შინაარსზე გადასვლა

პიერ ფლიმლინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პიერ ფლიმლინი
ფრანგ. Pierre Pflimlin
დაბადების თარიღი 5 თებერვალი, 1907(1907-02-05)[1] [2] [3]
დაბადების ადგილი რუბე[3]
გარდაცვალების თარიღი 27 ივნისი, 2000(2000-06-27)[1] [2] [4] [5] [6] [7] [8] [3] (93 წლის)
გარდაცვალების ადგილი სტრასბური
მოქალაქეობა  საფრანგეთი
განათლება სტრასბურგის უნივერსიტეტი, სტრასბურის უნივერსიტეტი და პარიზის კათოლიკური უნივერსიტეტი
შვილ(ებ)ი Étienne Pflimlin
ჯილდოები საბრძოლო ჯვარი 1939–1945, კომანდორის ჯვრის ორდენი „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის“, ორდენი ბადენ-ვიუტემბერგის წინაშე დამსახურებისთვის, Robert Schuman Medal და Knight Grand Cross of the Order of Pius IX‎

პიერ ფლიმლინი (დ. 5 თებერვალი, 1907 – გ. 27 ივნისი, 2000) — ფრანგი ქრისტიან-დემოკრატი პოლიტიკოსი, რომელიც 1958 წელს რამდენიმე კვირის განმავლობაში მეოთხე რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, სანამ იმავე წლის კრიზისის დროს მას შარლ დე გოლი შეცვლიდა.

ფლიმლინი დაიბადა რუბეში, ნორის დეპარტამენტი. იურისტი და ქრისტიან-დემოკრატიული „სახალხო რესპუბლიკური მოძრაობის“ (MRP) წევრი, იგი 1945 წელს ბას-რენის დეპარტამენტის დეპუტატად აირჩიეს. ელზასური ფესვების მქონე ფლიმლინის პარტიულ კოლეგებს შორის MRP-ში იყო ლუქსემბურგში დაბადებული რობერ შუმანი; ორივეს პოლიტიკურ აზროვნებაში გერმანიასთან ურთიერთობა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.

იგი მეოთხე რესპუბლიკის პერიოდში რამდენიმე სამთავრობო პოსტს იკავებდა, კერძოდ, სოფლის მეურნეობის მინისტრის (1947–1949 და 1950–1951 წლებში) და ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის (1955–1956 და 1957–1958 წლებში) თანამდებობებს.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1958 წლის 13 მაისს საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ დაამტკიცა მისი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. თუმცა იმავე დღეს ალჟირში არეულობა დაიწყო. ალჟირში მყოფ ფრანგ გენერლებს ეშინოდათ, რომ იგი ალჟირელ ნაციონალისტებთან მოლაპარაკებების გზით შეთანხმებას მიაღწევდა და მათ ალჟირზე კონტროლს გადასცემდა. მათ უარი თქვეს მისი კაბინეტის ცნობაზე. ამ ეტაპზე იგი წამყვანმა პოლიტიკოსებმა მიატოვეს, მათ შორის გი მოლემ, ვინსენტ ორიოლმა და ანტუან პინემ. კრიზისი ალჟირში სახელმწიფო გადატრიალებით დაგვირგვინდა, რაც მისი გადადგომით დასრულდა, ამან კი 1 ივნისს შარლ დე გოლის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მოსვლას შეუწყო ხელი.[9]

სხვა თანამდებობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფლიმლინი 1959 წლამდე სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 1962 წელს, თანამშრომლობის მინისტრის პოსტზე ყოფნისას, იგი „სახალხო რესპუბლიკური მოძრაობის“ (MRP) სხვა მინისტრებთან ერთად გადადგა დე გოლის ევროსკეპტიციზმის გასაპროტესტებლად.

1959 წლიდან 1983 წლამდე ფლიმლინი სტრასბურგის პირველი კათოლიკე მერის თანამდებობაზე მსახურობდა.

იგი ასევე იყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი 1963–1966 წლებში და ევროპის პარლამენტის პრეზიდენტი 1984–1987 წლებში.

  • „The Little Plum“. Time. 10 June 1957. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 October 2011.
  • Cook, Bernard A. (2001). Europe Since 1945: An Encyclopedia. Taylor & Francis, გვ. 975–76. ISBN 9780815340584. 
  • Morris, Peter. "Homo politicus; the political careers of Pierre Pflimlin and Jacques Chaban‐Delmas." Modern & Contemporary France 1.1 (1993): 42–44.
  1. 1 2 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 1 2 Sycomore / Assemblée nationale
  3. 1 2 3 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  4. ↑ SNAC — 2010.
  5. ↑ GeneaStar
  6. ↑ Babelio — 2007.
  7. ↑ Munzinger Personen
  8. ↑ Who's Who in France — Paris: 1953. — ISSN 0083-9531; 2275-0908
  9. ↑ Robert Gildea, France since 1945 (1996) p 44