შინაარსზე გადასვლა

პიკვიკის სინდრომი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პიკვიკის სინდრომი - პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ვითარდება სიმსუქნით დაავადებულ პაციენტებში.[1] ეს სახელწოდება მომდინარეობს ჩარლზ დიკენსის ნაწარმოებიდან ("პიკვიკის კლუბის ჩანაწერები"), რომლის ერთ-ერთ მეორეხარისხოვან პერსონაჟს, ჯოს ძილიანობა აწუხებს. როგორც კი ჩამოჯდება, იგი მაშინვე იძინებს. პიკვიკის სინდრომით დაავადებული ადამიანი ადვილად იღვიძებს და მაშინვე იწყებს მოქმედებას.[1]

პიკვიკის სინდრომს ახასიათებს ფილტვების ვენტილაციის დაქვეითება, ხოლო ზოგ შემთხვევაში ჩაინსტოქსის სუნთქვა. ძილის დროს ვითარდება ციანოზი. დროთა განმავლობაში ვითარდება სისხლის მიმოქცევის მცირე წრის ჰიპერტონია, მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფია და კარდიო-პულმონური უკმარისობა, თუმცა ამ დროს არ გვხვდება ფილტვის ქრონიკული დაავადების ნიშნები.[2] პიკვიკის სინდრომის სხვა სიმპტომებია ქვედა კიდურების შეშუპება, ზოგ შემთხვევაში არტერიული წნევის მომატება და სისხლში ერითროციტების მომატებული რაოდენობა.[2]

მკურნალობის ეფექტური გზაა წონის დაკლება, რისი შედეგიცაა საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება, ძილიანობისაგან განთავისუფლება და სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის პრობლემების გამოსწორება. კარდიო-პულმონური უკმარისობისას საჭიროა სათანადო მკურნალობა საგულე საშუალებებით, ხოლო პოლიციტემიის დროს საჭიროა სისხლის გამოშვება.[2]

  1. 1.0 1.1 ვახტანგ ალადაშვილი (1977). შინაგანი დაავადებები, მე-2, "განათლება", გვ. 494-495. 
  2. 2.0 2.1 2.2 ვახტანგ ალადაშვილი (1977). შინაგანი დაავადებები, მე-2, "განათლება", გვ. 495.