პიზოლითი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პიზოლითი
PisolitesConococheagueUpperCambrian.jpg
ცნობები
ტიპი დანალექი

პიზოლითი (ბერძ. písos — ბარდა და líthos — ქვა) — დანალექი ქანები. იგი 2-5 მმ-ზე მსხვილი ოოლითია. წარმოადგენს მომრგვალო ფორმის მინერალურ სხეულს, კირქვული ოოლითების სუსტად შეცემენტებულ გროვას. ჩვეულერივ არის კალციტური, იშვიათად არაგონიტული, რკინოვანი, ბოქსიტური, მანგანუმიანი და სხვა. სფეროსებრია და გააჩნია კონცენტრირებული ფენები. პიზოლითები გამოვლინებულია საქართველოს მღვიმეებშიც, ამ მხრივ აღსანიშნავია ვახუშტი ბაგრატიონის უფსკრული, სადაც მისი მდიდარი ბუდობები გვხვდება. პიზოლითური ფორმების ნაირფეროვნებით გამოირჩევა ახალი ათონის მღვიმე, კერძოდ მისი დარბაზი „თბილისი“. პირველად კავკასიაში ოოლითებსა და პიზოლითებს გუმის მღვიმის ბოლო დარბაზის კოროზიულ ორმოებში მიაკვლიეს.[1][2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ზ. ტინტილოზოვი, ზოგიერთი ახალი ცნობა დასავლეთ საქართველოს კარსტული მღვიმეების შესახებ. სპელეოლოგთა პირველი სამეცნიერო სესიის თეზისები, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამოცემა, თბ., 1960, გვ. 10-12
  2. ზ. ტინტილოზოვი, მღვიმეთა სამკაულები, ჟურნ. „მეცნიერება და ტექნიკა“, 1961, № 8, გვ. 19-22