შინაარსზე გადასვლა

პეშტერა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პეშტერის სასამართლო დარბაზი
პეშტერის სასამართლო დარბაზი
პეშტერის ცენტრი
პეშტერის ცენტრი
პეშტერის ცენტრალური მოედანი
პეშტერის ცენტრალური მოედანი
წმინდა პეტკას ეკლესია და პეშტერის ისტორიული მუზეუმი
წმინდა პეტკას ეკლესია და პეშტერის ისტორიული მუზეუმი

პეშტერა (ბულგ. Пещера [ˈpɛʃtɛrɐ], Peštera) — ქალაქი როდოპის მთებში, სამხრეთ ბულგარეთში. მდებარეობს პაზარჯიკის ოლქში, ბატაკისა და ბრაციგოვოს ქალაქებთან ახლოს. ქალაქი არის პროვინციაში მესამე ყველაზე დიდი პაზარჯიკისა და ველინგრადის შემდეგ და ბულგარეთში — სიდიდით 45-ე. ის წარმოადგენს პეშტერას მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრს. 2021 წლის აღწერის მიხედვით, პეშტერის მოსახლეობა შეადგენს 15,175 მაცხოვრებელს. დაახლოებით 5 კმ-ში სამხრეთით, ბატაკის გზაზე, მდებარეობს ბულგარეთის ერთ-ერთი ყველაზე მოსანახულებელი მღვიმესნეჟანკა. ქალაქთან ახლოსაა პეშტერას ჰიდროელექტროსადგური. ქალაქი ცნობილია მასტიკას ალკოჰოლური სასმელის წარმოებით Peshterska-ს ბრენდის ქვეშ.

პეშტერა (461 მ ზ.დ.) მდებარეობს როდოპის მთების ძირში, 18 კმ-ში პაზარჯიკიდან, 38 კმ-ში პლოვდივიდან და 125 კმ-ში ქვეყნის დედაქალაქ სოფიიდან. ქალაქზე გადადის მდინარე სტარა რეკა, რომელიც მარიცას მარჯვენა ტოტია.[1]

ადგილობრივი კლიმატი ზომიერია და უეცარი ტემპერატურის ცვლილებები იშვიათია. პეშტერაში საშუალო წლიური ტემპერატურაა 12.6 °C. ნალექი შედარებით მაღალია – წელიწადში 670-დან 680 ლ/მ²-მდე.

პეშტერის მოსახლეობა რამდენიმე ეთნიკური თემისგან შედგება. ბულგარელები ჭარბობენ,[2][3] მაგრამ აქ ასევე არიან თურქები, რომები (ბოშები) და არუმინელები. უკანასკნელებმა პეშტერაში დააარსეს არუმინული კულტურული ორგანიზაცია და აქვთ საკუთარი კულტურული ტრადიცია.[4]

მუნიციპალიტეტში რომების რაოდენობა დაახლოებით 4,000-ია. სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი ქალაქში ყოველთვის თანხმობასა და შემწყნარებლობაში ცხოვრობდა. პეშტერა წარმოადგენს ყველა ეთნიკური ჯგუფის ინტეგრაციისა და ურთიერთგაგების მაგალითს.

ადამიანის ყოფნის პირველი კვალი ამ რეგიონში ნეოლითის ხანიდან იღებს სათავეს. ბესების თრაკიული ტომი ბინადრობდა ამ ტერიტორიაზე ანტიკურ ხანაში და დასახლება პეშტერას ხეობაში წარმოიშვა ძვ.წ. IV საუკუნეში.

ქალაქის სახელწოდების პირველი წერილობითი დოკუმენტი თარიღდება 1479 წლით, როდესაც პეშტერა იყო გარკვეული მუსტაფას საზღვრებში ოსმალეთის იმპერიაში. ბულგარული ეროვნული აღორძინების პერიოდში აშენდა ბევრი ეკლესია, ხიდი, შადრევანი, სკოლა და სახლი. პეშტერაში პირველი საერო სკოლა გაიხსნა 1848 წელს, ხოლო „ნადეჟდა“, (იმედი) საზოგადოებრივი ცენტრი - 1873 წელს. ადგილობრივი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მონაწილეობა მიიღო ბულგარეთის გათავისუფლებისთვის შეიარაღებულ ბრძოლაში. პეშტერა გათავისუფლდა 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს, 1878 წლის 6 იანვარს.

1876 წელს ქალაქში მდებარეობდა 800 სახლი, რომელთაგან 500 იყო ბულგარული, 60 — არუმინული და დაახლოებით 250 — თურქული და რომული. პირველმა ოფიციალურმა ბულგარულმა აღწერამ 1880 წელს დაადგინა 758 სახლი და 3,871 მოსახლე, რომელთაგან 2,618 იყო ბულგარელი, 856 თურქი, 341 ბერძელი (უმეტესწილად არუმინელები, რომლებიც ისე იყვნენ აღრიცხული), 53 რომა და ერთი კარაკაჩანი. ხუთი წლის შემდეგ, 1885 წელს, პეშტერაში ცხოვრობდა 4,704 მოსახლე და იდგა 876 სახლი.

ინდუსტრია ქალაქის ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორია. ორი უდიდესი ქარხანაა „ბიოვეტ პეშტერა", რომელიც აწარმოებს ანტიბიოტიკებსა და წამლებს, და „ვინპრომ პეშტერა", რომელიც აწარმოებს სპირტიან სასმელებს. რამდენიმე მცირე საწარმო აწარმოებს ლითონის კონსტრუქციებს, ფეხსაცმელსა და საკვებს.

პეშტერის პატივსაცემად

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეშტერის გლაციერი — მდებარეობს ლივინგსტონის კუნძულზე, სამხრეთ შეტლანდის კუნძულებზე, ანტარქტიდაში, სახელდებულია პეშტერას პატივსაცემად.

გამოყენებული ლიტერატურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. "Население по области, общини, местоживеене и пол | Национален статистически институт" („მოსახლეობა ოლქის, მუნიციპალიტეტების, საცხოვრებლის და სქესის მიხედვით | ეროვნული სტატისტიკური ინსტიტუტი“).
  2. Geographic Dictionary of Bulgaria 1980, p. 470 (გეოგრაფიული ლექსიკონი ბულგარეთის შესახებ)
  3. "Divisions of Bulgaria". 2024-04-03. („ბულგარეთის დანაყოფები“)
  4. Constantin, Marin (2014). "The ethno-cultural belongingness of Aromanians, Vlachs, Catholics, and Lipovans/Old Believers in Romania and Bulgaria (1990–2012)" (PDF) („არუმინების, ვლაქების, კათოლიკეების და ლიპოვანელების/ძველი მორწმუნეების ეთნო-კულტურული კუთვნილება რუმინეთსა და ბულგარეთში (1990-2012). Revista Română de Sociologie. 25 (3–4): 255–285.
  5. Kyurkchiev, Nikolai (2006). "The Aromânians: an ethnos and language with a 2000-year history". („არუმინები: ეთნოსი და ენა 2000-წლოვანი ისტორიით“) International Journal of the Sociology of Language (179): 115–129. doi:10.1515/IJSL.2006.029. S2CID 144939846.
  6. Kahl, Thede (2002). "The ethnicity of Aromanians after 1990: the identity of a minority that behaves like a majority". („არუმინების ეთნიკურობა 1990 წლის შემდეგ: უმცირესობის იდენტობა, რომელიც უმრავლესობასავით იქცევა". *ბალკანური ეთნოლოგია“) Ethnologia Balkanica. 6: 145–169.
  1. Geographic Dictionary of Bulgaria 1980, p. 470
  2. Constantin, Marin (2014). „The ethno-cultural belongingness of Aromanians, Vlachs, Catholics, and Lipovans/Old Believers in Romania and Bulgaria (1990–2012)“ (PDF). Revista Română de Sociologie. 25 (3–4): 255–285.
  3. Kyurkchiev, Nikolai (2006). „The Aromânians: an ethnos and language with a 2000-year history“. International Journal of the Sociology of Language (179): 115–129. doi:10.1515/IJSL.2006.029. S2CID 144939846.
  4. Kahl, Thede (2002). „The ethnicity of Aromanians after 1990: the identity of a minority that behaves like a majority“. Ethnologia Balkanica. 6: 145–169.