პიაცა ვენეცია
პიაცა ვენეცია Piazza Venezia | |
---|---|
![]() პიაცა ვენეცია | |
კოორდინატები | 41°53′47″N 12°28′57″E / 41.8964° ჩ. გ. 12.4825° ა. გ.კოორდინატები: 41°53′47″N 12°28′57″E / 41.8964° ჩ. გ. 12.4825° ა. გ. |
მდებარეობა | რომი, იტალია |
პიაცა ვენეცია — (იტალ. Piazza Venezia) მოედანი რომის ცენტრში, რომელსაც სახელწოდება ვენეციის სასახლის (პალაცო ვენეცია) პატივსაცემად დაერქვა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოედანი მდებარეობს კაპიტოლიუმის ძირში და ახლოს არის რომის ფორუმთან. ჯერ კიდევ რომის რესპუბლიკის დროს, ეს ადგილი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი იყო — აქ იკვეთებოდა ფლამინიუსის გზა სერვიუსის კედელთან (Porta Fontinalis). ჩვენს დროში აქ იკვეთება ქუჩები: ვია დელ-კორსო, ვია დელ-პლებიშჩიტო და ვია ჩეზარე ბატისტა.
XV საუკუნეში ვენეციელმა კარდინალმა პიეტრო ბარბომ (შემდგომში რომის პაპი პავლე II) ააგო სასახლე, სადაც 1567 წლის შემდეგ ვენეციის რესპუბლიკის საელჩო განთავსდა. 1660 წელს აშენდა პალაცო დ’ასტე, რომელსაც მოგვიანებით პალაცო ბონაპარტე ეწოდა, მას შემდეგ რაც იქ დასახლდა მარია ლეტიცია რამოლინო, ნაპოლეონ ბონაპარტის დედა, რომელიც ატარებდა ტიტულს „იმპერატორის დედა-დედოფალი“ (Madame Mère de l’Empereur). 1906 წელს იტალიის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება გაეწმინდათ მოედანი ვიტორიანოს — მეფე ვიტორიო ემანუელ II-ის მონუმენტის — წინ, რის შედეგადაც მრავალი შენობა დაანგრიეს. არქიტექტორ ჯუზეპე საკონის პროექტით, კამილო პისტრუჩის მონაწილეობით, ვენეციის გენერალური საკონსულოსთვის მოედნის საპირისპირო მხარეს, პალაცო ვენეციას პირდაპირ, აშენდა ახალი შენობა ნეორენესანსის სტილში (Palazzo delle Assicurazioni Generali di Venezia), რომელსაც აქვს ზუსტად ისეთივე კვადრატული კოშკი. შედეგად, პიაცა ვენეცია აღმოჩნდა გარშემორტყმული ორი კომპოზიციურად აბსოლუტურად სიმეტრიული (თუმცა სტილისტურად განსხვავებული) შენობით, რაც იმ დროის იტალიური ურბანიზაციისთვისაც კი სიახლეს წარმოადგენდა.
2009 წელს, როდესაც მიმდინარეობდა გათხრები რომის მეტროს С ხაზის მშენებლობისთვის, მოედნის შუაგულში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს იმპერატორ ადრიანეს ათენეუმის ნეშტის ფრაგმენტები — ანტიკური ნაგებობა, რომელიც II საუკუნეში შეიქმნა, დაკარგულად ითვლებოდა
პიაცა ვენეციას ესაზღვრება ულპიუსის ბაზილიკის შთამბეჭდავი ნანგრევები, რომლის გვერდითაც დგას ტრაიანეს სვეტი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Lucentini, M. (31 December 2012). The Rome Guide: Step by Step through History's Greatest City. Interlink. ISBN 9781623710088.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Heinz-Joachim Fischer: Rom. 2500 Jahre Geschichte, Kunst und Kultur der «ewigen Stadt». DuMont, Ostfildern 2004, ISBN 3-7701-5607-2.
- Christopher Hibbert: Rome: The Biography of a City. Penguin Books Ltd, 2001, ISBN 978-0-14-192716-9