შინაარსზე გადასვლა

პიაცა დელა-რეპუბლიკა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პიაცა-დელა რეპუბლიკა

პიაცა დელა-რეპუბლიკა — წრიული მოედანი რომში, მდებარეობს ვიმინალის ბორცვის მწვერვალზე, ტერმინის სადგურის გვერდით. მასზეა აღმართული სანტა მარია დელი ანჯელე და დეი მარტირი. ამ მოედანს ემსახურება რესპუბლიკა-ოპერის თეატრის მეტროსადგური. მოედნიდან იწყება რომის ერთ-ერთი მთავარი ქუჩა, ვია ნაციონალე.

მოედნის ყოფილი სახელი, პიაცა დელ ესედრა, რომელიც დღესაც ძალიან გავრცელებულია, დიოკლეტიანეს აბანოებში მდგარი ექსედრიდან მომდინარეობს, რაც მოედნის ფორმას წააგავდა. დიოკლეტიანეს აბანოებში არსებული ექსედრა კარდინალ ჟან დიუ ბელეს მიერ აშენებულ ბაღებში გადაიტანეს. მისი გარდაცვალების შემდეგ, 1560 წელს, ბაღის მიწები კარდინალმა კარლო ბორომეომ შეიძინა და საბოლოოდ, 1579 წელს, კარდინალ ალესანდრო სფორცას საკუთრებაში გადავიდა. 1598-დან 1600 წლამდე ექსედრა ეკლესიად გადაკეთდა. შემდეგ, 1885 წელს, ის მოედნის ნაწილი გახდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]