შინაარსზე გადასვლა

პეტრჟვალდი (კარვინის რაიონი)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
პეტრჟვალდი
Petřvald

წმინდა ინდრჟიხის ეკლესია
დროშა გერბი

ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
მხარე მორავია-სილეზიის მხარე
კოორდინატები 49°49′38″ ჩ. გ. 18°23′09″ ა. გ. / 49.82722° ჩ. გ. 18.38583° ა. გ. / 49.82722; 18.38583
მმართველი ლენკა ბჟიშკოვსკა
პირველი ხსენება 1305
ფართობი 12,63 კმ²
ცენტრის სიმაღლე 265
მოსახლეობა 7 409[1] კაცი (2025)
სიმჭიდროვე 587 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 735 41
საავტომობილო კოდი T
ოფიციალური საიტი petrvald-mesto.cz
პეტრჟვალდი (კარვინის რაიონი) — ჩეხეთი
პეტრჟვალდი (კარვინის რაიონი)

პეტრჟვალდი (ჩეხ. Petřvald) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის მორავია-სილეზიის მხარეში. ის კარვინის რაიონში მდებარეობს.

პეტრჟვალდი ქალაქ ოსტრავიდან აღმოსავლეთით, დაახლოებით 10 კილომეტრში მდებარეობს. ის ისტორიული ტეშინის სილეზიის ნაწილია. ქალაქში რამდენიმე პატარა მდინარე მიედინება, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია პეტრჟვალდის სტრუჟკა. პეტრჟვალდის ტერიტორიაზე ყველაზე მაღლა მდებარე წერტილის სიმაღლე 300 მეტრია ზღვის დონიდან.

სოფელი ამ ადგილზე XIII საუკუნის დაარსდა. მოგვიანებით ამ მიწებს ზემო სილეზია ეწოდა. აქ არსებული დასახლება „პეტრვალდის“ სახელით პირველად 1305 წელს ვროცლავის ეპარქიის მიერ დაწერილ დოკუმენტშია ნახსენები.[2]

პოლიტიკურად პეტრჟვალდი ტეშინის სილეზიის ნაწილი იყო და პოლონეთის სამეფო პიასტების საგვარეულო მართავდა. 1327 წელს პეტრჟვალდის მამული ბოჰემიის სამეფოს ფეოდალური სამფლობელო გახდა, რომელიც 1526 წლის შემდეგ ჰაბსბურგთა მონარქიის შემადგენლობაში შევიდა.[3]

XVI საუკუნის შუა წლებამდე სოფელი ერთ-ერთ კათოლიკურ ცენტრად იქცა. 1540-იანი წლებიდან ტეშინის სილეზიაში პროტესტანტული რეფორმაცია დაიწყო და პეტრჟვალდი ლუთერანებმა გადაიბარეს. ლუთერანები აქაურ მონასტერს XVII საუკუნემდე ფლობდნენ, 1654 წელს ადგილობრივმა კომისიამ მათ მამულები ჩამოართვა და რომის კათოლიკურ ეკლესიას დაუბრუნა.[4]

1790 წელს პეტრჟვალდი ლარიშების გვარის დიდგვაროვნებმა შეიძინეს, მათთი მმართველობის პერიოდში დასახლება გაიზარდა და განვითარდა. ეს გვარი აქაურ მამულებს XX საუკუნემდე ფლობდა. 1833 წელს ქალაქში ნახშირის მოპოვება დაიწყეს, რამაც დასახლების განვითარების კურსი მთლიანად შეცვალა.[3]

პირველი მსოფლიო და პოლონეთ-ჩეხოსლოვაკიის ომების შემდეგ პეტრჟვალდი ჩეხოსლოვაკიის ნაწილი გახდა.

1938 წლის 30 სექტემბერს დადებული მიუნხენის შეთანხმებით გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და იტალია ჩეხოსლოვაკიის სუდეტების რეგიონის გერმანიაზე გადაცემაზე შეთანხმდნენ. მიუნხენის შეთანხმებას ხშირად მიუნხენის შეთქმულებასაც უწოდებენ. შეთანხმების შემდეგ პოლონეთი ჩეხოსლოვაკიის ჩრდილო-აღმოსავლეთში შეიჭრა და დროებით დაიპყრო, დაპყრობილ ქალაქებს შორის იყო ქალაქი პეტრჟვალდი. პოლონური ოკუპაცია ერთ წელს გაგრძელდა და შემდეგ ჩეხოსლოვაკიის ეს მიწები ნაცისტურმა გერმანიამ დაიპყრო.[5]

პეტრჟვალდს ქალაქის სტატუსი 1955 წელს მიენიჭა, ქალაქში ნახშირის მოპოვება საბოლოოდ 1998 წელს შეწყვიტეს.[6]

პეტრჟვალდის გამგეობა
პეტრჟვალდის ბიბლიოთეკა

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეტრჟვალდი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობა წმინდა ინდრჟიხის ეკლესია. აქ სამრევლო ეკლესია პირველად 1390 წელს მოიხსენიება. ძველი ხის ეკლესია XVIII საუკუნეში ახალი დიდი ხის ეკლესიით ჩანაცვლდა. ამჟამინდელი აგურის ეკლესია ინდრჟიხ ლარიშ-მიონიხმა 1835–1837 წლებში ააგო. ეკლესიის კომპლექსში შედის ჯვრის გზაც.[7]

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Population of Municipalities – 1 January 2025. Czech Statistical Office (2025-05-16).
  2. Panic, Idzi (2015). Śląsk Cieszyński w średniowieczu (do 1528) (pl). Cieszyn: Starostwo Powiatowe w Cieszynie, გვ. 297–299. ISBN 978-83-935147-8-6. 
  3. 1 2 Historie města cs. Město Petřvald. ციტირების თარიღი: 2022-02-16
  4. Broda, Jan (1992). „Materiały do dziejów Kościoła ewangelickiego w Księstwie Cieszyńskim i Państwie Pszczyńskim w XVI i XVII wieku“, Z historii Kościoła ewangelickiego na Śląsku Cieszyńskim (pl). Katowice: Dom Wydawniczy i Księgarski "Didache", გვ. 259–260. ISBN 83-85572-00-7. 
  5. „Ustawa z dnia 27 października 1938 r. o podziale administracyjnym i tymczasowej organizacji administracji na obszarze Ziem Odzyskanych Śląska Cieszyńskiego“. Dziennik Ustaw Śląskich (პოლონური). Katowice. 18/1938, poz. 35. 31 October 1938. ციტირების თარიღი: 1 July 2014.
  6. Petřvaldské noviny č. 12/2006 cs. Město Petřvald (2006). ციტირების თარიღი: 2022-02-16
  7. Historie petřvaldského římskokatolického kostela cs. Město Petřvald. ციტირების თარიღი: 2022-02-16