პიარნუს აღება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პიარნუს აღება
ჩრდილოეთის ომის ნაწილი
თარიღი 22 ივლისი - 15 აგვისტო 1710
მდებარეობა პიარნუ, ესტონეთი
შედეგი შვედეთის კაპიტულაცია
მხარეები
შვედეთის დროშა შვედეთი რუსეთის დროშა რუსეთი
მეთაურები
პოლკოვნიკი იაკობ ჰენრიკ ფონ შვენგელმი როდიონ ბაური
ძალები
1000 კაცი 6 დრაგუნთა პოლკი
დანაკარგები
880 კაცი დანაკარგის გარეშე

პიარნუს აღებაჩრდილოეთის დიდი ომის ნაწილი, რომლის მსვლელობის პერიოდში, 1710 წელს რუსმა სამხედროებმა იძულებით გამოაცხადებინეს შვედეთის გარნიზორს კაპიტულაცია ქალაქ პიარნუში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1710 წლის ბოლოს, როდესაც ფელდმარშალ შერემეტიევის მიერ რიგის ალყა დასასრულს უახლოვდებოდა, მთავარსარდალმა ციხესიმაგრე პიარნუს ასაღებად დრაგუნთა ექვსი პოლკი გააგზავნა გენერალ ბაურის მეთაურობით. იმ დროს ციხესიმაგრე შეიარაღებული იყო 201 ქვემეხით, მისი გარნიზორი კი ათას ადამიანს შეადგენდა.

ალყა დასრულებული იყო 22 ივლისისთვის და იმდროსვე ადგილობრივმა თავადაზნაურობამ, რომელიც ციხეში იყო გამაგრებული, ითხოვეს ციხიდან გასასვლელი, რადგან ქალაქში იმ დროს შავი ჭირი იყო გავრცელებული და მარაგიც იწურებოდა. ბაურმა კი უარი განუცხადა მათ.

8 აგვისტოს თავადაზნაურობამ განაახლა შუამდგომლობა, მაგრამ პასუხად მიიღო, რომ რუსი გენერალი მხოლოდ ქვეითი ჯარის მისვლას ელოდა თავდასხმის დასაწყებად. ამის შედეგად, 14 აგვისტოს ციხესიმაგრე დანებდა, როდესაც მას მხოლოდ 120 გარნიზონი იცავდა.

ციხესიმაგრის აღების შემდეგ მას ძველი სახელწოდება დაუბრუნეს - პერნოვი. ნიშტადტის საზავო ხელშეკრულების თანახმად 1721 წელს, ციხესიმაგრე რუსეთის ციხესიმაგრეთა რიცხვს შეუერთდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Пернов // Военная энциклопедия : [в 18 т.] / под ред. В. Ф. Новицкого [и др.]. — СПб. ; [М.] : Тип. т-ва И. В. Сытина, 1911—1915.