პიერ ტრიუდო
პიერ ტრიუდო | |
![]() ტრიუდო 1975 წელს | |
![]() | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 აპრილი, 1968 – 3 ივნისი, 1979 | |
მონარქი | ელისაბედ II |
წინამორბედი | ლესტერ ბოულს პირსონი |
მემკვიდრე | ჯო კლარკი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 მარტი, 1980 – 30 ივნისი, 1984 | |
მონარქი | ელისაბედ II |
წინამორბედი | ჯო კლარკი |
მემკვიდრე | ჯონ ტერნერი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 ივნისი, 1979 – 2 მარტი, 1980 | |
წინამორბედი | ჯო კლარკი |
მემკვიდრე | ჯო კლარკი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 აპრილი, 1967 – 5 ივლისი, 1968 | |
მონარქი | ელისაბედ II |
წინამორბედი | ლიუსენ კარდენი |
მემკვიდრე | ჯონ ტერნერი |
დაბადებული | 18 ოქტომბერი, 1919 მონრეალი, კვებეკი, კანადა |
გარდაცვლილი | 28 სექტემბერი, 2000 (80 წლის) მონრეალი, კვებეკი, კანადა |
მოქალაქეობა | კანადა |
პოლიტიკური პარტია | კანადის ლებერალური პარტია |
მამა | შარლ-ემილ ტრიუდო |
დედა | გრეის ელიოტი |
მეუღლე | მარგარეტ ტრიუდო |
შვილები | ჯასტინ ტრიუდო, ალექსანდრ ტრიუდო, მიშელ ტრიუდო და სარა კოინი |
განათლება | მონრეალის უნივერსიტეტი |
პროფესია | ადვოკატი, იურისტი, პედაგოგი, ჟურნალისტი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
რელიგია | კათოლიკი |
ხელმოწერა | ![]() |
ჟოზეფ ფილიპ პიერ ივ ელიოტ ტრიუდო (ფრანგ. Joseph Philippe Pierre Yves Elliott Trudeau; დ. 18 ოქტომბერი, 1919, მონრეალი, კვებეკი, კანადა — გ. 28 სექტემბერი, 2000, იქვე) — კანადელი პოლიტიკოსი, კანადის პრემიერ-მინისტრი (1968-1979) და (1980-1984). 1982 წელს კანადის საკანონმდებლო ხელისუფლების ცენტრი, ბრიტანეთის პარლამენტიდან ოტავის თემთა პალატაში გადაიტანა, რითაც კანადა სრულიად დამოუკიდებელი და დამოუკიდებელი გახადა ყოფილი მეტროპოლიისგან.
ტრუდო ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლიტიკოსია, მას „თანამედროვე კანადის მამას“ უწოდებენ.[1] ითვლება XX საუკუნის ყველაზე პოპულარულ ადამიანად კანადაში.[2].
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1949-1951 წლებში იყო სამართლის პროფესორი მონრეალის უნივერსიტეტში. 1952 წელს მონაწილეობდა მოსკოვში გამართულ საერთაშორისო ეკონომიკური თათბირის მუშაობაში. 1965 წელს არჩეულ იქნა კანადის პარლამენტში და პრემიერ-მინისტრის საპარლამენტო თანაშემწედ იქნა დანიშნული. 1967-1968 წლებში იუსტიციის მინისტრია. 1968 წლის აპრილში არჩეულ იქნა მმართველი ლიბერალური პარტიის ლიდერად და კანადის მთავრობაში პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა. ტრიუდოს სახელს უკავშირდება კანადის საგარეო პოლიტიკის ახალი კურსი, რომელიც ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და მეტი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისაკენ იყო მიმართული. 1971 წელს ოფიციალური ვიზიტით სსრკ-ში იმყოფებოდა, რომლის მსვლელობის დროსაც ხელი მოაწერა ოქმს საბჭოთა კავშირსა და კანადას შორის პოლიტიკური კონსულტაციების შესახებ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტრიუდო პიერ ელიოტ, ქართული დიპლომატიური ლექსიკონი, თბ., 1999
- canadahistory.com biography
- Biography in The Canadian Encyclopedia
- CBC Digital Archives—Pierre Elliott Trudeau: Philosopher and Prime Minister
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Пьер Эллиот Трюдо. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-29. ციტირების თარიღი: 2015-09-14
- ↑ Умер Трюдо Пьер Эллиот. ციტირების თარიღი: 2015-09-14