შინაარსზე გადასვლა

პიერ აბელარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პიერ აბელარი
ფრანგ. Pierre Abélard
დაბ. თარიღი 1079[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] [20] [21] [22] [23] [24] [25] [26] [27] [28] [29] [30] [31] [32] [33] [33] [34] [35] [36] [37] [38] [39] [40] [41] [42] [43] [44] [45]
დაბ. ადგილი ლე-პალე, Duchy of Brittany, საფრანგეთის სამეფო[46] [6]
გარდ. თარიღი 21 აპრილი, 1142[1] [5] [6]
გარდ. ადგილი შალონ-სიურ-სონი, ბურგუნდია, საფრანგეთის სამეფო[47] [6]
დასაფლავებულია Héloïse and Abélard's tomb[48] [49] [50]
მოქალაქეობა  საფრანგეთის სამეფო[6]
საფრანგეთი
საქმიანობა თეოლოგი[2] [6] , ფილოსოფოსი[2] [6] , კომპოზიტორი, ენათმეცნიერი, პოეტი, ავტობიოგრაფი, ლოგიკოსი, მწერალი[51] [44] და ეკლესიის მსახური
ალმა-მატერი პარიზის საკათედრო სკოლა
განთქმული მოსწავლეები იოანე სოლსბერიელი, ჰილარიუს ორლეანელი, Robert of Melun და Berengar of Poitiers
მეუღლე ელოიზა

პიერ აბელარი (ფრანგ. Pierre Abélard; დ. 1079, ლე-პალე, ნანტის ახლოს, ბრეტანი, — გ. 21 აპრილი, 1142, შალონ-სიურ-სონი, ბურგუნდია) — ფრანგი ფილოსოფოსი და თეოლოგი.

დაიბადა რაინდის ოჯახში. შემდეგ მიატოვა მამისეული მემკვიდრეობა, რათა ფილოსოფია შეესწავლა. მის მოძღვრებას ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა. დაახლოებით 1114 წელს კერძო მასწავლებლად დაიწყო მუშაობა ახალგაზრდა ქალ ელიოზთან, რომელიც ბიძის — პარიზელი კანონიკის მზრუნველობის ქვეშ იმყოფებოდა. პიერსა და ელიოზს შორის სასიყვარულო ურთიერთობა გაჩაღდა და ქალი დაორსულდა, რის გამოც აბელარი დაასაჭურისეს, ხოლო ელიოზი მონაზვნად აღკვეცეს. აბელარი პარიზის ახლოს, სენ-დენის სააბატოში განმარტოვდა. 1121 წელს მისი თეოლოგიური შრომები ერეტიკულად გამოაცხადეს. 1125 წელს აბელარი ბრეტანის ერთ-ერთი მონასტრის აბატი გახდა, მაგრამ მისი ურთიერთობა ადგილობრივებთან დაიძაბა, რის გამოც იძულებული გახდა სააბატო დაეტოვებინა. დაახლოებით 1135 წლის შემდეგ ის ასწავლიდა სენ-ჟენევიევის ბორცვზე მის მიერ დაფუძნებულ სკოლაში. აქვე დაწერა მან თავისი „ეთიკა“, რომელშიც ცოდვის არსს განიხილავდა. 1140 აბელარი კიდევ ერთხელ შერაცხეს ერეტიკოსად, რის გამოც კლუნის მონასტერში გადავიდა.

უნივერსალიების ბუნების შესახებ შუა საკუნეების ფილოსოფოსთათვის დამახასიათებელ დავაში (რაშიც ვლინდება მატერიალიზმის იდეალიზმთან ბრძოლა) იზიარებდა მატერიალიზმთან ახლომდგომ კონცეპტუალიზმის იდეებს. მძაფრი პოლემიკა ჰქონდა სქოლასტიკურ რეალიზმთან (რეალიზმი შუასაუკუნეობრივი). აბელარის წიგნი „ჰო და არა“, რაშიც მოითხოვდა რელიგიური რწმენის შეზღუდვას გონებისეული საფუძვლებით, საეკლესიო ავტორიტეტების მსჯელობებში შეუთავსებელ წინააღმდეგობებს ააშკარავებდა, რასაც პროგრესული მნიშვნელობა ჰქონდა. აბელარის შეხედულებები, როგორც ერეტიკული, დაგმო კათოლიკურმა ეკლესიამ. მას ეკუთვნის ასევე ავტობიოგრაფიული „ვარამთა ისტორია“ და ინტელექტუალური შინაარსის მიმოწერა ელიოზთან, რომელიც შექმნილია წყვილის იძულებითი დაშორებისა და მონასტრებში აღკვეცის შემდეგ.

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 Deutsche Nationalbibliothek Record #11850004X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. Абелардъ // Энциклопедический лексиконСПб: 1835. — Т. 1. — С. 26–27.
  4. Абелар, Петр // Энциклопедический словарь / под ред. И. Е. АндреевскийСПб: Брокгауз — Ефрон, 1890. — Т. I. — С. 23–24.
  5. 5.0 5.1 Абеляр // Православная богословская энциклопедия: А — АрхелаяСПб: 1900. — Т. 1. — С. 13–20.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 6.6 Roux P. d. Nouveau Dictionnaire des œuvres de tous les temps et tous les pays — 2 — Éditions Robert Laffont, 1994. — Vol. 1. — P. 4. — ISBN 978-2-221-06888-5
  7. (not translated to mul) პროექტი გუტენბერგიProject Gutenberg Literary Archive Foundation, 1971.
  8. SNAC — 2010.
  9. Catholic Encyclopedia — 1995.
  10. Encyclopædia UniversalisEncyclopædia Britannica, 1968.
  11. Find a Grave — 1996.
  12. CONOR.SI
  13. Faceted Application of Subject Terminology
  14. Early Modern Letters Online
  15. Lord Byron and his Times
  16. LIBRISNational Library of Sweden.
  17. Athenaeum
  18. Muziekweb
  19. hymnary.orgCalvin Theological Seminary, Christian Classics Ethereal Library.
  20. Internet Philosophy Ontology project
  21. Musicalics
  22. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  23. Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  24. British Museum person-institution thesaurus
  25. The LiederNet Archive — 1995.
  26. Documenta Catholica Omnia
  27. Répertoire International des Sources Musicales — 1952.
  28. opac.vatlib.it
  29. Bibliographie annuelle de l'histoire de FranceParis: Éd. du Centre national de la recherche scientifique, 1956. — ISSN 0067-6918; 2697-8733
  30. NUKAT — 2002.
  31. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  32. GeneaStar
  33. 33.0 33.1 CONOR.BG
  34. Korean Authority File
  35. CONOR.SR
  36. National Library of Portugal — 1796.
  37. Medieval Manuscripts in Oxford LibrariesBodleian Library.
  38. KANTO – Kansalliset toimijatiedotNational Library of Finland.
  39. Bibliografie dějin Českých zemí — 1905.
  40. MAK
  41. Base biographiqueBIU Santé.
  42. Trove — 2009.
  43. datos.bne.es: El portal de datos bibliográficos de la Biblioteca Nacional de España — 2011.
  44. 44.0 44.1 Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  45. OPAC SBN
  46. https://books.google.fr/books?id=z3hkJ5PA_8kC&printsec=frontcover&hl=fr&#v=onepage&q&f=false — 9780191585173 — P. xvii.
  47. https://books.google.fr/books?id=z3hkJ5PA_8kC&printsec=frontcover&hl=fr&#v=onepage&q&f=false — 9780191585173 — P. xxii.
  48. Beaumont F. M. Manuel et itinéraire du curieux dans le cimetière du Père la ChaiseParis: 1828. — P. 94.
  49. A. Henry Le Père Lachaise historique, monumental et biographiqueParis: chez l'auteur, 1852. — P. 26. — 116 გვრ.
  50. https://www.tombes-sepultures.com/crbst_1109.html
  51. Mirabile: Digital Archives for Medieval CultureSISMEL – Edizioni del Galluzzo.