პიეტრო დელა ვალე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პიეტრო დელა ვალე

პიეტრო დელა ვალე (დ. 11 აპრილი, 1586, რომი — გ. 21 აპრილი, 1652, რომი) — იტალიელი ვაჭარი, მოგზაური, აღმოსავლეთმცოდნე, ლიტერატორი, თეოლოგი, დიპლომატი. ეკუთვნოდა რომის ცნობილ არისტოკრატთა გვარს.1614–1626 წლებში იმოგზაურა აღმოსავლეთის ქვეყნებში (ოსმალეთი, არაბეთი, პალესტინა, ეგვიპტე, ერაყი, სპარსეთი, ინდოეთი).

რამდენიმე წელი დაყო შაჰ-აბას I-ის კარზე, სადაც დაუახლოვდა სპარსეთში მცხოვრებ ქართველებს (მათ შორის — ქეთევან დედოფალს), ჰქონდა მათთან მიმოწერა, რის საფუძველზეც აღწერა საქართველო და ქართველები. 1626 წლის 28 მარტს დაბრუნდა რომში, სადაც პაპ ურბან VIII-ს წარუდგინა მოხსენება საქართველოს შესახებ (გამოქვეყნდა 1627 წელს).

ცდილობდა ვატიკანის ხელისუფლება დაერწმუნებინა, რომ საქართველო – დამოუკიდებელი და ქრისტიანული სახელმწიფო – სავსებით შესაძლებელი იყო, შემდგომში კათოლიკე ქვეყანა გამხდარიყო, რაც მას სასიკეთოდ მოუბრუნდებოდა.

პიეტრო დელა ვალემ პირველი ცნობა შემოიტანა ლურსმული დამწერლობის შესახებ ევროპაში 1621 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ватейшвили Дж. Л., Грузия и европейские страны, т. 1, кн. 2, М., 2003;
  • Полиевктов М. А., Европейские путешественники XIII–XVIII вв. по Кавказу, Тфл., 1935. ე. მამისთვალიშვილი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]