პიერ კურტადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პიერ კურტადი
დაბ. თარიღი 3 იანვარი 1915(1915-01-03)[1]
დაბ. ადგილი ბანიერ-დე-ბიგორი[2]
გარდ. თარიღი 14 მაისი 1963(1963-05-14)[2] [1] (48 წლის)
გარდ. ადგილი პარიზი[2]
საქმიანობა პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, მწერალი და ფრანგული წინააღმდეგობის მებრძოლი
ენა ფრანგული ენა[1]
მოქალაქეობა საფრანგეთი

პიერ კურტადი (ფრანგ. Pierre Courtade; დ. 3 იანვარი, 1915 — გ. 14 მაისი, 1963) — ფრანგი ნოველისტი და ჟურნალისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიერ კურტადი დაიბადა 1915 წელს პირინეებში. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო „წინააღმდეგობის“ პერიოდში და გამოსცა მოთხრობების კრებული „გარემოებანი“. ოკუპაციის წლებში რედაქტორობდა „წინააღმდეგობის“ საინფორმაციო ბიულეტენს; 1946 წლიდან გაზეთ „ლ'უმანიტეში“ მუშაობდა და საერთაშორისო მდგომარეობის შესახებ სტატიებს ბეჭდავდა.

1949 წელს გამოაქვეყნა ფილოსოფიური რომანი „ელსენერი“, რომელიც ნაწილობრივ ეგზისტენციალისტური მოდის წინააღმდეგ არის მიმართული. რომანი-რეეპორტაჟი „ჯიმი“ ეხება ამერიკელთა მოქმედებას საფრანგეთის მიწა-წყალზე ომის შემდგომ პერიოდში, ხოლო „შავი მდინარე“ — ვიეტნამის ბრძოლებს. 1956 წელს გამოსცა მოთხრობების კრებული „უზენასი ცხოველები“. უკანასკნელ რომანში „წითელი მოედანი“ მოცემულია კომუნისტის რთული სახე და დოგმანტიზმის კრიტიკა. 1960 წლიდან პიერ კურტადი გაზეღ „ლ'უმანიტეს“ კორესპონდენტად მუშაობდა სსრკ-ში.

პიერ კურტადი გარდაიცვალა 1963 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 Куртад Пьер // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.