პიკო-და-ნებლინის ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან პიკო და ნებლინის ეროვნული პარკი)
მწვერვალი პიკო-და-ნებლინა

პიკო-და-ნებლინის ეროვნული პარკი (პორტ. Parque Nacional do Pico da Neblina) — ეროვნული პარკი ჩრდილოეთ ბრაზილიაში, ვენესუელის საზღვართან. პარკი შეიქმნა 1979 წელს და დღეისათვის წარმოადგენს ბრაზილიის ერთ-ერთ უდიდეს ეროვნულ პარკს 22,200 კვ.კმ ტერიტორიით. პარკმა სახელი მიიღო მასში მდებარე ბრაზილიის უმაღლესი მწვერვალისგან - პიკო-და-ნებლინასგან (2,994 მ). პარკი დაფარულია ამაზონის გაუვალი ტყეებითა და მცენარეთა სხვა მრავალი სახეობებით. ველური ბუნება ძალიან მრავალფეროვანია, წარმოდგენილია რამდენიმე განსაკუთრებული სახეობა - ნებლინის უაკარი (მაიმუნი) და გაიანური კლდის მამალი.

პიკო-და-ნებლინის ეროვნული პარკი მდებარეობს ამაზონის ერთ-ერთ ყველაზე უფრო ტენიან ადგილას (4.000 მმ წელიწადში).

პარკში შესასვლელად საჭიროა სპეციალური ნებართვა და მასში არ არსებობს არანაირი ტურისტული ინფრასტრუქტურა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრაზილიის ეროვნული პარკების სია

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

http://www.ecobrazil.com/web/parkmap.asp დაარქივებული 2011-02-04 საიტზე Wayback Machine.