პეხშტაინი
იერსახე
| პეხშტაინი | |
|---|---|
| პეხშტაინი | |
| ცნობები | |
| ტიპი | მაგმური ქანი |
| შედგენილობა | მიკროლითი ფენოკრისტალი |
| შეფერილობა | შავი, მუქი მომწვანო, მოწითალო მურა |
| გამოიყენება | გაფუებული პერლიტის მისაღებად |
პეხშტაინი (გერმ. Pechstein) — გაფისული ქვა – ღრმად ჰიდრატირებული მჟავე ვულკანური მინა, რომელიც შეიცავს 10%-მდე წყალს. შავი, მუქი მომწვანო, მოწითალო მურა შეფერილობისაა. სიმკვრივე 2400-2500 კგ/მ³. პუასონის კოეფიციენტი 0,1-0,2. თბოგამტარობა 1,7-3,1 ვტ/(მ•კ). შეიცავს მიკროლითებს, იშვიათად — ფენოკრისტალებს. განარჩევენ ლიპარიტულ, ტრაქიტულ, დიაბაზურ და ფონოლიტურ პეხშტაინს. მაღალ ტემპერატურაზე გახურებისას პეხშტაინისგან გამოიყოფა აირები, რომელთა მოცულობა 15-20-ჯერ აჭარბებს ქანის მოცულობას. პეხშტაინი ცნობილია საფრანგეთის, უნგრეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების ვულკანური ოლქებიდან. იყენებენ გაფუებული პერლიტის მისაღებად.