შინაარსზე გადასვლა

პიკი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პიკი

პიკის პური მექსიკის ერთ-ერთ სასტუმრო-რესტორანში
ალტერნატიული
სახელები
პიკის პური
რიგითობა აპეტაიზერი
მთავარი
ინგრედიენტები
ლურჯი სიმინდის ფქვილი

პიკი — ლურჯი, სიმინდის ფქვილისგან მომზადებული პური, რომელიც ჰოპის ტომის სამზარეულოსთვისაა დამახასიათებელი.

პიკის მოსამზადებლად ლურჯ სიმინდს, ჰოპის ტომისთვის ძირითად და უმნიშვნელოვანეს მარცვლეულს, ჯერ ფქვილად აქცევენ, შემდეგ კი ურევენ წყალსა და დამწვარი ბუჩქების ან ღვიის ხეებისგან დარჩენილ ნაცარს[1][2][3]ნიქსტამალიზაციის მიზნით (სიმინდის კვებითი მოდიფიკაცია კირის ან სხვა ტუტეების საშუალებით). თხელ ცომს ხელით უსვამენ დიდ, ბრტყელ საცხობ ქვაზე,[4] რომელიც ცეცხლზეა გაცხელებული და დაფარულია როგორც გოგრისა და მზესუმზირის ზეთით, ასევე საზამთროს თესლით.[5] პიკის პური თითქმის მყისიერად ცხვება და ქვიდან ცვივა იმდენად თხელ ნაჭრებად, რომ გამჭვირვალეა.[6][7]

პიკის დამზადებას რამდენიმე დღე სჭირდება. პურის ამ სახეობას ამზადებენ ქალები შეყვარებულობისა და ქორწინების რიტუალის სხვადასხვა ფაზაში და წყვილი მას ქორწინების ცერემონიის დილით მიირთმევს.[8][9] ზოგიერთ შემთხვევაში მას კაჩინას მოცეკვავეები არიგებენ.

  1. Linda Murray Berzok (2005). American Indian Food. Greenwood Press. ISBN 978-0-313-32989-0. ციტირების თარიღი: 2007-10-15. 
  2. Jennie Rose Joeand Robert S. Young (1993). Diabetes As a Disease of Civilization: The Impact of Culture Change on Indigenous People. Walter de Gruyter. ISBN 978-3-11-013474-2. ციტირების თარიღი: 2007-10-15. 
  3. Gale Jack and Alex Jack. Whole Grains and Grain liroducts. Amberwaves. ციტირების თარიღი: 2007-10-15.
  4. The Testimony of Hands: Piki Stone. University of New Mexico: The Testimony of Hands, an Online Exploration of the Archaeology Collections of the Maxwell Museum. ციტირების თარიღი: 1 April 2023
  5. Daniel E. Moerman (1998). Native American ethnobotany. Timber Press. ISBN 978-0-88192-453-4. ციტირების თარიღი: 2007-10-15. 
  6. Carol Locust (1994). The Piki Maker: Disabled American Indians, Cultural Beliefs, and Traditional Behaviors. Native American Research and Training Center, University of Arizona. 
  7. Lois Essary Jacka (October 2, 1998). „On the Mesas of the Hopis“. New York Times. ციტირების თარიღი: 2007-10-15.
  8. Sharon Watts (2003). Bride's Book of Etiquette. Conde Nast Publications. ISBN 978-0-8058-9566-7. 
  9. Robert Boissiere (1985). the Hopi way. Sunstone Press. ISBN 978-0-86534-055-8. ციტირების თარიღი: 2007-10-15. 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=პიკი&oldid=4950773“-დან