პიკნიკი გზის პირას

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„პიკნიკი გზის პირას“
ავტორი არკადი და ბორის სტრუგაცკები
ენა რუსული ენა
გამომცემელი Emecé Editores და Publishing house "Molodaya Gvardiya"
გამოცემის თარიღი 1972

პიკნიკი გზის პირას (რუს. Пикник на обочине) — არკადი და ბორის სტრუგაცკების ფილოსოფიური სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის რომანი. დაიწერა 1971 წელს, ხოლო გამოქვეყნდა 1972 წელს.

მედიის სხვადასხვა სფეროში რომანის არაერთი ადაპტაცია შედგა, მათ შორის დაიდგა პიესები, შეიქმნა ვიდეო თამაში და სატელევიზიო სერიები. ანდრეი ტარკოვსკის 1979 წლის ფილმი „სტალკერი“ სწორედ ამ რომანზეა დაფუძნებული, მისი სცენარი კი სტრუგაცკებს ეკუთვნით.

რომანმა სიტყვა სტალკერი რუსული ენის ნაწილად აქცია. ავტორების აზრით, ეს მათ მიერ შექმნილ ნეოლოგიზმებს შორის ყველაზე პოპულარულია. რომანში სტალკერები არიან ადამიანები, რომელიც იჭრებიან აკრძალულ სივრცეში — ზონაში — და მის ძვირფას არტეფაქტებს იპარავენ, შემდეგ კი ყიდიან. სტრუგაცკების თქმით, მათ ტერმინი აიღეს რადიარდ კიპლინგის რომანიდან სტალკი და კომპანია. ტარკოვკის ფილმის გამოსვლის შემდეგ, რუსულ ენაში ტერმინმა შეიძინა გიდის მნიშვნელობა, რომელიც აკრძალულ და ამოუცნობ ტერიტორიებზე მოძრაობს. მოგვიანებით, სტალკერები ასევე უწოდეს სამრეწველო ტურიზმის მოყვარულებს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც მიტოვებულ ადგილებს სტუმრობს.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ნაწილი 1[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რედ შუჰარტი სტალკერია, ერთ-ერთი იმ ახალგაზრდა მეამბოხეთაგანი, რომლებიც, უკიდურესი საფრთხის მიუხედავად, არალეგალურად შედიან ზონაში, სადაც უცხოპლანეტელების დატოვებულ არტეფაქტებს აგროვებენ, შემდეგ კი შავ ბაზარზე ყიდიან. მის ცხოვრებაში მთავარი ადგილი სწორედ ზონასა და შავ ბაზარს უკავია. ზონის ერთ-ერთი ვიზიტის შემდეგ რედის მეგობარი კირილი მოკვდება, რაშიც რედი საკუთარ თავს დაადანაშაულებს. იგი მეგობრის სიკვდილს ბარში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი შეიტყობს, რა დროსაც ბარში პოლიცია შემოიჭრება, რომელიც სტალკერებს ეძებს. რედრიკი გარბის. სახლში დაბრუნებული იგებს, რომ მისი შეყვარებული ორსულადაა და ბავშვის შენარჩუნებას აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული ხმების თანახმად, სტალკერების მიერ ზონაში შესვლამ შესაძლოა მათ შვილებში მუტაციის მაღალი დონე გამოიწვიოს. ისინი დაქორწინებას გადაწყვეტენ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]