შინაარსზე გადასვლა

პილა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
პილა
ბერძ. Πύλα[1] [2]

პილას ხედის ფოტო
ქვეყანა კვიპროსის დროშა კვიპროსი
დაქვემდებარება კვიპროსი
რეგიონი ლარნაკის რაიონი
კოორდინატები 35°00′16″ ჩ. გ. 33°41′20″ ა. გ. / 35.0046896500° ჩ. გ. 33.6890700611° ა. გ. / 35.0046896500; 33.6890700611
მმართველი Simos Mitides[3] [4] [5] [6]
ამჟამინდელი სტატუსი შუა საუკუნეები
ფართობი 28.3386 კმ²
ცენტრის სიმაღლე 60 მეტრი
კლიმატის ტიპი ხმელთაშუა ზღვის კლიმატი
სალაპარაკო ენები ბერძნული, თურქული
მოსახლეობა 2 771 (2011)[7] [8]
საფოსტო ინდექსი 7080[9] და 7081[10]
ოფიციალური საიტი http://www.pyla.com.cy/
პილა — კვიპროსი
პილა

პილა (ბერძ. Πύλα; თურქ. Pile) — სოფელი ლარნაკის რაიონში, კვიპროსზე. იგი ერთ-ერთია იმ ოთხი სოფლიდან, რომლებიც გაეროს ბუფერული ზონის ფარგლებში მდებარეობს. დანარჩენი სამი სოფელია ათიენუ, ტრულოი და დენეია. პილა კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილშია განლაგებული და ესაზღვრება ბრიტანეთის სუვერენულ სამხედრო ბაზას — აკროტირისა და დეკელიის ტერიტორიას. იურიდიულად სოფელი იმართება კვიპროსის რესპუბლიკის მიერ, თუმცა მასში საზოგადოებრივი წესრიგი გაეროს სამშვიდობო ძალების მიერ არის უზრუნველყოფილი.[11]

სოფელი გამორჩეულია იმით, რომ იგი კვიპროსის ერთადერთი დასახლებაა, სადაც დღესაც ერთად თანაცხოვრობენ როგორც ბერძენი კვიპროსელები, ასევე თურქი კვიპროსელები.[12] მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 850 ბერძენ კვიპროსელს და 487 თურქ კვიპროსელს.[13] სოფელში მდებარეობს სამი ეკლესია და ერთი მეჩეთი.

პილა-კოკინოკრემნოსი[14] — არქეოლოგიური ძეგლია, რომელიც გვიან ბრინჯაოს ხანას განეკუთვნება.

თურქული კაფე პილას ცენტრში
შუა საუკუნეების სადარაჯო კოშკი პილაში

პილა კვიპროსის ერთ-ერთი უძველესი სოფელია. სოფელში პირველად დასახლდნენ შუა საუკუნეებში. ძველ რუკებზე ის აღნიშნულია სახელწოდებით „პილა“ ან „პილლა“.

დასახლებას ბერძნული სახელწოდება აქვს, რაც მიანიშნებს, რომ სოფელი ბიზანტიის პერიოდის განმავლობაში არსებობდა. სოფლის სახელწოდება მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან „πύλη“ (კარი), რაც შესაძლოა იმით აიხსნებოდეს, რომ სწორედ ამ გზით ხდებოდა მესაორიის ვაკეზე გადასვლა. სოფელში ცენტრალური ლანკაშირის უნივერსიტეტის კამპუსი ფუნქციონირებს — ეს ერთადერთი ბრიტანული უნივერსიტეტია, რომელსაც კვიპროსზე ფილიალი აქვს.

პილას ტურისტული ზონა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პილას ტურისტული ზონა მოიცავს ზღვისპირა ტერიტორიას, რომელიც ეკუთვნის სოფლის ადმინისტრაციულ საზღვრებს.

პილას ტურისტულ ზონაში მდებარეობს კვიპროსის ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული სასტუმროები, როგორებიცაა: „Golden Bay“, „Lordos Beach“ და „Sandy Beach“. ამ ზოლს გასდევს დუქნები, რესტორნები, ტურისტული მაღაზიები და ბუტიკები, რომლებიც პარალელურად მიედინებიან სანაპიროს გასწვრივ. სანაპირო უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფრასტრუქტურით, მათ შორის კიოსკებითა და ნაყინის დახლებით. ტურისტული ზონა აგრძელებს სვლას ახალი ლარნაკა-დეკელიის ზღვის გზაზე C.T.O.-ს პლაჟამდე.

ამჟამად, პილას სოფლის ფეხბურთის ერთადერთი კლუბია „Aspis FC“. სოფელში ასევე ფუნქციონირებს ფრენბურთის კლუბი სახელად „Finikas“.

2023 წლის 18 აგვისტოს, თურქეთის საოკუპაციო ძალების, უსაფრთხოების ძალების სარდლობის, ფაქტობრივად მოქმედი თურქ-კვიპროსელთა პოლიციისა და თურქ-კვიპროსელი მოქალაქეების წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ შევიდნენ გაეროს სამშვიდობო ძალებს, როდესაც თურქული მხარე ცდილობდა გზის გაყვანას სოფელ არსოსიდან, რომელიც მდებარეობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფელ პილამდე, რაც ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ მიმავალ გზას გვერდს აუვლიდა და ბრიტანული სამხედრო ბაზების საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს აიცილებდა.[11][12][15]

UNFICYP-მა, თავისი მანდატით გათვალისწინებული სტატუს-კვოს დაცვის ვალდებულებაზე მითითებით, განაცხადა, რომ გეგმავდა გზის მშენებლობის მშვიდობიანად შეჩერებას. მასმედიაში და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოკადრები ასახავს, როგორ ბლოკავენ გაეროს ავტომობილები სამშენებლო ტერიტორიას.[16]

მძიმე საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვა ამ ქმედებებს საბერძნეთის, საფრანგეთის, შეერთებული შტატების, ევროპის კავშირის და გაერთიანებული სამეფოს მხრიდან.[13][14][17][18]

გაეროსა და კვიპროსის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ აღნიშნულ გზის მშენებლობას შეეძლო უარყოფითად იმოქმედოს კვიპროსის კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების გარშემო მიმდინარე გაჩერებულ მოლაპარაკებებზე.[19]

შედეგად, სამი სამშვიდობო მისიის თანამშრომელი მძიმედ დაშავდა და ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.[20]

თურქეთის პრეზიდენტი გაეროს ძალებს თურქი-კვიპროსელების მიმართ მიკერძოებაში დასდო ბრალი და განაცხადა, რომ თურქეთი არ დაუშვებს არალეგალურ ქმედებებს თურქების წინააღმდეგ კვიპროსზე.[21]

გაეროს უშიშროების საბჭომ განაცხადა, რომ მომხდარი წარმოადგენს სტატუს-ქვოს დარღვევას, რომელიც ეწინააღმდეგება საბჭოს რეზოლუციებს და დაგმო თავდასხმა სამშვიდობო ძალებზე. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა აღნიშნა, რომ „სამშვიდობოების უსაფრთხოებისათვის საფრთხის შექმა და გაეროს ქონების დაზიანება მიუღებელია და შესაძლოა საერთაშორისო სამართლის მიხედვით მძიმე დანაშაულს წარმოადგენდეს.“[22]

2023 წლის 9 ოქტომბერს, როგორც თურქულმა მხარემ, ასევე UNFICYP-მა განაცხადეს, რომ შეთანხმებას მიაღწიეს. ამასთან თურქმა-კვიპროსელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა თაჰსინ ერთუღროღლუმ განაცხადა, რომ გზის მშენებლობა გაგრძელდება.[23][24]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. ↑ STATISTICAL CODES OF MUNICIPALITIES/COMMUNITIES AND QUARTERS OF CYPRUS, 2015 — CYSTAT.
  2. ↑ ΣΤΑΤΙΣΤΙΚΟΙ ΚΩΔΙΚΟΙ ΔΗΜΩΝ/ΚΟΙΝΟΤΗΤΩΝ ΚΑΙ ΕΝΟΡΙΩΝ ΤΗΣ ΚΥΠΡΟΥ, 2015 — Στατιστική Υπηρεσία της Κυπριακής Δημοκρατίας.
  3. ↑ Ένωση Κοινοτήτων Κύπρου - Επαρχία Λάρνακας
  4. ↑ Union of Cyprus Communities - District of Larnaca
  5. ↑ Κοινοτικό συμβούλιο
  6. ↑ Community Council
  7. ↑ Απογραφή πληθυσμού 2011 — 14 — Στατιστική Υπηρεσία της Κυπριακής Δημοκρατίας, 2011.
  8. ↑ Census of population 2011 — 14 — CYSTAT, 2011.
  9. ↑ Pyla — Postcode Query.
  10. ↑ Pyla Touristiki Periochi — Postcode Query.
  11. 1 2 Mixed village in Cyprus buffer zone looks to offer hope en (2018-01-23). ციტირების თარიღი: 2020-07-16
  12. 1 2 Pyla, Cyprus: Life in a Divided Village.
  13. 1 2 UNFICYP > Civil Affairs. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-15. ციტირების თარიღი: 2008-11-15
  14. 1 2 Keswani, Priscilla (2004). Mortuary Ritual and Society in Bronze Age Cyprus. Equinox Publishing, გვ. 155. ISBN 9781904768036. „Still other small centers such as Maa Palaeokastro and Pyla Kokkinokremos may conceivably have been founded as outposts of other larger urban settlements like Kouklia or Kition, thus constituting externally imposed foci of elite power within the surrounding countryside.“ 
  15. ↑ Foreign embassies in Cyprus express concern over incidents in Pyla buffer zone en-US (2023-08-18). ციტირების თარიღი: 2023-08-18
  16. ↑ Instagram.
  17. ↑ Καταδικάζει τις επιθέσεις στην Πύλα η Πρόεδρος του Ευρωκοινοβουλίου | AlphaNews.Live el (18 August 2023). ციტირების თარიღი: 2023-08-18
  18. ↑ Καταδικάζει η ΕΕ: Τηλεφώνησε στον Κόμπο μετά τα επεισόδια στην Πύλα ο Μπορέλ | AlphaNews.Live el (18 August 2023). ციტირების თარიღი: 2023-08-18
  19. ↑ UN to Halt Road Construction Encroaching on Buffer Zone in Cyprus (18 August 2023).
  20. ↑ „UN peacekeepers hurt in Cyprus buffer zone clash with Turkish forces“. reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 August 2023.
  21. ↑ „Erdoğan slams UN peacekeepers for blocking road project in Turkish Cyprus“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 August 2023.
  22. ↑ „U.N. calls unauthorized construction by Turkish Cypriots a violation of the status quo on Cyprus“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 August 2023.
  23. ↑ Türkiye hails UN-TRNC agreement on construction of Yigitler-Pile road. ციტირების თარიღი: 2023-10-10
  24. ↑ UN mission announces deal on Turkish Cypriot road construction (2023-10-09). ციტირების თარიღი: 2023-10-10
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=პილა&oldid=5358409“-დან