პეჩატნი დვორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პეჩატნი დვორ“ (რუს. Печатный двор) — პირველი რუსული სახელმწიფო სტამბა. დაარსდა დაახლოებით 1563 წელს მოსკოვში ივანე IV-ისა და მიტროპოლიტ მაკარის ხელშეწყობით. მდებარეობდა კიტაი-გოროდში (ახლანდელი ნიკოლსკაიას ქუჩის (რუს. Никольская улица) ჩრდილოეთ ნაწილში (1935—1990 წლებში 25 ოქტომბრის ქუჩა). 1564 წელს ივანე ფიოდოროვმა და პეტრე მსტისლავეცმა დაბეჭდეს სამოციქულო, 1565 — ჟამნი. 1568 წელს ა. ნევეჟამ და ნ. ტარასიევმა გამოსცესფსალმუნი. „პეჩატნი დვორ“ განახლებულ იქნა 1645 და 1679 წლებში. XVII საუკუნის ბოლოს აქ გამოიცა 500 დასახელების წიგნი; თითოეული წიგნის ტირაჟი 1200 ცალზე მეტი იყო. 1712 წელს „პეჩატნი დვორის“ საბეჭდი მანქანების ნაწილი გადაიტანეს პეტერბურგში. 1721 წლიდან 1917 წლამდე „პეჩატნი დვორის“ შენობაში მოთავსებული იყო სინოდის სტამბა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]