პიკარდიული ნაგაზი
წარმოშობის ქვეყანა | საფრანგეთი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
| |||||||||||||
ძაღლი (Canis lupus familiaris) |
პიკარდიული ნაგაზი (ფრანგ. Berger picard) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია საფრანგეთში შუა საუკუნეებში.
ცხადია, რომ ეს ყველაზე ძველი ფრანგული მეცხვარე ძაღლია, რომლებიც IX საუკუნეში პიკარდიასა და პა-დე-კალეში კელტებთან ერთად მოვიდნენ. XX საუკუნის პირველ ნახევარში ევროპაში მიმდინარე ომებმა ჯიში გადაშენების პირას მიიყვანეს. პიკარდის პოპულაცია კონცენტრირებული იყო ჩრდილო-აღმოსავლეთ საფრანგეთის ფერმებში და სომაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების შემდეგ მათი რაოდენობა ძალიან შემცირდა. მას შემდეგ ამ ძლიერმა, საიმედო ძაღლმა ვერ შეძლო დანაკარგების სრულად აღდგენა და დღესაც ძალიან იშვიათი ჯიშია. ომის შემდეგ ეს მეცხვარე ძაღლი ჰყავდათ ცალკეულ ფერმებში, მაგრამ არასოდეს ყოფილა პოპულარული არც ფრანგულ გამოფენებზე და არც საფრანგეთის საზღვრებს გარეთ.
პიკარდის აქვს ხშირი, უხეში 5-6 სმ სიგრძის ბალანი, რომელიც იცავს უამინდობისაგან. ბალანი შეიძლება იყოს ხორბლისფერი, ან ნაცრისფერი და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. პიკარდი ადვილად იწვრთნება და საიმედო ოჯახის წევრი ხდებიან. პიკარდი, ასევე, კარგი მეცხვარე და მსხვილი რქოსანი საქონლის მწყემსია. კარგი მოდარაჯეა, ადვილად ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას და ბავშვებს. ავს ხშირი წარბები, თუმცა თვალებს არ ფარავს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პიკარდიული ნაგაზი (ინგლისური)