პითეკანთროპი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პითეკანთროპიადამიანის მსგავსი მაიმუნი. ამ სახელით მეცნიერები იხსენიებენ იმ არსებას, რომელიც ჯერ კიდევ ცხოველთა სამეფოდან არ იყო გამოყოფილი, მაგრამ განსხვავდებოდა მაიმუნისაგან და რომელსაც გააჩნდა ის უმთავრესი ნიშან-თვისება, რაც ადამიანს: იგი ორ ფეხზე დადიოდა. ამასთანავე, მისი ტვინი ორჯერ აღემატებოდა მაიმუნისას. პითეკანთროპის ევოლუციის შედეგად წარმოიშვა ნეანდერტალელი, რომელიც თანამედროვე ადამიანის პარალელურად ბინადრობდა ევროპის ტერიტორიაზე. მთელი ეს პროცესი წარიმართა ქვის ხანაში ანუ პალეოლითში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]