შინაარსზე გადასვლა

პიაცა დელა-მინერვა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პიაცა დელა-მინერვა
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
მდებარეობა და ფუნქცია
მდებარეობა იტალიის დროშა იტალია
Map

პიაცა დელა მინერვა ― მოედანი რომში, იტალიაში, პანთეონის მახლობლად. მისი სახელი მომდინარეობს პომპეუსის მიერ ამ ადგილას აშენებული ტაძრიდან, რომელიც მინერვას ქანდაკებას ეძღვნებოდა. ეს ქანდაკება ამჟამად ვატიკანის მუზეუმებშია დაცული.

მოედნის ცენტრში მდებარეობს სანტა მარია სოპრა მინერვას ეკლესია, რომელსაც მე-8 საუკუნის წყაროებში „წმინდა მარია ინ მინერვიო“-ს სახელით მოიხსენიებენ. ფასადის მარჯვნივ, კედელზე, ამოტვიფრულია წარწერები, რომლებიც 1422-1598 წლებში მდინარე ტიბრის ადიდებას აღწერს. მოედანი რომში ყველაზე დაბალ სივრცეზე მდებარეობდა და ამიტომ ყოველთვის პირველი ზარალდებოდა წყალდიდობის დროს.

აქ ასევე დგას დომინიკელთა მონასტერი (ან კასა პროფესა), რომელიც მე-13 საუკუნეში დაარსდა. დროთა განმავლობაში ეს მონასტერი გაფართოვდა ვია დელ სემინარიომდე და სან მაკუტოს ეკლესიამდე, იმ ადგილებამდე, რომლებსაც ადრე სამი რომაული ტაძარი - ზემოხსენებული მინერვიუმი, იზეუმი და სერაპეუმი იკავებდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]