Pet Shop Boys

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან პეტ შოპ ბოიზი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Pet Shop Boys
Pet Shop Boys interview 2013 still.png
ნილ ტენანტი და კრის ლოუ 2013 წელს
ბიოგრაფია
წარმოშობა ლონდონი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი სინთპოპი, დენს-პოპი, ელექტრონული საცეკვაო მუსიკა
აქტიური 1981–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი EMI, Parlophone,
Spaghetti, X2, Kobalt
ასოციაციები Electronic, დასტი სპრინგფილდი, ლაიზა მინელი, The Killers, დევიდ ბოუი, რობი უილიამსი, Take That, ელტონ ჯონი, Cicero, Blur, მორტენ ჰარკეტი, Example
საიტი petshopboys.co.uk
წევრები ნილ ტენანტი
კრის ლოუ

Pet Shop Boys (ქართ. ბიჭები ზოომაღაზიიდან) — ინგლისური სინთპოპ დუეტი, რომლის წევრები არიან ნილ ტენანტი (წამყვანი ვოკალი, კლავიშებიანები, გიტარა) და კრის ლოუ (კლავიშებიანები, დამატებითი ვოკალები).

Pet Shop Boys-ს მსოფლიო მასშტაბით გაყიდული აქვს 50 მილიონზე მეტი ალბომი.[1] გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში იგი შეტანილია, როგორც ბრიტანეთის მუსიკის ისტორიაში ყველაზე წარმატებული დუეტი.[2] Pet Shop Boys ფლობს სამი გზის Brit-ის და ექვსი გრემის ჯილდოს. 1985 წლიდან მოყოლებული, ჯგუფს აქვს 42 სინგლი, რომელიც ჩარტების საუკეთესო 30-ეულში მოხვდა და 22 ჰიტ-სინგლი, რომელიც საუკეთესო 10-ეულებში შევიდა. მათ შორის არის ოთხი ბრიტანული #1 სინგლი: "West End Girls" (რომელიც აგრეთვე ამერიკულ Billboard Hot 100-ში #1 იყო), "It's a Sin", "Always on My Mind"-ის წარმატებული ქავერ ვერსია და "Heart". სხვა ჰიტებს შორის არის "Go West", "Opportunities (Let's Make Lots of Money)" (ტეტჩერიზმის სატირა) და "What Have I Done to Deserve This?" (დუეტი დასტი სპრინგფილდთან). 2009 წლის Brit-ის ცერემონიაზე Pet Shop Boys-ს გადაეცა სპეციალური ჯილდო მუსიკაში შეტანილი წვლილისთვის.

ისტორია[რედაქტირება]

ჩამოყალიბება და ადრეული წლები: 1981–1984[რედაქტირება]

ნილ ტენანტმა და კრის ლოუმ ერთმანეთი გაიცნეს კინგს როუდზე (ჩელსი, ლონდონი, ელექტრონული ტექნიკის მაღაზიაში, 1981 წლის აგვისტოში. აღმოაჩინეს რა საერთო დაინტერესება საცეკვაო მუსიკით, დაიწყეს ერთად დაკვრა - თავდაპირველად ტენანტის ბინაში, ჩელსიში, მოგვიანებით კი, 1982 წლიდან, კემდენში მდებარე მცირე სტუდიაში. ამ პერიოდში დაიწერა "It's a Sin", "West End Girls", "Rent" და "Jealousy".

თავდაპირველად მათ West End ერქვათ, ლონდონის ვესტ-ენდის პატივსაცემად, მოგვიანებით კი, ილინგში მდებარე ზოომაღაზიაში მომუშავე მეგობრების პატივსაცემად Pet Shop Boys დაირქვეს. 1983 წლის აგვისტოში მათ მოიპოვეს პირველი წარმატება - ტენანტმა ჟურნალ Smash Hits-ის დავალებით, ჯგუფ The Police-სთან ინტერვიუ ჩაწერა. დუეტი ამ პერიოდში დაინტერესებული იყო Hi-NRG-ის ტიპის ჩანაწერებით, რომლებსაც ქმნიდა ნიუ-იორკელი პროდიუსერი ბობი ორლანდო, ცნობილი უბრალოდ O-ს სახელით. ტენანტი იხსენებდა: "ვიფიქრე: კარგი, თუ The Police-ის კონცერტს უნდა დავესწრო, მაშინ ბობი -სთანაც ვივახშმებ." რესტორან Apple Jack-ში 19 აგვისტოს შეხვედრისას ტენანტმა ორლანდოს დემო-ფირი გადასცა. ორლანდოს მოეწონა მასალა და შესთავაზა მისი პროფესიონალურად ჩაწერა.[3]

1983-1984 წლებში ტენანტთან ორლანდომ 11 სიმღერა ჩაწერა, მათ შორის "West End Girls", "Opportunities (Let's Make Lots of Money"), "It's A Sin", "I Want A Lover", "I Get Excited", "Two Divided By Zero", "Rent", "Later Tonite", "Pet Shop Boys", "A Man Could Get Arrested" და "One More Chance".[4] 1984 წლის აპრილში გამოვიდა "West End Girls", ჩაწერილი ორლანდოს პროდიუსერობით. იგი ლოს-ანჯელესსა და სან-ფრანცისკოში საკლუბო ჰიტად იქცა. 2 ნოემბერს ლონგ-აილენდის რადიოსადგურ WLIR-ის მსმენელებმა იგი "Screamer of the Week"-ად დაასახელეს.[5] ბელგიასა და საფრანგეთში იგი შედარებით მცირე პოპულარობით სარგებლობდა[6], ხოლო ბრიტანეთში 12" ფორმატის იმპორტირებული სინგლის სახით გამოვიდა.[7]

Please და რემიქსების ალბომი Disco: 1984–1986[რედაქტირება]

1985 წლის მარტში, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ბობი ორლანდოსთან კონტრაქტი შეწყვეტილი იქნა, თუმცა უკანასკნელი მაინც იღებდა ნებისმიერ ჰონორარს მასალიდან, რომელიც ჯგუფთან ერთად ჩაწერა. მენეჯერ ტომ უოტკინსის დახმარებით, Pet Shop Boys-მა კონტრაქტი გააფორმა Parlophone-თან. აპრილში ტენანტი ჟურნალ Smash Hits-იდან წამოვიდა და ივლისში გამოიცა ახალი სინგლი, "Opportunities (Let's Make Lots of Money)", რომელიც ბრიტანეთში 116-ე ადგილამდე ავიდა. მისი B-მხარე "In the Night" მოგვიანებით რემიქსის სახით გამოვიდა და შევიდა ჯგუფის პირველ რემიქს-ალბომში Disco, 1986 წელს. ეს ვერსია აგრეთვე მოხვდა ბრიტანულ სერიალში The Clothes Show, წამყვანი თემის სახით.[8]

მუსიკალური ნაწყვეტები:

"West End Girls"

სიმღერის ნაწყვეტი, სტივენ ჰეიგის ვერსია
ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.

მიუხედავად ჩარტებში დაბალი პოზიციებისა, დუეტი სტუდიაში დაბრუნდა და პროდიუსერ სტივენ ჰეიგის თანაშემწეობით ჩაწერა "West End Girls"-ის ახალი ვერსია. იგი 1985 წლის ოქტომბერში გამოვიდა და ასევე დაბალ პოზიციებზე მოხვდა, თუმცა 1986 წლის იანვრისთვის ჩარტებში უმაღლესი პოზიცია დაიკავა. იგი აგრეთვე იყო #1 აშშ-ში, კანადაში, ფინეთში, ჰონგ-კონგში, ლიბანში, ისრაელში, ახალ ზელანდიასა და ნორვეგიაში. მსოფლიო მასშტაბით სინგლის დაახლოებით 1.5 მილიონი ასლი გაიყიდა. იგი დუეტის კვლავ ყველაზე ცნობილი სიმღერაა.

"West End Girls"-ის წარმატების შემდეგ 1986 წლის 24 თებერვალს გამოვიდა სინგლი "Love Comes Quickly". იგი ბრიტანეთის სინგლების ჩარტში #19 ადგილამდე ავიდა. წარმატებას მოჰყვა სადებიუტო ალბომ Please-ის იმავე წლის 24 მარტს გამოცემა. 1986 წლის ივნისში ჯგუფმა საკონცერტო ტურნე დაგეგმა, თუმცა იგი თეატრალურ ელემენტებს ითვალისწინებდა და ძალიან დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, რის გამოც კონცერტები გადაიდო. Please-ით ჯგუფმა აგრეთვე დაიწყო ისეთი ალბომების გამოცემა, რომელთა სახელწოდებები ერთი სიტყვისგან შედგება [9] "Opportunities (Let's Make Lots of Money)" (ახალი ვერსია) და "Suburbia" გამოვიდა 1986 წელს, რასაც მოჰყვა რემიქსების ალბომი Disco. 1986 წლის სექტემბერს ლოს-ანჯელესში დუეტმა "Love Comes Quickly" და "West End Girls" MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე შეასრულა.[10]

Actually და It Couldn't Happen Here: 1987–1988[რედაქტირება]

1987 წლის დასაწყისში ჯგუფმა "West End Girls"-ისთვის მიიღო Brit-ის და აივორ ნოველოს ჯილდოები. 15 ივნისს მათ გამოსცეს მეორე #1 სინგლი "It's a Sin", რომელსაც სკანდალი მოჰყვა - ტენანტის სკოლამ ნილი პრესაში გააკრიტიკა ტექსტის გამო, ხოლო ჯონათან კინგი ამტკიცებდა, რომ მათ უკანონოდ გამოიყენეს კეტ სტივენსის "Wild World"-ის მელოდია. მოგვიანებით ჯგუფმა თავად უჩივლა კინგს და დავა მოიგო, ხოლო კომპენსირებული თანხა საქველმოქმედო ფონდს გადაურიცხა. სიმღერების მუსიკალური ვიდეოს მომზადებისას ჯგუფმა პირველად იმუშავა რეჟისორ დერეკ ჯერმენთან.

მუსიკალური ნაწყვეტები:

"It's a Sin"

სიმღერის ნაწყვეტი
ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.

"It's a Sin"-ის წარმატების კვალდაკვალ 10 აგვისტოს გამოვიდა "What Have I Done to Deserve This?", დაწერილი ელი უილისთან ერთად, დასტი სპრინგფილდთან შესრულებული ეს დუეტი ბრიტანეთში და Billboard Hot 100-ში #2 იყო. მიუხედავად იმისა, რომ დუეტს სურდა სიმღერის სადებიუტო ალბომზე გამოცემა, სპრინგფილდთან დაკავშირება ვერ მოასწრეს და აპირებდნენ სხვა ვოკალისტის შერჩევას, თუმცა სპრინგფილდის მენეჯერი მათ 1986 წელს თავად დაუკავშირდა, Please-ის გამოცემის შემდეგ. წლის ბოლოს დასტიმ ლონდონში ვოკალი ჩაწერა. ეს იყო პირველი სიმღერა დუეტის შემდეგი სტუდიური ალბომიდან, Actually. სიმღერა მსოფლიო ჰიტად იქცა და სპრინგფილდის კარიერასაც შეუწყო ხელი, რასაც მოჰყვა მისი Reputation - ალბომი, რომელზეც პროდიუსერების სახით Pet Shop Boys მუშაობდა. ამით ჩამოყალიბდა დუეტის სხვა პოპულარულ შემსრულებლებთან თანამშრომლობის ტრადიციაც.

1987 წლის აგვისტოში ჯგუფი გამოვიდა გადაცემაში Love Me Tender, რომელიც ელვის პრესლის გარდაცვალებიდან 10 წლისთავს მიეძღვნა. ლოუმ და ტენანტმა შეასრულეს პრესლის "Baby Let's Play House" და "Always on My Mind". ეს ორი მოგვიანებით სინგლის "Always on My Mind"/"In My House" სახელწოდებით გამოვიდა და შევიდა 1988 წლის ალბომში Introspective. 12" სინგლის ვერსია აშშ-ში მხოლოდ Actually-სთან ერთად გამოიცა. 1987 წლის სექტემბერში Actually-ს გამოსვლას ოქტომბერში სინგლი "Rent" მოჰყვა, რომელმაც ბრიტანეთში #8 პოზიცია დაიკავა. ალბომის უკანასკნელი სიმღერა "King's Cross" თემატურად განიხილავდა ლონდონის მეტროში იმავე წლის ნოემბერში მომხდარ ტრაგედიას. The Sun-ს სურდა სიმღერის საქველმოქმედო სინგლის სახით გამოცემა, რაზეც დუეტისგან უარი მიიღო.

წლის ბოლოს Pet Shop Boys-მა დაიწყო ერთსაათიან ფილმზე მუშაობა. დაგეგმილი იყო მასში Actually-ს თანხმლები ვიდეოების შეტანა. თავდაპირველად დაგეგმილი, როგორც მოკლემეტრაჟიანი, რეჟისორ ჯეკ ბონდთან ერთად გადაღებული ეს ფილმი, It Couldn't Happen Here, სრულმეტრაჟიან ფილმად იქცა, ბარბარა უინძორის, ჯონ ოკლენდისა და გერეთ ჰანტის მონაწილეობით. იგი 1988 წელს გამოვიდა და არაერთგვაროვანი შეფასებები მიიღო. ფილმის კადრები მოხვდა 30 ნოემბერს სინგლის სახით გამოცემული "Always on My Mind"-ის ოფიციალურ ვიდეოში. ბრიტანეთში იგი დუეტის მესამე #1 სინგლი იყო, ისევე, როგორც 1987 წლის შობის #1 სინგლი (მან ჩარტში უკან დატოვა The Pogues-ის "Fairytale of New York"). 2004 წლის ნოემბერში The Daily Telegraph-მა "Always on My Mind" ყველა დროის უდიდესი ქავერებ ვერსიების სიაში #2 პოზიციაზე დაასახელა.[11]

1988 წელი დაიწყო კიდევ ერთი თანამშრომლობით. Pet Shop Boys-მა ავტორების და პროდიუსერის სახით იმუშავა სიმღერაზე "I'm Not Scared", ჯგუფისთვის Eighth Wonder. იგი იქცა უკანასკნელის ყველა დიდ ჰიტ სინგლად. სიმღერის ვრცელი ვერსია შეტანილია Introspective-ში. 1988 წლის მარტში დუეტს ჰქონდა რიგით მეოთხე #1 ბრიტანული სინგლი (დღეისთვის უკანასკნელი), "Heart", რომელიც განსხვავდებოდა ალბომის ვერსიისგან. სინგლის ვერსია მოხვდა კომპილაციებში Discography: The Complete Singles Collection და Ultimate, ხოლო ალბომის ვარიანტი - ორმაგ PopArt: Pet Shop Boys – The Hits-ში. სიმღერის მუსიკალურ ვიდეოში (რეჟ. ჯეკ ბონდი) იენ მაკ-კელენი ასრულებს ვამპირის როლს, რომელიც ნილ ტენანტის პერსონაჟის ცოლს იტაცებს.

Introspective, Results, Behaviour, ტურნე Performance და Discography: 1988–1992[რედაქტირება]

BBC Radio 1-ის 1996 წლის დოკუმენტურ ფილმში About Pet Shop Boys ტენანტმა ახსენა, რომ 1988 წელს დასრულდა მათი „დომინირების ფაზა“. 1988 წლის 12 სექტემბერს გამოვიდა დუეტის ახალი სინგლი "Domino Dancing". აღნიშნულ დოკუმენტურ ფილმში ნილი იხსენებს, თუ როგორი გულგატეხილი იყო, რომ სინგლი ბრიტანეთში #7 პოზიციამდე ავიდა. მან იგრძნო, რომ მნიშვნელოვანი წარმატების პერიოდი დასრულდა, ამიტომ მომავალში იგივე წარმატების შენარჩუნება რთული ამოცანა იყო.

მესამე სტუდიური ალბომი, Introspective, გამოვიდა 1988 წლის 10 ოქტომბერს. სინამდვილეში, ეს იყო მანამდე უცნობი ექვსი მიქსის კოლექცია, რამდენიმე ახალი სიმღერით. შემდეგი იყო ტრევორ ჰორნის პროდიუსერობით ჩაწერილი "Left to My Own Devices" და სტერლინგ ვოიდის სიმღერის "It's Alright" ვერსია. 1989 წელს გაიმართა დუეტის პირველი საკონცერტო ტურნე, რომელმაც მოიცვა ჰონგ-კონგი, იაპონია და ბრიტანეთი. ტურნეს ფარგლებში გამოიყენებოდა თეატრალური ელემენტები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ მათთვის ხელმიუწვდომელი იყო. სანახაობა დადგა დერეკ ჯერმენმა. იგი აგრეთვე იყო რამდენიმე ვიდეო პროექციის ავტორიც.

1990 წლის 24 სექტემბერს გამოვიდა სინგლი "So Hard", რომელიც მოხვდა ბრიტანეთის ჩარტის #4 პოზიციაზე. შემდეგი იყო დუეტის ახალი ალბომი, Behaviour, გამოცემული 22 ოქტომბერს. იგი ჩაიწერეს მიუნხენში, პროდიუსერ ჰაროლდ ფალტერმაიერთან ერთად. ალბომი არ წარმოადგენდა რადიკალურ ცვლილებას დუეტის მუსიკალურ სტილისტიკაში, თუმცა იგი შედარებით მშვიდი იყო. მასში შეტანილია დუეტის მსმენელთა ფავორიტი "Being Boring", ალბომის მერე სინგლი, რომელმაც ბრიტანეთში მხოლოდ #20 ადგილი დაიკავა. დაწერილი ზელდა ფიცჯერალდის ციტატის შთაგონებით, იგი იყო ერთგვარი გამოხმაურება შიდსის ინფექციაზე. ვიდეოს რეჟისორია ბრიუდ უებერი. ამ დროისთვის დუეტი აღარ თანამშრომლობდა მენეჯერ ტომ უოტკინსთან, ჩაანაცვლა რა ჯილ კერინგტონით,[12] რომელიც Polydor-ში მარკეტინგის დირექტორი იყო.

1991 წლის მარტში სინგლზე გამოვიდა დუეტის მიერ ჩაწერილი U2-ს "Where the Streets Have No Name"-ის ქავერ ვერსია, შერწყმული ფრენი ვალის "Can't Take My Eyes Off You"-სთან. სინგლის მეორე მხარეზე წარმოდგენილი იყო Brothers in Rhythm-ის მიერ მომზადებული "How Can You Expect to Be Taken Seriously?"-ს რემიქსი. გამოცემას მოჰყვა დუეტის პირველი მსოფლიო ტურნე, Performance, რომელიც დაიწყო ტოკიოში, 1991 წლის 11 მარტს. ტურნეს ფარგლებში ჯგუფი ეწვია აშშ-ს, კანადას, საფრანგეთს, ბელგიას, გერმანიას, დანიას, შვედეთს, ფინეთს, ჩეხოსლოვაკიას, ავსტრიას, უნგრეთს, იუგოსლავიას, შვეიცარიას, იტალიას, ესპანეთს, ნიდერლანდს, ირლანდიას და გაერთიანებულ სამეფოს. დევიდ ოლდენმა და დევიდ ფილდინგმა, რომლებმაც წარსულში ლონდონის ოპერის სახლის რამდენიმე სასცენო დიზაინზე იმუშავეს, მუშაობდნენ ამ ტურნეს სასცენო გაფორმებაზეც.

1992 წელს დუეტმა შეისვენა, თუმცა მანამდე, 1991 წელს გამოსცა 18 სიმღერისგან შემდგარი კომპილაციური Discography, ყველა წარმატებული სიმღერით და ახალი სიმღერებით "DJ Culture" და "Was It Worth It?". ერთადერთი სიმღერა, რომელიც მათ ამ კომპილაციაში არ შეიტანეს, იყო "How Can You Expect to Be Taken Seriously?", რომელიც ვიდეო კომპილაციაში Videography მოხვდა. "DJ Culture" წარმატებული იყო, თუმცა "Was It Worth It?" იყო ჯგუფის მეორე, რომელიც ბობი ორლანდოსთან თანამშრომლობის პერიოდიდან მოყოლებული საერთოდ არ მოხვედრილა ოცეულში.

ამ პერიოდში ჯგუფი განაგრძობდა სხვა მუსიკოსებთან მუშაობას. მათ ჩაწერეს დასტი სპრინგფილდის "Nothing Has Been Proved" და "In Private", იმუშავეს შემსრულებლის 1990 წლის სოლო ალბომ Reputation-ის პროდიუსერების სახით. როგორც პროდიუსერებმა, მათ აგრეთვე ჩაწერეს ლაიზა მინელის Results, ოთხი წარმატებული სინგლით, რომელთა შორის იყო "Losing My Mind". მისი დემო, "Jealousy" სინგლზე გამოიცა.

ტენანტი მუშაობდა ბერნარდ სამნერის და ჯონი მარის დუეტ Electronic-ის სადებიუტო ალბომზე. მისი პირველი სინგლი "Getting Away with It" დაიწერა ნილის მიერ. იგი გამოიცა 1989 წლის 4 დეკემბერს. ლოუმ 1991 წელს ასევე იმუშავა ამ დუეტთან და სიმღერისთვის "The Patience of a Saint" აკორდების თანმიმდევრობა ჩაწერა. 1992 წელს ტენანტმა იმღერა პროექტის სიმღერაში "Disappointed". მოგვიანებით სკანდალურმა The KLF-მა ჩაწერა "So Hard"-ის საკუთარი ვერსია. მისი პოპულარობის გამო ტენანტმა ხელმეორედ ჩაწერა ვოკალი სიმღერის ახალი ვერსიისთვის.

1991 წელს დუეტმა დააარსა ლეიბლი Spaghetti Records. ამ ლეიბლზე გამოცემული ყველაზე წარმატებული ჩანაწერი იყო 1992 წლის ფილმ „სასტიკი თამაშის“ საუნდტრეკი, ბოი ჯორჯის მიერ შესრულებული "The Crying Game"-ით. ლეიბლთან აგრეთვე თანამშრომლობდნენ დევიდ ჩიჩერო, The Ignorants, და მასტერბოი.

1992 წელს დუეტი South Bank Show-ს დოკუმენტურ ფილმში მოხვდა. მასში შეტანილი იქნა ინტერვიუები ნილთან და კრისთან, ისევე, როგორც სხვა პიროვნებებთან - ლაიზა მინელისთან, ერიკ უოტსონთან (ოპერატორთან), დევიდ ოლდენთან და დევიდ ფილდინგთან.

Very, Disco 2, ტურნე Discovery და Alternative: 1993–1995[რედაქტირება]

1993 წლის ივნისში Pet Shop Boys-მა განაახლა იმიჯი და ბრიტანეთის ჩარტებში დაბრუნდა სინგლით "Can You Forgive Her?", რომლის სათაური აღებული იქნა ენტონი ტროლოპის ამავე სახელწოდების რომანიდან. სინგლი ბრიტანეთში #7 იყო, ხოლო მის ცნობილ, კომპიუტერული გრაფიკით შექმნილ ვიდეოში დუეტის წევრებს ეცვათ ნარინჯისფერი კოსტიუმები და თავზე ეხურათ კონუსების ფორმის ქუდები. იგივე სტილისტიკა აღებული იქნა შემდეგი სინგლის, Village People-ის "Go West"-ის (ბრიტანეთში - #2) ქავერ ვერსიის ვიდეოში, რომელიც საბჭოთა კავშირის სიმბოლოებით იყო შთაგონებული. საფეხბურთო კლუბმა „არსენალმა“ სიმღერა საკუთარ ჰიმნად აქცია.

დუეტის მეხუთე სტუდიური ალბომი Very გამოვიდა 27 სექტემბერს. დღეისთვის იგი არის Pet Shop Boys-ის ერთადერთი სტუდიური ალბომი, რომელიც ბრიტანეთის ჩარტში #1 პოზიციაზე მოხვდა. მისი სხვა სინგლები იყო "I Wouldn't Normally Do This Kind of Thing", "Liberation" და "Yesterday, When I Was Mad", რომელთა მუსიკალური ვიდეოები კვლავ კომპიუტერული გრაფიკით იყო შემუშავებული. ყველა ვიდეოს რეჟისორია ჰოვარდ გრინჰოლი, რომელიც Pet Shop Boys-თან შემდეგ ათწლეულშიც თანამშრომლობდა. Very-ს შეზღუდული გამოცემა Relentless შეიცავდა დისკს დამატებითი, განწყობით უფრო ბნელი სიმღერებით.

1994 წელს Blur-ის "Girls & Boys"-ის რემიქსი, ჩაწერილი ჯგუფის მიერ, საკლუბო ჰიტად იქცა. ამას მოჰყვა დუეტის მიერ სხვა შემსრულებლების სიმღერების რემიქსებიც. 1994 წელს Pet Shop Boys-მა Comic Relief-ისთვის გამოსცა საქველმოქმედო სინგლი "Absolutely Fabulous", სემპლებით ბრიტანული გადაცემიდან Absolutely Fabulous. 12 სექტემბერს გამოვიდა დუეტის მეორე რემიქს ალბომი Disco 2, Very-ს და Behaviour-ის სიმღერების რემიქსებით. ოქტომბერში დაიწყო დუეტის ტურნე Discovery. მის ფარგლებში Pet Shop Boys მოხვდა რამდენიმე ქვეყანაში, რომელშიც მანამდე ნამყოფი არ იყო - სინგაპურში, ავსტრალიაში, პუერტო-რიკოში, მექსიკაში, კოლუმბიაში, ჩილეში, არგენტინასა და ბრაზილიაში. 1986 წელს გამოვიდა "Paninaro"-ს, "Suburbia"-ს B-მხარის რემიქსი, სინგლზე "Paninaro '95" და კომპილაციაში Alternative. იგი ეფუძნება ტურნეს Discovery ფარგლებში დუეტის მიერ შესრულებულ ვერსიას.

Bilingual, Nightlife და მიუზიკლი Closer to Heaven: 1996–2001[რედაქტირება]

გამოსვლა ტურკუში, ფინეთი, 1997

დუეტის მიერ ჩაწერილი დევიდ ბოუის "Hallo Spaceboy"-ს (რომლის თანაავტორია ბრაიან ინოუ) რემიქსი ბრიტანეთში გამოვიდა 1996 წლის 19 თებერვალს.[13] Pet Shop Boys-მა ბოუისთან ერთად სიმღერა Brit-ის 1996 წლის დაჯილდოებაზე შეასრულა, ისევე, როგორც Top of the Pops-ში.[14][15]

აპრილში დუეტმა გამოსცა სინგლი "Before", რომელიც ბრიტანეთის ჩარტებში #7 პოზიციაზე მოხვდა. იმავე თვეში გამოვიდა ტინა ტერნერის ალბომი Wildest Dreams, Pet Shop Boys-ის მიერ დაწერილი "Confidential"-ით. აგვისტოში გამოვიდა დუეტის შემდეგი სინგლი "Se a vida é (That's the Way Life Is)", ლათინური მუსიკის შთაგონებით, დოლების ხმით, რომელიც აიღეს Olodum-ის კომპოზიციიდან "Estrada da paixão". სექტემბერში გამოვიდა მეექვსე სტუდიური ალბომი Bilingual. დეკემბერში ნილი ჯგუფ Suede-თან ერთად გამოვიდა და შეასრულა უკანასკნელის სიმღერა "Saturday Night" და Pet Shop Boys-ის "Rent". ორივე მოხვდა Suede-ის სინგლში "Filmstar", 1997 წლის ივლისში.

1997 წლის ზაფხული დაიწყო დუეტის კონცერტების სერიით, რომელიც ლონდონში, სევოის თეატრში გაიმართა. მას Somewhere ერქვა. კონცერტების დროს წარდგენილი იყო ახალი სიმღერა - მიუზიკლის „ვესტ-საიდის ამბავი“ ერთ-ერთი ნომრის, "Somewhere"-ის ქავერ ვერსია. კონცერტების დროს გამოიყენებოდა პროექციები, რომლებიც შექმნა მხატვარმა სემ ტეილორ-ვუდმა. 1998 წელს დუეტმა ვუდთან ერთად ჩაწერა სერჟ გენსბურის "Je t'aime... moi non plus"-ის ვერსია, ხოლო 2003 წელს - დონა სამერის "Love to Love You Baby".

1998 წლის განმავლობაში დუეტი ძირითადად კონცერტებს მართავდა და სხვადასხვა ჩანაწერზე მუშაობდა. მათ შორის იყო ნოელ კოვარდის სიმღერების ვერსიების საქველმოქმედო ალბომი, Twentieth Century Blues, რომელშიც დუეტის მიერ შესრულებული "Sail Away" მოხვდა. ტენანტი აგრეთვე მუშაობდა რობი უილიამსთან, სიმღერაზე "No Regrets" (იგი მასში ბექ-ვოკალსაც ასრულებს) და ელტონ ჯონთან ბექ-ვოკალი შეასრულა. Pet Shop Boys-მა ამ წელს მენეჯერი კვლავ შეიცვალა - ამჯერად ეს ადგილი დაიკავა მიჩ კლარკმა. [16]

ამ პერიოდში Pet Shop Boys თანამშრომლობდა დრამატურგ ჯონათან ჰარვისთან. ისინი მუშაობდნენ მიუზიკლზე, რომელშიც დუეტის სიმღერები უნდა შესულიყო. მათი ნაწილი მოხვდა Pet Shop Boys-ის მეშვიდე სტუდიურ ალბომში Nightlife, რომელშიც წარმოდგენილია 20-ეულის ჰიტები "I Don't Know What You Want But I Can't Give It Any More" და "New York City Boy", აგრეთვე საუკეთესო 10-ეულის ჰიტები "You Only Tell Me You Love Me When You're Drunk", "Closer to Heaven" და დუეტი კაილი მინოუგთან "In Denial". მინოუგი ამ სიმღერას მოგვიანებით ასრულებდა 2005 წლის ტურნეს Showgirl ფარგლებში. თუმცა, დუეტმა 1994 წელს მასთან უკვე ითანამშრომლა, ალბომის Kylie Minogue მომზადებისას, სიმღერის "Falling" ჩაწერისას. უკანასკნელი იყო "Go West"-ის განსხვავებული ვერსია, შეცვლილი ტექსტით. თუმცა, არც მინოუგს, არც მის ლეიბლს Pet Shop Boys-ის დემო არ მოეწონათ, ამიტომ სიმღერაზე იმუშავა საპროდიუსერო გუნდმა Farley & Heller-მა.

1999 წლის ბოლოს დაწყებული დუეტის ტურნე 2000 წელს გაგრძელდა, ზაჰა ჰადიდის სასცენო დიზაინით. მის ფარგლებში ჯგუფი ეწვია აშშ-ს, კანადას, იაპონიას, ევროპას და გაერთიანებულ სამეფოს. 2000 წლის ზაფხულში Pet Shop Boys-მა ევროპაში კონცერტების სერია გამართა, მათ შორის, გლესტონბერის ფესტივალის ძირითად სცენაზე. 2000 წელს მათ მიიღეს აივორ ნოველოს მესამე ჯილდო, მუსიკაში შეტანილი წვლილისთვის. იმავე წელს Pet Shop Boys განაგრძობდა მიუზიკლის მომზადებას. მაისში ისინი საბოლოოდ შეუდგნენ სიუჟეტის და სიმღერების მომზადებას.

მიუზიკლი Closer to Heaven 2001 წელს ლონდონში იქნა წარდგენილი, ენდრიუ ლოიდ უებერის Really Useful Group-ის ფინანსური მხარდაჭერით. მიმოხილვები არაერთგვაროვანი იყო და მიუხედავად იმისა, რომ სეანსების რაოდენობა გაიზარდა, დადგმა უფრო ადრე დაიხურა, ძირითადად გაყიდული ბილეთების მცირე რაოდენობის გამო. ტენანტი აპირებდა მიუზიკლის სხვა ქვეყნებშიც ჩვენებას. 2005 წელს ავსტრალიაში გაიმართა რამდენიმე წარმოდგენა, თუმცა, დუეტის კურირებისგან დამოუკიდებლად.

Release, Disco 3, PopArt, Live 8, Back to Mine და Battleship Potemkin: 2002–2005[რედაქტირება]

Closer to Heaven-ის შემდეგ Pet Shop Boys დაუბრუბდა სტუდიას და დაიწყო მუშაობა მერვე ალბომზე. სხვადასხვა ჟანრთან ექსპერიმენტის შემდეგ მათ დაიწყეს მინიმალისტური აკუსტიკური სიმღერების შექმნა, რაც კონტრასტში იყო მიუზიკლის საცეკვაო განწყობასთან. 2002 წელს გამოვიდა Release, ჩაწერილი თავად ჯგუფის პროდიუსერობით, რამდენიმე სიმღერი ჯონი მარის გიტარით. ალბომის პირველი სინგლი "Home and Dry" გამოვიდა ვოლფგანგ ტილმანსის მიერ გადაღებული ვიდეოს თანხლებით. მეორე, "I Get Along" გამოვიდა ჯგუფის ტურნეს დაწყებამდე (ვიდეოს რეჟისორია ბრიუს უებერი). თავად ტურნეს კონცერტებში მონაწილეობდნენ გიტარისტები ბიკ ჰეიზი და მარკ რიფოი, პერკუსიონისტი დოუნ ადამსი და პიტ გლიდოლი (მუსიკის პროგრამირება).

ტურნეს ფარგლებში დუეტმა იმოგზაურა ბრიტანეთის უნივერსიტეტებში, შემდეგ კი - აშშ-ში, კანადაში, ესპანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, ბელგიაში, ნიდერლანდში, დანიაში და შვედეთში, რასაც მოჰყვა დაბრუნება ბრიტანეთში, კონცერტები შვეიცარიასა და იაპონიაში, სინგაპურში, ჰონგ-კონგში და ბოლოს, პირველად დუეტის ისტორიაში - ტაილანდში. მესამე სინგლი, "London" გამოვიდა გერმანული ლეიბლის თხოვნით. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთში მისი გამოცემა არ იგეგმებოდა, მარტინ პარმა მისი ვიდეო გადაიღო, ხოლო პრომო სინგლი რამდენიმე რადიო სადგურს გაუგზავნეს. Radio 1-ზე ჯონ პილის გადაცემაში გამოსვლის შემდეგ Pet Shop Boys-მა 2003 წლის თებერვალში გამოსცა Disco 3. იგი მიჰყვება დუეტის Disco-ს სერიის ტრადიციას, თუმცა, ამჯერად, რემიქსების გარდა, მასში ახალი სიმღერებიც შეიტანეს.

2003 წელს Pet Shop Boys-მა ჩამოაყალიბა ორი ახალი ლეიბლი, Olde English Vinyl და Lucky Kunst, ხოლო Spaghetti Records დაიხურა. Olde English Vinyl-ზე გამოცემული პირველი სინგლი იყო Atomizer-ის "Hooked on Radiation", შემდეგ კი - პიტერ ბერნსის "Jack and Jill Party" (2004). სხვა გამოცემებს შორის იყო იოკო ონოს "Walking on Thin Ice" (2003) და რამშტაინის "Mein Teil" (2004). ცვლილება მოხდა დუეტის მენეჯმენტშიც - კლარკს ჩაენაცვლა დევიდ დორელი.[17] 2003 წლის ნოემბერში Pet Shop Boys-მა გამოუშვა PopArt: Pet Shop Boys – The Hits, ორმაგი კომპილაცია ორი ახალი სინგლით "Miracles" და "Flamboyant". მიუხედავად იმისა, რომ სიმღერები არ იყო არანჟირებული ქრონოლოგიურად გამოცემის მიხედვით, ისინი ორ დისკად დაიყო - Pop და Art (უკანასკნელი პირველ დისკთან შედარებით უფრო ექსპერიმენტული მასალით გამოირჩევა).

2004 წლის სექტემბერში Pet Shop Boys გამოვიდა უფასო კონცერტით ტრაფალგარის მოედანზე, ლონდონში, სადაც დრეზდენის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად 1925 წლის მუნჯი ფილმ „ჯავშნოსანი პოტიომკინიისთვის“ დაწერილი ახალი საუნდტრეკი შეასრულა. ალბომი ამ მუსიკით გამოვიდა 2005 წლის 5 სექტემბერს. 2004 წლის ნოემბერში Pet Shop Boys გამოვიდა ტრევორ ჰორნის შემოქმედებით საღამოზე Produced by Trevor Horn (სხვა მუსიკოსებს შორის იყვნენ გრეის ჯოუნსი, ABC, სილი, Yes და Frankie Goes to Hollywood). 2005 წელს დუეტი გამოვიდა მოსკოვის წითელ მოედანზე, Live 8-ის ფარგლებში. იმავე წელს მათ მიერ შედგენილი Back to Mine-ის სერიის კომპილაცია გამოვიდა.

Fundamental, ტურნე, Disco 4, Catalogue, Concrete და Cubism: 2006–2008[რედაქტირება]

დუეტის გამოსვლა 2007 წელს

2006 წლის დასაწყისში Pet Shop Boys-მა ჩაწერა მადონას "Sorry"-ს რემიქსი. სინგლი, გამოცემული თებერვალში, მოხვდა ბრიტანეთის ჩარტის პირველ პოზიციაზე. Pet Shop Boys-ში ჟღერდა ტენანტის მიერ დამატებული ვოკალი. მადონა ტურნეს Confessions Tour ფარგლებში, 2006 წელს, იყენებდა დუეტის ვერსიას. აპრილში Pet Shop Boys-მა გამოსცა სინგლი, რომელიც მოხვდა ბრიტანეთის ჩარტის #8 პოზიციაზე - "I'm with Stupid", რომელიც მიეძღვნა ჯორჯ ბუშის და ტონი ბლერის ურთიერთობებს. მის პრომო ვიდეოში ტენანტს და ლოუს, "Go West"-ის და "Can You Forgive Her?"-ის იმიჯით განასახიერებენ მეტ ლუკასი და დევიდ უოლიამსი. მეცხრე სტუდიური ალბომი Fundamental გამოვიდა მაისში და ბრიტანეთის ჩარტში #5 იყო. მისი პროდიუსერი იყო ტრევორ ჰორნი. ალბომი აგრეთვე გამოვიდა რემიქს-დისკის Fundamentalism თანხლებით. უკანასკნელში მოხვდა დუეტი ელტონ ჯონთან, "In Private" და "Fugitive", ჩაწერილი პროდიუსერ Richard X-თან.

Fundamental-ის გამოსვლის შემდეგ Channel 4-ზე აგრეთვე გამოვიდა დოკუმენტური ფილმი Pet Shop Boys – A Life in Pop, გადაღებული ჯორჯ სკოტისა და ნიკ დე გრუნვალდის მიერ. ეთერში გავიდა ვერსია ერთ საათზე მეტი ხანგრძლივობით. 140 წუთიანი ვერსია გამოვიდა DVD-ზე 2006 წელს. გადაცემაში მონაწილეობდნენ რობი უილიამსი, ბრენდონ ფლაუერსი, ტიმ რაის-ოქსლი, ჯეიკ შირსი და ბრიუს უებერი. DVD-ზე აგრეთვე მოხვდა პრომო ვიდეოები, გადაღებული PopArt-ის შემდეგ, თუმცა "Flamboyant" შეტანილია მხოლოდ მის ადრეულ ტირაჟში.

ალბომის მეორე სინგლი იყო ბრიტანეთის საუკეთესო 20-ეულში მოხვედრილი "Minimal". მისი ოფიციალური ვიდეო გადაღებულია პარიზში, დენ კამერონის მიერ. ალბომს 2006 წლის ივნისში მოჰყვა საკონცერტო ტურნე. მისი დიზაინერი და რეჟისორი იყო ეს დევლინი, ხოლო ქორეოგრაფი - ჰაკიმ ონიბუდო. 15 ივნისიდან 10 სექტემბრამდე დუეტმა ევროპაში კონცერტების სერია გამართა, ძირითადად ფესტივალებსა და სხვადასხვა დარბაზში. მათ შორის იყო ლონდონის ტაუერიც (28 და 29 ივნისი) და კონცერტი თეტფორდის ტყეში. გარდა ამისა, გერმანიასა და ესპანეთში შესრულდა Battleship Potemkin. 2006 წლის 1 მაისს იგი აგრეთვე დაუკრეს ნიუკასლ-აპონ-ტაინში, ორკესტრთან ერთად.

2006 წლის 3 ოქტომბერს აშშ-ში, ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ გამოვიდა PopArt. იმავე წელს დუეტმა იმუშავა რობი უილიამსთან, უკანასკნელის ალბომზე Rudebox, რომელშიც შევიდა მათ მიერ დაწერილი ორი სიმღერის ქავერ ვერსია - "We're the Pet Shop Boys" და "She's Madonna". 10 ოქტომბერს დაიწყო დუეტის საკონცერტო ტურნე, რომელიც 16 ნოემბერს დასრულდა. DVD ამ ტურნეს ფარგლებში მექსიკაში გამართული კონცერტით 2007 წლის 27 მაისს გამოვიდა, სახელწოდებით Cubism. მისი რეჟისორია დევიდ ბერნარდი.[18]

16 ოქტომბერს Thames & Hudson-მა გამოსცა Catalogue, 336 გვერდიანი წიგნი, რომელშიც მიმოხილულია დუეტის ვიზუალური შემოქმედება - ფოტოგრაფია, ალბომის გარეკანების დიზაინი, მუსიკალური ვიდეოები, ტურნეები, წიგნები და ფანების ჟურნალები. Pet Shop Boys-მა წიგნის გამოცემის მხარდასაჭერად ლოს-ანჯელესში, ლონდონში, ნიუ-იორკსა და ბერლინში გამართა ავტოგრაფების სესია. გარდა ამისა, ლონდონში, პორტრეტების ეროვნულ გალერეაში 2006 წლის 30 ოქტომბრიდან 2007 წლის 28 თებერვლამდე გაიმართა ჯგუფისადმი მიძღვნილი გამოფენა. 16 ოქტომბერს გამოვიდა Fundamental-ის მესამე სინგლი "Numb", დაწერილი დაიენ უორენის მიერ. იგი იქცა დუეტის მეორე სინგლად, რომელიც ბრიტანეთის ოცეულში არ მოხვედრილა.

2006 წლის 23 ოქტომბერს გამოვიდა ცოცხალი ალბომი Concrete. მასში შეტანილია Mermaid Theatre-ში, BBC-ის საკონცერტო ორკესტრის მონაწილეობით ჩაწერილი კონცერტი. ღონისძიების მუსიკალური რეჟისორი იყო ტრევორ ჰორნი. მოწვეული შემსრულებლების სახით კონცერტზე გამოვიდნენ რუფუს უეინრაიტი, ფრენსის ბარბერი და რობი უილიამსი]. 90 წუთიანი ჩანაწერი ეთერში გავიდა BBC-ის 6 Music-ში, 2006 წლის 28 აგვისტოს. 7 დეკემბერს Pet Shop Boys ნომინირებული იქნა გრემის ორ ჯილდოზ - საუკეთესო საცეკვაო ჩანაწერის ("I'm with Stupid") და საუკეთესო ელექტრონული/საცეკვაო ალბომის (Fundamental) კატეგორიებში.

2006 წლის უკანასკნელ თვეებში და 2007 წლის დასაწყისში ტენანტი ბერლინში აღმასრულებელი პროდიუსერის სახით რუფუს უეინრაიტის ალბომ Release the Stars-ზე მუშაობდა. რამდენიმე სიმღერაში მან ბექ-ვოკალიც შეასრულა - მაგალითად, "Do I Disappoint You"-ში და "Tiergarten"-ში. 2007 წლის თებერვალში გამოვიდა Pet Shop Boys-ის მიერ ჩაწერილი The Killers-ის "Read My Mind"-ის „Stars Are Blazing“ რემიქსი.

დუეტის მსოფლიო ტურნე, განსხვავებული სასცენო გაფორმებით, გაგრძელდა 2007 წლის 14 მარტს, რიო-დე-ჟანეიროში. შემდეგ იყო კონცერტები არგენტინაში, ჩილეში, ახალ ზელანდიაში, ავსტრალიაში, ნორვეგიაში, ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, ნიდერლანდში, დიდ ბრიტანეთში, დანიაში, ირლანდიაში, შვედეთში, იტალიაში, ესპანეთში, ბელგიასა და სინგაპურში. 30 ივნისს ჯგუფმა გამოვიდა თამაშში Second Life, ვირტუალურ ფესტივალზე Secondfest.[19]

2007 წლის 8 ოქტომბერს დუეტმა გამოსცა Disco 4, რემიქს ალბომების სერიაში Disco დღეისთვის ბოლო დისკი. განსხვავებით წინა გამოცემებისგან, მასში შეტანილია როგორც რემიქსები, ასევე სხვა შემსრულებლებისთვის მომზადებული სიმღერები. მათ შორის არიან The Killers, დევიდ ბოუი, იოკო ონო, მადონა, Atomizer და რამშტაინი. Pet Shop Boys-ის შემოქმედებიდან შეტანილია მხოლოდ ორი სიმღერა, "Integral" და "I'm with Stupid". ტურნე Fundamental დასრულდა ბუქარესტში, 2007 წლის ნოემბერში.

2008 წლის ოქტომბერში გამოვიდა დუეტის სინგლი "I'm in Love with a German Film Star", ჩაწერილი ბრიტანული ფოტოგრაფ სემ ტეილორ-ვუდის მონაწილეობით.[20] იგი მომზადდა ლონდონში უკანასკნელის გამოფენებითვის და გერმანიაში, 7" და 12" სინგლზე გამოიცა ლეიბლ Kompakt-ის მიერ. სიმღერის რემიქსები ჩაიწერა გი ბორატოს, იურგენ პააპესა და მარკ რიდერის მიერ.[21][22][23]

Yes, ტურნე Pandemonium, Ultimate და ბალეტი: 2009–2011[რედაქტირება]

Pet Shop Boys-მა ახალი ალბომი 2008 წლის ბოლოს დაასრულა. იგი ჩაიწერა პროდიუსერ Xenomania-სთან და ბრიტანეთში 2009 წლის 23 მარტს, სათაურით Yes გამოვიდა. ჩანაწერი წარმატებული იყო და ათწლეულზე მეტი პერიოდის განმავლობაში ჯგუფისთვის ჩარტში ყველაზე წარმატებული დისკი აღმოჩნდა, #4 პოზიციით. დუეტმა ჯგუფ Girls Aloud-ის ალბომ Out of Control-ზე იმუშავა, სიმღერაზე "The Loving Kind", რომელიც 2009 წლის 12 იანვარს სინგლზე გამოვიდა და საუკეთესო 10-ეულში მოხვდა.[24]

2009 წლის თებერვალში Brit-ის დაჯილდოებაზე Pet Shop Boys-მა მიიღო ბრიტანეთის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, ბრიტანეთის მუსიკაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის. ღონისძიებაზე ცოცხალი გამოსვლისას დუეტთან ერთად მღეროდნენ ლედი გაგა და ბრენდონ ფლაუერსი (The Killers). მოგვიანებით კომპილაცია PopArt ავიდა ბრიტანეთის ჩარტის #18 პოზიციაზე.

2009 წლის 22 მარტს გამოვიდა ალბომ Yes-ის პირველი სინგლი, "Love etc.", რომელიც ბრიტანეთში #14 ადგილზე მოხვდა. ალბომი 29 მარტს #4 პოზიციაზე იმყოფებოდა. მოგვიანებით გამოვიდა სინგლები "Did You See Me Coming?" და "Beautiful People" (უკანასკნელი - მხოლოდ გერმანიაში). სინგლები "Love etc" და "Did You See Me Coming?" აშშ-ის საცეკვაო ჩარტის პირველ პოზიციებზე მოხვდა. ამრიგად, ეს დუეტისთვის იყო აშშ-ის ჩარტების ათეულებში მეცხრე და მეათე მოხვედრა. 2009 წელს აგრეთვე შეიქმნა დუეტის ახალი საიტი. დიზაინში, რომელიც ლონდონურმა Airside-მა შეიმუშავა, გამოიყენებოდა წინა საიტის ელემენტები. მათ შორის იყო Pet Texts, განყოფილება, რომელშიც ავტომატურად ქვეყნდება კრისისა და ნილის ტელეფონებიდან გაგზავნილი გზავნილები. ამ სისტემის კვლავ გამოყენებამდე დუეტი დროებით იყენებდა Twitter-ს.

2009 წლის 10 ივნისს სანქტ-პეტერბურგში დაიწყო Pandemonium Tour, რომელიც დასრულდა 2009 წლის 21 ივლისს, თელ-ავივში. მეორე ეტაპი დაიწყო კანდაში, 29 აგვისტოს. ტურნეს ფარგლებში სრულდებოდა სიმღერები წინა ალბომებიდან, მათ შორის ისეთი მასალაც, რომელიც მანამდე ცოცხლად არასოდეს შეუსრულებიათ - "Two Divided by Zero", "Why Don't We Live Together?" და b-მხარე "Do I Have To?". 2009 წლის 4 ნოემბერს ბრაზილიაში ტურნეს დაწყებისას გამოვიდა კომპილაცია Party, რომელშიც მოხვდა გლობოს სერიალებში გაჟღერებული "Being boring", "Domino dancing", "West End Girls" და "King of Rome". 14 დეკემბერს გამოვიდა Christmas, EP ქავერ-ვერსიებით, რემიქსებით და ახალი მასალით. 20 დეკემბერს იგი ჩარტის #40 ადგილზე იმყოფებოდა.

Pet Shop Boys, 2010

2010 წლის 15 თებერვალს გამოვიდა დუეტის ორმაგი ალბომი/DVD Pandemonium, ლონდონში, 2009 წლის 21 დეკემბერს გამართული კონცერტის ჩანაწერით. იგი ალბომების ჩარტში #29 პოზიციაზე მოხვდა, ხოლო Amazon-ის ბრიტანულ და აშშ ვერსიებში, ელექტრონული მუსიკის კატეგორიაში გაყიდვების მხრივ #1 ადგილი ეკავა. 2010 წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ დუეტი დაუბრუნდა სტუდიას. 2010 წლის აპრილში, გრამფირფიტების მაღაზიების დღის აღსანიშნავად, მან გამოსცა Release-ის სესიების დროს მომზადებული "Love life"-ის ვერსია (სიმღერა მათ Alcazar-ს აჩუქეს). მის b-მხარეზე მოხვდა "A Powerful Friend", რომელიც დუეტმა 1980-იანების დასაწყისში დაწერა და 2002 წელს, Disco 3-ის შედგენისას ხელმეორედ მოამზადა.

2010 წლის ივნისში Pet Shop Boys გლესტონბერის ფესტივალზე გამოვიდა. პრესამ აღნიშნა, რომ ეს იყო „გლესტონბერის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბლავი გამოსვლა.“[25] 2010 წლის 1 ნოემბერს გამოვიდა დუეტის კომპილაცია Ultimate,[26] ერთდისკიანი გამოცემა საუკეთესო ჰიტებით. გარდა ამისა გამოვიდა ახალი სინგლი "Together".[27]

2010 წლის 15 ნოემბერს დაიწყო ბილეთების გაყიდვა Pet Shop Boys-ის მეორე თეატრალურ ექსპერიმენტზე, ბალეტზე „ყველაზე არაჩვეულებრივი“, რომელიც არის ჰანს ქრისტიან ანდერსენის ამავე სახელწოდების ზღაპრების ადაპტაცია. პრემიერა გაიმართა 2011 წლის 17 მარტს.[28] ზღაპარი ადაპტირებული იქნა მეთიუ დანსტერის მიერ, ხავიერ დე ფრუტოსის ქორეოგრაფიით. ორკესტრირებაზე მუშაობდა გერმანელი კომპოზიტორი სვენ ჰელბიგი, რომელიც 2005 წელს Pet Shop Boys-თან Battleship Potemkin-ის მომზადებისას თანამშრომლობდა. 2011 წლის 4 აპრილს ცნობილი გახდა, რომ Pet Shop Boys Take That-ის ტურნეს Progress Live ფარგლებში მხარდამჭერი შემსრულებლის სახით გამოვიდოდა. აგრეთვე ითქვა, რომ დუეტი ახალ სიმღერებზე მუშაობდა.[29][30]

Format, Elysium, Electric, Parlophone-ის დატოვება, A Man from the Future: 2011–დღემდე[რედაქტირება]

2011 წლის 28 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ჯგუფმა შემდეგი სტუდიური ალბომისთვის 16 სიმღერა დაწერა, რომელთა ჩაწერას 2011 წლის ნოემბერში დაიწყებმა, 2012 წლის შემოდგომაზე გამოსაცემად.[31][32][33] 2012 წლის 6 თებერვალს, როგორც გაგრძელება Alternative-ისა, გამოვიდა Format, დუეტის 1996-2009 წლების b-მხარეებით. იგი ბრიტანეთის ჩარტში გამოსვლისთანავე 26-ე პოზიციაზე მოხვდა.[33]

2011 წლის 21 ნოემბერს ჯგუფს და ხავიერ დე ფრუტოსს The Most Incredible Thing-ისთვის[34][35][36] Evening Standard-ის ჯილდო გადაეცა (რომელიც სემ ტეილორ-ვუდმა წარადგინა).

2012 წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ ჯგუფმა დაიწყო ალბომის ლოს-ანჯელესში, პროდიუსერ ენდრიუ დოუსონის მონაწილეობით ჩაწერა. 2012 წლის 9 ივნისს გამოვიდა ლოს-ანჯელესელი ბრაიან ბრესის მიერ შექმნილი "Invisible"-ის პრომო ფილმი. 11 ივნისს ცნობილი გახდა ალბომის სახელწოდება - Elysium. 25 ივნისს ცნობილი გახდა, რომ "Winner" იქნებოდა ალბომის პირველი სინგლი. მისი პრემიერა გაიმართა კენ ბრიუსის შოუში, BBC Radio 2-ზე, 2012 წლის 2 ივლისს.

2012 წლის ივნისში Pet Shop Boys-მა უიმბლდონის ტურნირის წინ შეასრულდა "Always On My Mind", "What Have I Done to Deserve This?" და "Winner".[37] 28 ივნისს ცნობილი გახდა Elysium-ის სიმღერების სია.[38][39] იგი ბრიტანეთში გამოვიდა 10 სექტემბერს, მოგვიანებით კი - სხვა ქვეყნებში.[40] 3-8 აგვისტოს "Winner" აშშ-სა და ევროპაში EP-ის სახით გამოიცა.[41][42][43] 12 აგვისტოს 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაზე დუეტმა "West End Girls" შეასრულა.

"Leaving" იყო ალბომის მეორე სინგლი, გამოცემული 15 ოქტომბერს. მესამე, "Memory of the Future", გამოვიდა 2012 წლის დეკემბერში, b-მხარით "Listening", რომელიც დუეტმა მორტენ ჰარკეტისთვის დაწერა. სიმღერის რემიქსი (ტენანტის ბექ-ვოკალით) შევიდა მომღერლის 2012 წლის ალბომში Out of my hands. დეკემბერში Pet Shop Boys გამოვიდა უფასო კონცერტით BBC-ის MediaCityUK-ში, BBC-ის ფილარმონიული ორკესტრის და მანჩესტერის კამერული გუნდის თანხლებით. შესრულებულ სიმღერებს შორის იყო "Miracles" და "The Survivors", რომლებიც ჯგუფს მანამდე კონცერტებზე არასოდეს დაუკრავს. აგრეთვე შესრულდა "He Dreamed of Machines", რომელიც ჯგუფმა შექმნა ალან ტიურინგისადმი მიძღვნილი პროექტის ფარგლებში.

2013 წლის 14 მარტს დუეტმა 28 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ ოფიციალურად დატოვა Parlophone და კონტრაქტი Kobalt Label Services-თან გააფორმა.[44] კომპანიის მეშვეობით და საკუთარი ლეიბლით x2 Pet Shop Boys გეგმავდა ახალი ალბომის გამოცემას. ტენანტმა ოფიციალურ განცხადებაში განმარტა:

მადლობელი ვართ ყველასი, ვისთანაც Parlophone-ში ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში უკანასკნელი 28 წლის განმავლობაში ვიმუშავეთ. 1985 წელს ლეიბლთან კონტრაქტის გაფორმებისას ვერც წარმოვიდგენდით, თუ რამდენად ხანგრძლივი და წარმატებული ურთიერთობა გვექნებოდა. თუმცა, ასევე სასიამოვნოა ახალი ეტაპის დაწყება ახალ გუნდთან, ახალ ბიზნეს-სტრუქტურაში, ამიტომ Kobalt-თან შემოქმედებითი ურთიერთობის მოლოდინში ვართ.[45]

მეთორმეტე ალბომი, Electric გამოვიდა 2013 წლის 12 ივლისს. გამოსვლიდან პირველი კვირის განმავლობაში იგი იყო ბრიტანეთის დამოუკიდებელი მაღაზიების ყველაზე გაყიდვადი დისკი და მოხვდა მაღაზიების ოფიციალური ჩარტის #1 პოზიციაზე.[46] ალბომი პროდიუსერ სტიუარტ პრაისის თანაშემწეობით ჩაიწერა და დაემთხვა მსოფლიო ტურნეს Electric დაწყებას. მის ფარგლებში დუეტი ეწვია ჩილეს, არგენტინას, პარაგვაის, ბრაზილიას, კოლუმბიას, აზიას, ისრაელს, თურქეთს, ევროპას და ჩრდილოეთ ამერიკას.[47][48][49]

2014 წლის 23 ივლისს A Man from the Future, დუეტის ახალი ნამუშევარი, წარდგენილი იქნა BBC Proms-ზე.[50] შესრულებული BBC-ის გუნდი, ორკესტრისა და Pet Shop Boys-ის მიერ, იგი ეძღვნება ალან ტიურინგს და შექმნილია სვენ ჰელბიგის ორკესტრირებით. [51] კრისი ჰაინდის მიერ ამ კონცერტზე შესრულდა Overture to Performance, 1991 წლის ტურნეს Performance ფარგლებში წარდგენილი დუეტის სიმღერების პოპური, არანჟირებული ანჯელო ბადალამენტის მიერ. მასში შეტანილია სიმღერები "Vocal", "Love is a Catastrophe", "Later Tonight" და "Rent". 6 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ დუეტი ნოემბერში მეცამეტე სტუდიურ ალბომზე მუშაობას იწყებდა.[52]

სტილი და იმიჯი[რედაქტირება]

კომერციული იმიჯის მხრივ დუეტი ყოველთვის რადიკალური იყო. ადრეულ პერიოდში Pet Shop Boys ცნობილი იყო სხვადასხვა ფაქტორის უარყოფით. 1986 წელს ლოუმ Entertainment Tonight-თან ინტერვიუში განაცხადა:[53]

ვიკიციტატა
„არ მიყვარს ქანთრი და ვესტერნი, არ მიყვარს როკ-მუსიკა, როკაბილი ან როკ-ენ-როლი. თუმცა, რაც მიყვარს, მთელი გულით მიყვარს.“

მოგვიანებით ეს ციტატა გამოიყენეს სემპლის სახით, სიმღერაში "Paninaro". მან ჩამოაყალიბა ჯგუფის, როგორც ანტი-როკ-ენ-როლური და დისკო და საცეკვაო მუსიკასთან დაკავშირებული კოლექტივის რეპუტაცია. 1987 წლის b-მხარე "How I Learned to Hate Rock and Roll" და 1991 წლის სიმღერა "DJ Culture" ამ ტენდენციას ხაზს უსვამს.

ჯგუფის აღნიშნული დინამიურობა როლს თამაშობდა მათი საჯარო იმიჯის ჩამოყალიბებაში. კარიერის დასაწყისში დუეტს აკრიტიკებდნენ სასცენო გამოსვლების ნაკლებობის გამო, რაც იყო რეაქცია Wham!-ის მსგავსი ჯგუფების სასცენო იმიჯზე. ადრეულ პერიოდში ლოუ სცენაზე Fairlight-ზე ბასის პარტიას ასრულებდა, ხოლო ტენანტი მღეროდა. გამოსვლების დროს ორივე ადგილიდან ნაკლებად იძროდა და ამ მხრივაც ცნობილი გახდა.

1989 წელს დუეტმა ტურნეებით მოგზაურობა დაიწყო და მოექცა ოპერისა და თეატრალური დადგმების გავლენის ქვეშ. პირველი საკონცერტო ტურნე დადგა დერეკ ჯერმენმა, რომელმაც ვიდეო პროექციებიც შეიმუშავა. 1991 წელს სასცენო დიზაინის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს დევიდ ოლდენმა და დევიდ ფილდინგმა. ამ პერიოდში მეტი აქცენტი გაკეთდა ქორეოგრაფიაზე. შემდგომი ტურნეების პერიოდში დუეტთან მუშაობდნენ მხატვარი სემ ტეილორ-ვუდი და არქიტექტორი ზაჰა ჰადიდი. ტურნე Fundamentalism (2006–2007) დაიდგა თეატრალური დიზაინერ ეს დევლინის მონაწილეობით, ჰაკიმ ონიბუდოს ქორეოგრაფიით. დევლინი აგრეთვე მუშაობდა 2009-2010 წლების Pandemonium Tour-ზე, ისევე, როგორც 2013 წელს დაწყებულ Electric Tour-ზე.

დუეტი, როგორც წესი, ირჩევდა ჩაცმულობის ავანგარდულ დიზაინერებს. ტენანტს სხვადასხვა ინტერვიუში უხსენებია საკუთარი ფავორიტები, ისევე, როგორც ლოუს, რომელმაც აღნიშნა სათვალეების და კოსტიუმების მწარმოებლები, ისი მიაკე, სტიუსი და იოჯი იამამოტო. ვიზუალური იმიჯი Pet Shop Boys-ისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და კარიერის განმავლობაში დუეტმა იგი ორჯერ "ხელმეორედ შექმნა". 1993 წელს, ალბომის Very პერიოდში, მათ იმიჯს წარმოადგენდა ფერადი კოსტიუმები და კომპიუტერული ტექნოლოგიით შემუშავებული მუსიკალური ვიდეოები. Nightlife-ით მათ გარდაქმნა მოახდინეს, მოირგეს პარიკები და სათვალეები, სტილიზებული ფუტურისტული ჩაცმულობა. 2006 წელს ტენანტი და ლოუ სცენაზე და ფოტოსურათებში ჩნდებოდნენ ჰედი სლიმანისა და დიორ ჰომის მიერ შემუშავებული იმიჯით.

დუეტი ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობდა ჩანაწერების გარეკანების მხატვრობას, დიზაინს და ფოტოგრაფიას. ერიკ უოტსონი იყო დუეტის ორიგინალური იმიჯის ავტორი 1984-1991 წლებში. მარკ ფეროუმ შექმნა Parlophone-ზე გამოცემული პირველი ალბომის გარეკანის მინიმალისტური დიზაინი. 2006 წლის ოქტომბერში Thames & Hudson-მა გამოსცა 336 გვერდიანი წიგნი Pet Shop Boys Catalogue, კრებული ჯგუფის ვიზუალური ელემენტების ასახვით. გარდა ამისა, ლონდონში ჩატარდა გამოფენა, რომელზეც წარდგენილი იქნა დუეტის იმიჯთან დაკავშირებული მრავალი ექსპონატი.

სხვადასხვა დროს საუბრობდნენ დუეტის მოყვარულებზეც. 2001 წელს მუსიკის მკვლევარი ფრედ მაუსი წერდა, რომ Pet Shop Boys-ის მოყვარულები წარმოადგენენ კომერციული წარმატების დაუფარავ მაგალითს, მიუხედავად იმისა, რომ დუეტს არასოდეს უყვარდა როკის მსგავსი მუსიკით ჩამოყალიბებული პოპულარობის ტრადიციების განხილვა. ეს ნათლად ჩანს დისკუსიებში, რომელიც 1998 წლიდან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით იმართებოდა. მათში მოყვარულები აკრიტიკებენ Bilingual-ს და იმედს ამყარებენ Nightlife-ზე.[54]

ცოცხალი შესრულება[რედაქტირება]

კრის ჰითთან 1991 წლის ინტერვიუში ლოუმ განმარტა კონცერტების დროს ფონზე გაჟღერებული თანმხლები მუსიკის შექმნის დეტალები. „გარდა გიტარის და კლავიშებიანი ინსტრუმენტებისა, ყველაფერი არის MIDI-ზე აგებული სეკვენსერი. მომართავ და იგი თავად უკრავს. ყოველი კომპიუტერი ინდივიდუალურ პარტიას ასრულებს.“ ეს მეთოდი გამოიყენოდა ტურნეს Electric დროსაც.

დუეტთან თანამშრომლობს მუსიკის პროგრამისტი პიტ გლიდოლი, რომელიც კლავიშებიან ინსტრუმენტებზე უკრავს და კომპიუტერებთან მუშაობს. კონცერტებში, გარდა ამისა, მონაწილეობს ბექ-ვოკალისტი სილვია მეისონ-ჯეიმზი. წარსულში ბექ-ვოკალისტი იყო კეტი კისუნიც. აგრეთვე აღსანიშნავია დამატებითი მუსიკოსები: პერკუსიონისტები დენი კამინგზი, ჯოდი ლინსკოტი და დოუნ ადამსი; კლავიშისტები/მუსიკის პროგრამისტები სკოტ დეივიდსონი, პიტერ შვარცი და დომინიკ კლარკი; გიტარისტები მარკ რიფოი და ბიკ ჰეიზი და ჯეი ჯეი ბელი (გიტარა, პერკუსია).

2013 წლის მარტში დაწყებული Electric-ის მსოფლიო ტურნე აღსანიშნავია დიზაინერ ეს დევლინთან და ქორეოგრაფ ლინ პეიჯთან თანამშრომლობით.[49]

გავლენა[რედაქტირება]

2003 წლისთვის Billboard-ის ჯო უიტბერნის მიერ (წიგნში Billboard's Hot Dance/Disco 1974–2003) Pet Shop Boys აღნიშნული იყო, როგორც აშშ-ის საცეკვაო ჩარტების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი შემსრულებელი - მეოთხე ადგილზე მადონას, ჯენეტ ჯექსონისა და დონა სამერის შემდეგ.

მადონასა და Pet Shop Boys-ის ურთიერთობა 1988 წელს დაიწყო, სიმღერით "Heart". 1991 წლის კომპილაციის Discography ანოტაციაში მითითებულია, რომ თავდაპირველად სურდათ ამ სიმღერის მადონასთვის ჩუქება, მაგრამ ვერ გაბედეს. ამიტომ იგი თავისთვის დაიტოვეს და სინგლი მოხვდა ბრიტანეთის ჩარტების #1 პოზიციაზე. 1991 წელს მადონა მაინც იყო ნახსენები, სიმღერაში "DJ Culture", მას შემდეგ, რაც მას შონ პენი გაშორდა. ტენანტი მღერის: "Like Liz before Betty / She after Sean / Suddenly you're missing / Then you're reborn" („როგორც ლიზი ბეტიმდე, იგი შონის შემდეგ...მოულოდნელად იკარგები, მერე კი ხელახლა იბადები.“) მადონას ალბომი Confessions on a Dance Floor, გამოცემული 2005 წლის ნოემბერში, შეიცავს სიმღერას "Jump", რომელიც ჰგავს "West End Girls"-ს.[55] სტიუარტ პრაისთან ინტერვიუდან (რომელიც Popjustice-ისთვის მომზადდა) ირკვევა, რომ "Jump" კრის ლოუს გავლენით შეიქმნა. მოგვიანებით დუეტმა მადონას სიმღერის "Sorry" რემიქსი ჩაწერა. უკანასკნელი მომღერლის მიერ Confessions-ის ტურნეს ფარგლებში გამოიყენებოდა.

2005 წლის ოქტომბერში შვედურმა ჯგუფმა West End Girls გამოსცა "Domino Dancing"-ის ქავერ-ვერსია. მშობლიურ ქვეყანაში სიმღერა #3 პოზიციაზე მოხვდა და ჰიტი იყო. 2006 წლის იანვარში მათ გამოსცეს "West End Girls"-ის ვერსია, ივნისში კი - ალბომი. არსებობს Pet Shop Boys-ისადმი პატივისცემის ნიშნად შექმნილი ჯგუფები - მაგალითად, Pet Shop Noise (ბირმინგემი) და West End Boys (სიეტლი).

2014 წლის აგვისტოში Pet Shop Boys გამოჩნდა BBC-ის Radio 4-ის სერიალში The Archers, გამოგონილ ფესტივალ Loxfest-ზე. ლოუმ და ტენანტმა საკუთარი როლებისთვის ხმებიც ჩაწერეს.[56]

სექსუალობა[რედაქტირება]

1994 წელს ტენანტმა ბრიტანულ გეი-ჟურნალ Attitude-თან საჯაროდ განაცხადა საკუთარი ჰომოსექსუალური ორიენტაციის შესახებ.[57][58] ლოუს საკუთარ ორიენტაციაზე არ უსაუბრია. 1996 წელს BBC Radio 1-ის ეთერში გავიდა ორნაწილიანი დოკუმენტური გადაცემა About[59], რომელშიც მან უბრალოდ განაცხადა, რომ „არსებობს მხოლოდ სექსუალობა“. ტენანტს და ლოუ ხოლმე შეცდომით მიიჩნევენ წყვილად (1990 წლის ბიოგრაფიაში Pet Shop Boys, Literally ტენანტი იხსენებს, რომ ასეთი შთაბეჭდილება ჰქონდა მათ ყოფილ მენეჯერს, ტომ უოტკინსსაც).

Pet Shop Boys ითვლება გეი კულტურის მნიშვნელოვან სიმბოლოდ, სიმღერებით "Can You Forgive Her?", "It's a Sin", "New York City Boy" და "Go West". სიმღერაში "The Night I Fell in Love" ტენანტი მღერის ახალგაზრდა რეპერ მამაკაცთან ღამის გატარებაზე (პერსონაჟი შექმნილია ემინემის შთაგონებით, რომელსაც ჰომოფობიაში არაერთხელ ადანაშაულებდნენ). გარდა ამისა, იგივე თემას ეძღვნება "Was It Worth It?" და "Metamorphosis". აღსანიშნავია "It Couldn't Happen Here", "Dreaming of the Queen", "Liberation", "The Survivors" და "Being Boring", სადაც საუბარია გეი ცხოვრებაზე და შიდსის კრიზისის შედეგებზე. თუმცა, ტენანტს ხშირად უთქვამს, რომ მისი ტექსტები არა მხოლოდ გეებზეა. მრავალი სიმღერა დაწერილია ორაზროვანი პოზიიდან და ჯგუფის მსმენელებს შორის არის მრავალი ჰეტეროსექსუალიც.[60][61][62]

ამავე დროს, Pet Shop Boys უთანამშრომლია რამდენიმე შემსრულებელთან, რომელიც ასევე გეი სიმბოლოდ ითვლება, განურჩევლად მისი ორიენტაციისა. მათ შორის არიან დევიდ ბოუი, დასტი სპრინგფილდი, Bronski Beat, Erasure, ელტონ ჯონი, Village People, შირლი ბეისი, ლაიზა მინელი, ბოი ჯორჯი, კაილი მინოუგი, მადონა, რიკი მარტინი, ჯორჯ მაიკლი, პიტ ბერნსი, Girls Aloud და ლედი გაგა. Pet Shop Boys-ს დაგეგმილი ჰქონდა გეი-მუსიკოსების ფესტივალის Wotapalava ჩატარებაც, თუმცა ჩანაფიქრზე მოგვიანებით უარი ითქვა.[63]

წევრები[რედაქტირება]

  • ნილ ტენანტი - ვოკალები, გიტარა, ბას-გიტარა, კლავიშებიანები
  • კრის ლოუ - ვოკალები, კლავიშებიანები, სინთეზატორები, პროგრამირება, სეკვენსერები, სემპლები, კომპიუტერი, ფორტეპიანო, ელექტრონული ფორტეპიანო, გიტარა, ბას-გიტარა, დასარტყმელები, ელექტრონული დასარტყმელები

დისკოგრაფია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : Pet Shop Boys-ის დისკოგრაფია.

ტურნეები[რედაქტირება]

ტექნიკა[რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ Pet Shop Boys მრავალ ინსტრუმენტზე უკრავს, ძირითადად Korg-ის ტექნიკას იყენებს. გარდა ამისა, გამოიყენება:

ამ ინსტრუმენტების ნაწილი გამოიყენებოდა სატელევიზიო გამოსვლების დროს, მაგ. Top of the Pops-ში.

ჯილდოები და ნომინაციები[რედაქტირება]

ძირითადი ჯილდოები
  • 1987: BPI-ს ("Brit") ჯილდო (გაერთიანებული სამეფო) – საუკეთესო სინგლი ("West End Girls")
  • 1987: აივორ ნოველოს ჯილდო (გაერთიანებული სამეფო) – საუკეთესო საერთაშორისო ჰიტი ("West End Girls")
  • 1988: BPI-ს ("Brit") ჯილდო (გაერთიანებული სამეფო) – საუკეთესო ჯგუფი
  • 1988: აივორ ნოველოს ჯილდო (გაერთიანებული სამეფო) – საუკეთესო საერთაშორისო ჰიტი ("It's a Sin")
  • 1988: ჰიუსტონის კინოფესტივალი (აშშ) – ოქროს ჟიურის ჯილდო (It Couldn't Happen Here)
  • 1988: Berolina Awards (გერმანია) – წლის ჯგუფი
  • 1991: Music Week (გაერთიანებული სამეფო) – წლის საუკეთესო ვიდეო 1990 ("Being Boring")
  • 1994: Siggraph Wave Awards (აშშ) – საუკეთესო მუსიკალური ვიდეო ("Liberation)
  • 1994: ეფექტების და ანიმაციის ფესტივალი (გაერთიანებული სამეფო) – საუკეთესო მუსიკალური ვიდეო ("Liberation")
  • 1999: Viva-ს Comet-ის ჯილდო (გერმანია) – საუკეთესო საერთაშორისო ვიდეო ("I Don't Know What You Want But I Can't Give It Any More")
  • 2000: RSH-ის ოქროს ჯილდო (გერმანია) – საუკეთესო საერთაშორისო ჯგუფი
  • 2000: აივორ ნოველოს ჯილდო (გაერთიანებული სამეფო) – გამორჩეული წვლილი ბრიტანულ მუსიკაში
  • 2003: A-Ward (გერმანია) – პოპის პიონერები: გამორჩეული წვლილი პოპ-მუსიკაში
  • 2003: World Awards (საერთაშორისო) – მსოფლიო ხელოვნების ჯილდო
  • 2004: Q Inspiration Award (გაერთიანებული სამეფო) – Q
  • 2005: ათწლეულის სიმღერა 1985–1994 (გაერთიანებული სამეფო) – "West End Girls"
  • 2008: კანის რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი (საფრანგეთი) – ოქროს კიბერ ლომის ჯილდო (ვიდეო "Integral")
  • 2009: BPI-ს ("Brit") ჯილდო (გაერთიანებული სამეფო) – გამორჩეული წვლილი მუსიკაში
  • 2011: Evening Standard-ის ჯილდო (გაერთიანებული სამეფო)[34][36][64]
  • 2013: Q - გამორჩეული წვლილი მუსიკაში (გაერთიანებული სამეფო) – Q[65][66]
ნომინაციები
  • 1987: საუკეთესო ბრიტანული ჯგუფი
  • 1988: საუკეთესო ბრიტანული ალბომი - Actually
  • 1988: საუკეთესო ბრიტანული სინგლი - "Always on My Mind"
  • 1989: საუკეთესო ბრიტანული ალბომი - Introspective
  • 1989: საუკეთესო ბრიტანული ჯგუფი
  • 1992: საუკეთესო ბრიტანული ჯგუფი
  • 1994: საუკეთესო ბრიტანული ვიდეო - "Go West"
  • 1994: გრემის ჯილდო – ჩანაწერის საუკეთესო შეფუთვა - Very Relentless
  • 1997: გრემის ჯილდო – საუკეთესო საცეკვაო ჩანაწერი - "To Step Aside"
  • 2002: გრემის ჯილდო – ჩანაწერის საუკეთესო შეფუთვა - Release
  • 2006: გრემის ჯილდო – საუკეთესო ელექტრონული/საცეკვაო ჩანაწერი - "I'm with Stupid"
  • 2006: გრემის ჯილდო – საუკეთესო ელექტრონული/საცეკვაო ალბომი - Fundamental
  • 2007: გრემის ჯილდო – საუკეთესო ელექტრონული/საცეკვაო ჩანაწერი - "Minimal"
  • 2009: გრემის ჯილდო – საუკეთესო ელექტრონული/საცეკვაო ალბომი - Yes
  • 2010: BRIT-ის ჰიტები[67]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. "The Pet Shop Boys on their involvement in the Olympics & new material". BBC. წაკითხვის თარიღი: 28 სექტემბერი 2014.
  2. (1998) The Guinness Book of Records 1999. Guinness, გვ. 228. 
  3. Cowton, Michael (1991). Pet Shop Boys: Introspective (PDF), Pan Macmillan. ISBN 0-283-99825-3. 
  4. Pet-shop-boys-bobby-o-demos Retrieved 19 სექტემბერი 2013.
  5. WLIR & WDRE 92.7 FM Screamer & Sheiks of the Week. Advancedspecialties.net (9 იანვარი 2004). წაკითხვის თარიღი: 4 იანვარი 2010.
  6. Cowton, 1991. p. 15.
  7. West End Girls – Pet Shop Boys. BBC Radio 2. British Broadcasting Corporation. წაკითხვის თარიღი: 19 თებერვალი 2009.
  8. Cult – Classic TV – The Clothes Show. BBC. წაკითხვის თარიღი: 10 აპრილი 2012.
  9. Elizabeth Landau. “Pet Shop Boys come back with a lot of 'love, etc.'“, CNN, 7 აპრილი 2009. წაკითხვის თარიღი: 4 იანვარი 2010. 
  10. 1986 MTV Video Music Awards. Mtv.com. წაკითხვის თარიღი: 28 სექტემბერი 2014.
  11. They did it their way“, The Daily Telegraph, 20 ნოემბერი 2004. წაკითხვის თარიღი: 15 სექტემბერი 2010. 
  12. Heath, Chris (2001). In Behaviour [CD liner notes]. London: Pet Shop Boys Partnership
  13. David Bowie – Hallo Spaceboy. David Bowie at Discogs. Discogs (2014). წაკითხვის თარიღი: 13 თებერვალი 2014.
  14. McKie, John. “Bowie and Blair band together“, The Independent, 20 თებერვალი 1996. წაკითხვის თარიღი: 6 აგვისტო 2011. 
  15. covdik. (24 თებერვალი 2009)PSB & David Bowie Top Of The Pops (Video upload). YouTube. Google Inc. წაკითხვის თარიღი: 13 თებერვალი 2014.
  16. Kenneth, Stephen. A-Z of PSB. So Pet Shop Boys. წაკითხვის თარიღი: 14 ივნისი 2006.
  17. Mosler, Tomas. Chronology. Pet Shop Boys at dead of night. წაკითხვის თარიღი: 14 ივნისი 2006.
  18. Pet Shop Boys release ',Cubism', live DVD. Side-line.com. წაკითხვის თარიღი: 4 იანვარი 2010.
  19. Pet Shop Boys to play live in Second Life. Side-line.com. წაკითხვის თარიღი: 4 იანვარი 2010.
  20. Sam Tylor-Wood produced by Pet Shop Boys. KOMPAKT.FM. წაკითხვის თარიღი: 28 სექტემბერი 2014.
  21. Pet Shop Boys-News. Petshopboys.co.uk. წაკითხვის თარიღი: 28 სექტემბერი 2014.
  22. This is the Sam Tylor-Wood/ Pet Shop Boys song. Popjustice. წაკითხვის თარიღი: 28 სექტემბერი 2014.
  23. I'm in love with a German filmstar. Resident Advisor. წაკითხვის თარიღი: 28 სექტემბერი 2014.
  24. Gordon Smart. “Cheryl's song plea to Ashley“, The Sun, 3 ოქტომბერი 2008. წაკითხვის თარიღი: 3 ოქტომბერი 2008. 
  25. McNulty, Bernadette. “Glastonbury 2010, review“, Telegraph.co.uk, 28 ივნისი 2010. წაკითხვის თარიღი: 6 აგვისტო 2011. 
  26. Pet Shop Boys – News – Ultimate Pet Shop Boys. Petshopboys.co.uk. წაკითხვის თარიღი: 6 აგვისტო 2011.
  27. Pet Shop Boys – Ultimate Track-listing. Petshopboys.co.uk. წაკითხვის თარიღი: 6 აგვისტო 2011.
  28. Pet Shop Boys – The Most Incredible Thing. Petshopboys.co.uk. წაკითხვის თარიღი: 6 აგვისტო 2011.
  29. BBC – Newsbeat – Pet Shop Boys join Take That on Progress UK tour. Bbc.co.uk (4 აპრილი 2011). წაკითხვის თარიღი: 6 აგვისტო 2011.
  30. Pet Texts – 15 ივნისი 2011. Pet Shop Boys. წაკითხვის თარიღი: 6 აგვისტო 2011.
  31. Pet Shop Boys – Pet Texts – Songwriting. petshopboys.co.uk (28 სექტემბერი 2011). წაკითხვის თარიღი: 4 ნოემბერი 2011.
  32. Pet Shop Boys enregistre un nouvel album à paraître en 2012. www.chartsinfrance.net (2 ნოემბერი 2011). წაკითხვის თარიღი: 4 ნოემბერი 2011.
  33. 33.0 33.1 An interview with the Pet Shop Boys. Varsity (10 ნოემბერი 2011). წაკითხვის თარიღი: 11 ნოემბერი 2011.
  34. 34.0 34.1 Brown, Mark. “Evening Standard theatre awards: pair win joint prize for Frankenstein roles“, Guardian.co.uk, 20 ნოემბერი 2011. წაკითხვის თარიღი: 21 ნოემბერი 2011. 
  35. Pet Shop Boys – News – Beyond Theatre. petshopboys.co.uk. წაკითხვის თარიღი: 21 ნოემბერი 2011.
  36. 36.0 36.1 Frankenstein pair share Best Actor honour at our Theatre Awards. Standard.co.uk. წაკითხვის თარიღი: 21 ნოემბერი 2011.
  37. Newman, Paul. “Wimbledon's 'wee bit slippery' courts prove a test for tennis Olympians“, The Independent, 28 ივლისი 2012. წაკითხვის თარიღი: 28 ივლისი 2012. 
  38. Elysium track-listing. Pet Shop Boys Partnership. წაკითხვის თარიღი: 28 ივლისი 2012.
  39. Elysium release dates. Pet Shop Boys Partnership. წაკითხვის თარიღი: 28 ივლისი 2012.
  40. Winner. News. წაკითხვის თარიღი: 3 ივლისი 2012.
  41. Winner USA. Pet Shop Boys Partnership. წაკითხვის თარიღი: 8 აგვისტო 2012.
  42. Winner released in UK. Pet Shop Boys Partnership. წაკითხვის თარიღი: 6 აგვისტო 2012.
  43. Winner released. Pet Shop Boys Partnership. წაკითხვის თარიღი: 3 აგვისტო 2012.
  44. Hooton, Christopher. (14 მარტი 2013)Pet Shop Boys Leave Parlophone, Tease New Album Electric | Metro News. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი 2014.
  45. Breaking news. petshopboys.co.uk. Pet Shop Boys Partnership (14 მარტი 2013). წაკითხვის თარიღი: 5 ივლისი 2013.
  46. Pet Shop Boys top Official Record Store Chart. OfficialCharts.com. Official Charts Company. წაკითხვის თარიღი: 15 აგვისტო 2013.
  47. Robbie Daw. (21 ივნისი 2013)Pet Shop Boys Discuss ‘Electric’, Their Euphoric Summer Album: Idolator Interview. Idolator. SpinMedia Publishers. წაკითხვის თარიღი: 5 ივლისი 2013.
  48. Dawn. (4 ივლისი 2013)Pet Shop Boys Touring Asia Intensively for ‘Electric’. Music Weekly. Music Weekly Asia. წაკითხვის თარიღი: 5 ივლისი 2013.
  49. 49.0 49.1 Pet Shop Boys ‘Electric’ Album and World Tour.. PhabLife. PhabLife (10 ივნისი 2013). წაკითხვის თარიღი: 5 ივლისი 2013.
  50. BBC Proms, 2014 Season, Prom 8: Pet Shop Boys. BBC. წაკითხვის თარიღი: 5 აგვისტო 2014.
  51. BBC Prom 8 - Pet Shop Boys.
  52. Pet Shop Boys — News — Last Electric dates. Petshopboys.co.uk. წაკითხვის თარიღი: 28 სექტემბერი 2014.
  53. Broadcast Yourself. YouTube. წაკითხვის თარიღი: 4 იანვარი 2010.
  54. Shawhan, Jason (2005-11-20). Madonna – Confessions on a Dancefloor
  55. BBC News - Pet Shop Boys to make cameo appearance on The Archers. BBC News. წაკითხვის თარიღი: 28 სექტემბერი 2014.
  56. >> arts >> Pet Shop Boys. glbtq (20 სექტემბერი 2008). წაკითხვის თარიღი: 4 იანვარი 2010.
  57. Absolutely Pet Shop Boys Unofficial web site – Interviews – Outrage, ოქტომბერი 1994. Petshopboys.net. წაკითხვის თარიღი: 4 იანვარი 2010.
  58. Pet Shop Boys – About (2xCD) at Discogs. Discogs.com (6 ნოემბერი 2008). წაკითხვის თარიღი: 4 იანვარი 2010.
  59. Absolutely Pet Shop Boys Unofficial web site – Interviews – Attitude, მაისი 2002. Petshopboys.net. წაკითხვის თარიღი: 4 იანვარი 2010.
  60. Thompson, Ben. “ARTS: AN ATTITUDE THING – Arts & Entertainment“, The Independent, 21 აპრილი 1996. წაკითხვის თარიღი: 4 იანვარი 2010. 
  61. For Hard-Core Petheads: The Tennant Interview In Full – The Daily Dish, By Andrew Sullivan. Andrewsullivan.theatlantic.com (5 ივნისი 2009). წაკითხვის თარიღი: 4 იანვარი 2010.
  62. Wotapalava Tour Canceled Following Sinead O’Connor Exit. mtv.com. წაკითხვის თარიღი: 7 თებერვალი 2001.
  63. Pet Shop Boys – News – Beyond Theatre. Guardian.co.uk. წაკითხვის თარიღი: 21 ნოემბერი 2011.
  64. Q Awards. http://petshopboys.co.uk/. წაკითხვის თარიღი: 26 ნოემბერი 2013.
  65. Savage, Mark. “David Bowie misses out on Q Awards“, BBC News, 21 ოქტომბერი 2013. წაკითხვის თარიღი: 26 ნოემბერი 2013. 
  66. The Vaults | The BRIT Awards 2011. Brits.co.uk. წაკითხვის თარიღი: 6 აგვისტო 2011.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Pet_Shop_Boys&oldid=2839260“-დან