პიზის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პიზის კოშკი
The Leaning Tower of Pisa SB.jpeg
პიზის კოშკი (იტალია)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რომის კათოლიკური ეკლესია
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
პროვინცია პიზა
საიტი www.opapisa.it
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ბონანო პიზანო
ხუროთმოძღვრული სტილი რომანული
თარიღდება 1173-1360
დეტალები
სიმაღლე (მაქსიმალური) 56,7

პიზის დახრილი კოშკი (იტალ. Torre pendente di Pisa) — სამრეკლო კოშკი, პიზის ეკლესიის ანსამბლის ნაწილი. საკმაოდ ცნობილია მსოფლიოს მასშტაბით შემთხვევითი დახრილობის გამო. კოშკის დახრა პრაქტიკულად დაიწყო მშენებლობის დასრულებისთანავე. დახრის პროცესი დასრულდა 2008 წელს.

კოშკს გააჩნია 294 საფეხური. კოშკის სიმაღლე ყველაზე დაბალ მხარეს შექდგენს 55,86, ხოლო ყველაზე მაღალ მხარეს 56,7 მეტრს. შენობის მასაა 14 453 ტონა, ხოლო დახრილობა შეადგენს 3,54°-ს[1].

კოშკის არქიტექტურამ უდიდესი გავლენა მოახდინა XII-XIV საუკუნეების იტალიის მონუმენტურ არქიტექტურაზე. 1987 წელს იუნესკომ პიაცა-დეი-მირაკოლი, მოედანი, რომელზეც მდებარეობს კოშკი, შეიყვანა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

პროექტის ავტორია ბონინო პიზანო. კოშკის მშენებლობა იყოფა ორ ნაწილად. იწყება 1173 წლის 9 აგვისტოს და ორი დიდი შესვენების ჩათვლით გრძელდება თითქმის 200 წელი. დასრულდა 1360 წელს. კოშკი აშენებულია თეთრი მარმარილოს ქვით. პირველი სართული თაღოვანია, ხოლო დანარჩენი სართულები გარშემორტყმულია გალერეებით.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Падение Пизанской башни прекратилось. news.zn.ua, 15 დეკემბერი 2010