ნავიგაციურ საფრთხეებს, ნავიგაციის ბუნებრივი და ადამიანის მიერ შექმნილი დამხმარე საშუალებების ადგილმდებარეობას და ადამიანის მიერ შექმნილ ნაგებობებს, როგორიცაა ნავსადგურები, შენობები და ხიდები .
  • აერონაუტიკული რუკები - ვიზუალური მეტეოროლოგიური პირობებისთვის ასახავს რელიეფს, გეოგრაფიულ მახასიათებლებს, ნავიგაციურ საშუალებებს და ნავიგაციის სხვა საშუალებებს. მათი მასშტაბი განსხვავდება 1:1,000,000-დან მსოფლიო აერონავტიკის რუკებისთვის 1:250,000-მდე.
  • ტოპოგრაფიული რუკები – აჩვენებს რელიეფის ფორმებსა და რელიეფს, ტბებსა და მდინარეებს, ტყის საფარს, ადმინისტრაციულ ტერიტორიებს, დასახლებულ ტერიტორიებს, გზებსა და რკინიგზას და სხვა ხელოვნურ ობიექტებს.[8]
კარტოგრაფია Cartography (ინგლ.) ასახავს ადამიანის მიერ შექმნილ და ბუნებრივ ობიექტებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ორიენტირებად შესაბამისი ნავიგაციის ტიპის მიხედვით

საზღვაო პილოტირება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანაპირო ზოლთან ნაოსნობისას მეზღვაურები ხშირად იყენებენ საცნობარო სახელმძღვანელოებს, რომლებსაც „პილოტებს“ (ლოციებს) უწოდებენ. საზღვაო არხებისა და სანაპირო რელიეფის აღწერილობების გარდა, მათში აღეწრილია ამინდი, დინება და მეზღვაურებისთვის საინტერესო სხვა თემები. ცნობილ სახელმძღვანელოებს შორისაა გაერთიანებული სამეფოს ჰიდროგრაფიული ოფისის (ყოფილი ბრიტანეთის ადმირალიტეტის) მიერ გამოცემული „სანავიგაციო გზამკვლევის“ (Sailing Direction ინგლ.) მსოფლიო სერია, რომელიც განსაკუთრებით მოიცავს ლა -მანშს, ხმელთაშუა ზღვას, წითელ ზღვას და სპარსეთის ყურეს .[9] სანავიგაციო გზამკვლევის კიდევ ერთი მსოფლიო სერია გამოქვეყნებულია აშშ-ის ეროვნული გეოსივრცული დაზვერვის სააგენტოს მიერ,[10] რომელსაც აქვს დაგეგმვის სახელმძღვანელო და მარშრუტის ნაწილები. „შეერთებული შტატების სანაპირო პილოტი“, რომელიც გამოქვეყნებულია ეროვნული ოკეანური და ატმოსფერული ადმინისტრაციის (NOAA) სანაპირო კვლევის ოფისის მიერ, მოიცავს სანაპირო და შიდა წყლებს და აშშ-ის დიდ ტბებს.[11]

დისტანციური პილოტირება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2024 წელს დანია გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც დაიწყო დისტანციური პილოტირების სატესტო პროგრამა, რომელიც კვალიფიციურ საზღვაო პილოტებს საშუალებას აძლევს, გემებს უხელმძღვანელონ მათზე ფიზიკურად ყოფნის გარეშე. ინიციატივას ხელმძღვანელობს დანიის პილოტირების ორგანო DanPilot ტექნოლოგიების მიმწოდებელ Danelec-თან თანამშრომლობით და დამტკიცებულია დანიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ. პროგრამა მოიცავს რეალურ დროში სენსორული მონაცემების გამოყენებას, მათ შორის ნავიგაციის მონაცემებსა და რადარის არხებს, რომლებიც გემიდან დისტანციური ოპერაციების ცენტრში გადაიცემა.

პროექტი გამოიყენება ბალტიის ზღვის დასავლეთ ნაწილში საცდელად და მისი მიზანია იმის დემონსტრირება, რომ დისტანციური პილოტირება შეიძლება აკმაყოფილებდეს იმავე უსაფრთხოებისა და ოპერატიულ სტანდარტებს, რასაც ტრადიციული ბორტზე პილოტირება. წარმატების შემთხვევაში, დისტანციური პილოტირება უზრუნველყოფს გემის მართვის უფრო მეტ მოქნილობას და ეფექტურობას, განსაკუთრებით მოკლე ტრანზიტებისა და არახელსაყრელი გემზე ასვლის პირობებში.[12][13]

საცნობარო წერტილები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ფინეთის არქიპელაგზე არსებული საორიენტაციო ნიშნულები ღამით მზის ენერგიაზე მომუშავე წამძღოლი (საორიენტაციო) განათებით.

პილოტირებისთვის გამოყენებული ვიზუალური საორიენტაციო წერტილების გავრცელებული ტიპებია:[14]

  • მნათობი ნავიგაციის საშუალებები: შუქურები, შუქურა გემები და განათებული ზღვის ნიშნები
  • განათებული ნაგებობები: აეროპორტები, განათებული კოშკები და შენობები

სიღრმის, რომელიც იზომება სიღრმის მზომი აკუსტიკური ხელსაწყოთი ან სიღწმის მზომი ბაწრიანი ხელსაწყოთი, შეიძლება გამოყენებულ იქნას ბათიმეტრიული კონტურის ან გადაკვეთის წერტილის იდენტიფიცირებისთვის. ანალოგიურად, სიმაღლე შეიძლება გამოყენებულ იქნას გეოგრაფიული კონტურის ან გადაკვეთის წერტილის დასადასტურებლად. სიღრმისა და სიმაღლის გაზომვა საშუალებას აძლევს გემებსა და თვითმფრინავებს დაადასტურონ დაბრკოლებებზე თავისუფალი გადასვლის შესაძლებლობა.[3]

ადგილმდებარეობის (პოზიციის) დაფიქსირება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ადგილმდებარეობის დაფიქსირება ხელის კომპასით ჩრდილოეთის მიმართულებით და საბაზისო ფირფიტით საორიენტაციო წერტილში, მთის მწვერვალზე - მიმართულება მითითებულია შკალაზე.
საზღვაო რუკაზე გამოსახული სამი ორიენტირით ვიზუალური ფიქსირება

გამოყენებული ინსტრუმენტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გემზე ნავიგატორებს შეუძლიათ პელორუსის გამოყენება, რათა რუკაზე დატანილი ობიექტებიდან გემთან მიმართებაში ორიენტირება მიიღონ. ხელის კომპასი მაგნიტურ ორიენტირებას უზრუნველყოფს.[14] ხმელეთზე ხელის კომპასი ორიენტირებას უზრუნველყოფს შენობაბანაგებობასთან ან სხვა სახმელეთო ორიენტირთან.

მეზღვაურები იყენებენ დგილმდებებარეობის დაფიქსირებით ნავიგაციას, რათა მიიღონ „ადგილმდებარეობის ფიქსირება“ ან „პოსიციონირება“ ნავიგატორის მიმდინარე პოზიციის ცნობილი საცნობარო წერტილებიდან ორიენტირების გაზომვით. ადგილმდებარეობის ვიზუალური ფიქსირება შესაძლებელია ნებისმიერი სამიზნე მოწყობილობის გამოყენებით ორიენტირების ინდიკატორით, რათა მიიღოთ პოზიციის ხაზები ნავიგატორის მიმდინარე პოზიციიდან თითოეულ საცნობარო წერტილამდე. ორი ან მეტი ცნობილი პოზიციის მქონე ობიექტი დაფიქსირებულია, როგორც საცნობარო წერტილები და ორიენტირები ფიქსირდება. ორიენტირების ხაზები ან ტრანზიტები შემდეგ აისახება რუკაზე დაფიქსირებული ობიექტების მდებარეობის მიხედვით. ამ ხაზების გადაკვეთა შემდეგ არის ნავიგატორის მიმდინარე ადგილმდებარეობა.

როგორც წესი, ფიქსირებული წერტილი არის ადგილი, სადაც ორი ან მეტი პოზიციის ხაზი იკვეთება ნებისმიერ დროს. თუ შესაძლებელია სამი პოზიციის ხაზის მიღება, შედეგად მიღებული ე.წ. "მცდარი სამკუთხედი"( „დახრილი ქუდი“ cocked hat ინგლ.), სადაც სამი ხაზი არ იკვეთება ერთსა და იმავე წერტილში, არამედ ქმნის სამკუთხედს იმ ადგილას, სადაც გემი შიგნითაა, ნავიგატორს აძლევს მითითებას სამი ცალკეული პოზიციის ხაზის სიზუსტის შესახებ.[3]

თუ ორი გეოგრაფიული ობიექტი ვიზუალურად ერთ ხაზზეა განლაგებული (მაგალითად: კუნძულის კიდე ერთ ხაზზეა უკან მდებარე კუნძულის კიდესთან, ან დროშის ბოძი და შენობა, ან მსგავსი), ობიექტების შემაერთებელი ხაზის გაგრძელებას „ტრანზიტი“ ეწოდება. ტრანზიტი ხშირად გამოიყენება კომპასის ცდომილების შესამოწმებლად, რადგან ის თაისთავად არ ითვალისწინებს კომპასის სიზუსტეს.[15]

ყველაზე ზუსტი კორექტირება მაშინ ხდება, როდესაც ადგილმდებარეობის ხაზები ერთმანეთს მართი კუთხითაა კვეთენ.[3]

დაბალ სიმაღლეზე, საკმარისი ხილვადობის პირობებში ფრენისას, თვითმფრინავის პილოტები იყენებენ ახლომდებარე მდინარეებს, გზებს, რკინიგზის ლიანდაგებს და სხვა ვიზუალურ წყაროებს ადგილმდებარეობის დასადგენად.[2]

კურსი და რეალური გადააგდილება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადგილმდებარეობებს შორის შემაერთებელი ხაზი არის ხმელეთზე ან ზღვის ფსკერზე განვლილი გზა . ნავიგატორი ადარებს ხმელეთზე განვლილ გზას დაგეგმილი მარშრუტის ამ მონაკვეთის ნავიგაციურ კურსს, რათა შეასწოროს „გეზი“, რომელიც ხომალდი აქვს აღებული, რათა შეინარჩუნოს კურსი ქარის ან წყლის განივი დინებების კომპენსაციის მიზნით, რომლებმაც შეიძლება ხომალდი კურსიდან გადაიყვანონ.[3]

არხებსა და მდინარეებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დიაპაზონის მანიშნებლები, რომლებიც მიუთითებენ კურსიდან გადახვევას (მარცხნივ) და კურსზე (მარჯვნივ) მდებარეობაზე.

ვიწრო არხებში, მაგალითად, ზოგიერთ ნავსადგურის შესასვლელსა და ზოგიერთ მდინარეზე, შუქურების სისტემა მეზღვაურებს საშუალებას აძლევს, გაასწორონ დღის ნიშნულების წყვილები, რომლებსაც „დიაპაზონის ნიშნულებს“ უწოდებენ, ისე რომ შექმნან „წამძღოლი ხაზი“ (leading line ბრიტანული ინგლისური) [3] ან „დიაპაზონის ღერძი“ (range axis ამერიკული ინგლისური ),[16] რომლის გასწვრივაც უსაფრთხოდ იმოძრავებენ. მაშინ როცა განათებულია, ამ მარკერებს „ წამძღოლი შუქები “ ან „დიაპაზონის შუქები“ ეწოდება. ნიშნებისა და გემის შედარებითი მდებარეობა გავლენას ახდენს წამყვანი ხაზის აღქმის სიზუსტეზე.

  1. Maloney, Elbert S. (December 2003). „Chapter 16: Basic piloting procedures“, Chapman Piloting and Seamanship, 64th, New York, NY: Hearst Communications Inc.. ISBN 1-58816-089-0. 
  2. 2.0 2.1 NASA. Aviation Navigation – Basic Navigation. National Aeronautics and Space Administration. ციტატა: „Pilotage: A method of navigation in which the pilot, flying at low altitudes, uses visual references and compares symbols on aeronautical charts with surface features on the ground in order to navigate.“ ციტირების თარიღი: 2016-05-13 შეცდომა ციტირებაში Invalid <ref> tag; name "NASA" defined multiple times with different content; $2
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 Bartlett, Adlard Coles Book of Navigation, Adlard Coles, https://books.google.com/books?id=RWUQAAAAQBAJ&q=pilotage შეცდომა ციტირებაში Invalid <ref> tag; name "Bartlett" defined multiple times with different content; $2
  4. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის collins არ არის მითითებული ტექსტი; $2
  5. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის ahd არ არის მითითებული ტექსტი; $2
  6. United States Army (2007). Army Training Circular TC 3-25.26: U.S. Army Map Reading and Land Navigation Handbook. ISBN 978-1-4209-2823-5. 
  7. UK Divers. (October 16, 2007) Underwater Navigation. ციტატა: „Pilotage – Navigation by reference to terrain features, both natural and artificial, usually with the aid of an appropriate chart.“ ციტირების თარიღი: 2016-05-16
  8. Government of Canada. (2016-04-08) National Topographic System Maps. Natural Resources Canada. ციტირების თარიღი: 2016-05-16
  9. Hydrographic Office. (2015) Admiralty Nautical Products and Services – Paper publications. United Kingdom. ციტატა: „Often referred to as Pilots, Sailing Directions are designed for use by the merchant mariner on all classes of ocean-going vessels with essential information on all aspects of navigation. Sailing Directions are complementary to ADMIRALTY Standard Nautical Charts and provide worldwide coverage in 75 volumes.“ ციტირების თარიღი: 2016-05-19
  10. National Geospatial-Intelligence Agency. Sailing Directions Enroute. National Geospatial-Intelligence Agency. ციტატა: „Sailing Directions (Enroute) include detailed coastal and port approach information, supplementing the largest scale chart of the area. Each publication is subdivided into geographic regions, called sectors, which contain information about the coastal weather, currents, ice, dangers, features and ports, as well as a graphic key to the charts available for the area.“ ციტირების თარიღი: 2016-05-19
  11. Office of Coast Survey. United States Coast Pilot®. National Oceanic and Atmospheric Administration. ციტატა: „The United States Coast Pilot® consists of a series of nautical books that cover a variety of information important to navigators of coastal and intracoastal waters and the Great Lakes. Issued in nine volumes, they contain supplemental information that is difficult to portray on a nautical chart.“ ციტირების თარიღი: 2016-05-19
  12. Denmark launches world’s first test program for remote pilotage. ციტირების თარიღი: 2025-05-23
  13. Denmark tests remote pilotage in Western Baltic. ციტირების თარიღი: 2025-05-23
  14. 14.0 14.1 Bowditch, Nathaniel; National Imagery and Mapping Agency (2002), „Chapter 8: Piloting“, The American practical navigator : an epitome of navigation, Paradise Cay Publications, pp. 896, ISBN 978-0-939837-54-0, https://books.google.com/books?id=pXjHDnIE_ygC&q=piloting&pg=PR1 შეცდომა ციტირებაში Invalid <ref> tag; name "Bowditch" defined multiple times with different content; $2
  15. Manley, Pat, Practical Navigation for the Modern Boat Owner, John Wiley & Sons, Ltd, ISBN 978-0-470-51613-3, http://www.woodenboats.lt/Knygos%20public/Navigacija/Pat%20Manley%20-%20Practical%20Navigation%20for%20the%20Modern%20Boat%20Owner.pdf
  16. United States Coast Guard Auxiliary (December 19, 2013), National Short Range Aids to Navigation – Training Guide, United States Coast Guard, http://pdept.cgaux.org/Documents/ATON_Training_Guide.pdf