პეფერნუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
პეფერნუსი

პეფერნუსი — პატარა, ოდნავ მწარე გემოს ნამცხვრები, რომლებიც პოპულარულია როგორც სადღესასწაულო დღეების ტკბილეული გერმანიაში, დანიასა და ნიდერლანდებში, ასევე ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრებ ამ წარმოშობის ხალხში.[1][2][3] მათ ეწოდებათ Pfeffernüsse (მრავლობითში, ხოლო მხოლობითში: Pfeffernuss) გერმანულად, pepernoten (მხოლობითი: pepernoot) ჰოლანდიურად, päpanät პლაუტდიჩურად (გერმანულის პრუსიული დიალექტი), pfeffernuesse ან peppernuts ინგლისურად, pebernødder დანიურად.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ ამ ორცხობილას ზუსტი წარმოშობა გაურკვეველია, ტრადიციულად, ჰოლანდიელები მის შექმნას უკავშირებენ პეპერნოტენს სინტერკლაას (pepernoten Sinterklaas) დღესასწაულს, რომელსაც 5 დეკემბერს აღნიშნავენ ნიდერლანდებში, ხოლო 6 დეკემბერს, გერმანიასა და ბელგიაში. ამ დღესასწაულზე ბავშვები იღებენ საჩუქრებს წმინდა ნიკოლოზისგან. წმინდა ნიკოლოზი ადრეული ვერსია და შთაგონებაა სანტა-კლაუსისა. გერმანიაში პეფერნუსი უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებული შობასთან. ეს ნამცხვარი ევროპელი იულეტიდების დღესასწაულების ნაწილია 1850-იანი წლებიდან.

გერმანულიდან მისი სახელი ითარგმნება, როგორც "წიწაკა თხილი", თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად უნდა შეიცავდეს თხილს. ნამცხვრები დაახლოებით კაკლის ზომისაა და მათ ხშირად ბევრს ერთდროულად მიირთმევენ, "მუჭას", რასაც, შესაძლებელია, გავლენა ჰქონოდა მის სახელზე. [4]

ინგრედიენტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წლების განმავლობაში, პეფერნუსის პოპულარობა გაიზარდა და საცხობებმაც მისი ახალი ვერსიები შექმნეს. მიუხედავად იმისა, რომ რეცეპტები ხშირად განსხვავდება, ყველა შეიცავს არომატულ სუნელს - ყველაზე ხშირად დარიჩინს, მიხაკს, მაკეს, ჯავზს, ილის და ანისულს. ზოგიერთი ვერსიის მიხედვით, ტკბილეულს დაფქვილ შაქარსაც უმატებენ ზემოდან, თუმცა ის ტრადიციული ინგრედიენტების რიგში არ შედის. ორცხობილებს ასევე უმატებენ მოლისანს და თაფლს, სიმწარის კონტრასტისთვის და მის დასატკბილებლად. [5]

ცომისთვის დღესაც იგივე ძირითადად ინგრედიენტებს იყენებენ, რასაც მე-19 საუკუნეში. მათ შორის შედის კალიუმის კარბონატი და ამონიუმის კარბონატი, რომლებიც საფუარის როლს ირგებდა და ცომს აძლევდა წებოვან, მკვრივ ტექსტურას, რომელიც ტრადიციული პეფერნუსის ცომისთვისაა დამახასიათებელი. ამის შემდეგ ის ან ხელით მუშავდება ან ელექტრო მიქსერის გამოყენებით, ბოლოს კი მას აცხობენ.[6]

რეგიონალური ნაირსახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჩრდილოეთ გერმანიაში პეფერნუსი არის ნახევარმთვარის ფორმის ორცხობილა, რომლის დიამეტრია ორ სანტიმეტრამდე და საკმაოდ მაგარია.
  • ჩრდილოეთის Moppen-ის ვარიანტი[7] უფრო დიდია ზომით და უფრო რბილი, ცომი წააგავს ჯანჯაფილის ნამცხვრის ცომს და აქვს თხელი მინანქრის ფენა ზემოდან.
  • სამხრეთ გერმანიაში ცომს ამზადებენ ლიმონისა და ფორთოხლის კანით, ხანდახან უმატებენ ნუშსაც.
  • საქსონიაში, ისინი დაახლოებით სამი სანტიმეტრი ზომისაა, ყოველგვარი დანამატების გარეშე და ოთხკუთხედი.
  • ნიდერლანდებში ნამცხვრის ორი მსგავსია ორცხობილა არსებობს: კრუიდნოტი (Kruidnoten) მრგვალი და მყარია, ხოლო პეპერნოტენს (pepernoten) აქვს კუთხეები და ადვილად იღეჭება.[8]
  • გერმანული მენონიტის წარმოშობის ოჯახებში ხდება რეცეპტების თაობიდან თაობამდე გადაცემა, რომლებიც პიტნის ექსტრაქტს ითხოვს და არა ტრადიციულ სანელებლებს, რაც პიტნის მსუბუქ არომატს მატებს პეფერნუსეს. ისინი საკმაოდ რბილი და ადვილად ფშვნევადია, ზემოდან დაფქვილ შაქარსაც აყრიან. არ არის ცნობილი, სად ან როდის წარმოიშვა პეფერნუსის ეს ვარიანტი.

კრუიდნოტენი და რუსული ჩაის ნამცხვრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბევრი ადამიანი ერთმანეთში ურევს პეფერნუსესა და კრუიდნოტენს, თუმცა ეს ორი განსხვავებული ორცხობილაა. კრუიდნოტი უფრო მაგარია, აქვს მუქი ყავისფერი ფერი და განსხვავებული ფორმა. მისი ინგრედიენტებიც არაა იდენტური პეფერნუსისა, ის უფრო "სპეკულაას" ნამცხვარს წააგავს. აღსანიშნავია, რომ ორივე ორცხობილა დღესასწაულებზე მზადდება.

რუსული ჩაის ნამცხვრები ასევე მსგავსია პფერფერნუსესთან, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მას დაფქვილ შაქარს აყრიან თავზე.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]