პეტროს დურიანი
პეტროს დურიანი | |
---|---|
დას. სომხ. Պետրոս Դուրեան | |
დაბადების თარიღი | 20 მაისი (1 ივნისი), 1851[1] [2] |
დაბადების ადგილი | იუსქიუდარი, კონსტანტინოპოლი, ოსმალეთის იმპერია[1] [2] |
გარდაცვალების თარიღი | 21 იანვარი (2 თებერვალი), 1872[1] [2] (20 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | კონსტანტინოპოლი, ოსმალეთის იმპერია[1] [2] |
დასაფლავებულია | კომიტასის პანთეონი |
საქმიანობა | პოეტი[1] [2] , დრამატურგი[1] [2] , მსახიობი, მთარგმნელი, თეატრის მსახიობი, დრამატურგი და მწერალი |
ენა | სომხური ენა |
ეროვნება | სომხები[3] [1] |
მოქალაქეობა | ოსმალეთის იმპერია |
ალმა-მატერი | Scutari Jemaran[1] |
პეტროს დურიანი (სომხ. Պետրոս Դուրյան; დ. 1 ივნისი [ ძვ. სტ. 20 მაისი], 1851, კონსტანტინოპოლი — გ. 2 თებერვალი [ ძვ. სტ. 21 იანვარი], 1872, კონსტანტინოპოლი) — სომეხი პოეტი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პეტროს დურიანი (ნამდვილი გვარი ემბაიანი) დაიბადა 1851 წლის 20 მაისს კონსტანტინოპოლში, სქიუთარის რაიონში. ღარიბი მჭედლის ოჯახში. ექვსი წლის ასაკში სწავლა დაიწყო სქიუთარის სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა 1867 წელს. 16 წლის პეტროს დურიანი ცდილობს იშოვოს სამუშაო, რათა დაეხმაროს თავის ღარიბ ოჯახს.
პირველად პეტროსი იყო აფთიაქარის მოსწავლე, შემდეგ მდივანი და საოჯახო მასწავლებელი, თუმცა ეს არ იყო ის, რაზეც ახალგაზრდა პეტროსი ოცნებობდა. მას უნდოდა ყოფილიყო პოეტი და პოეზიით გამხდარიყო სახელოვანი. ლიტერატურამ პოეტი სკოლაშივე გაიტაცა და გადაწყვიტა სიცოცხლის ბოლომდე ეწერა ლექსები. მისი ოცნება თითქმის ახდა, როდესაც იგი დასაქმდა თეატრში, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ თავის საქმით კმაყოფილი იყო თავს მაინც მარტოსულად გრძნობდა. იგი წერდა პიესებს თეატრისთვის და ხანდახან სცენაზეც გამოდიოდა. 1871 წელს პოეტს გამოაჩნდა ტუბერკულოზის პირველი ნიშნები, თავიდან პეტროსმა ამას არ მიაქცია ყურადღება და წერას განაგრძობდა, თუმცა ავადმყოფობამ იგი მაინც გატეხა. სიცოცხლის ბოლო წელი პოეტმა საწოლს მიჯაჭვულმა გაატარა. 1871 წლის 21 იანვრის ღამეს პეტროს დურიანი გარდაიცვალა.
შემოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მის კალამს ეკუთვნის შემდეგი ლექსები:
- „ტბა“;
- „ის“;
- „ჩემი სიმშვიდე“;
- „ჩემი სიკვდილი“;
- „მეუბნებიან“;
- „მიტოვებული გოგონა“;
- „სიყვარული“;
ისტორიული ტრაგედიები:
- „არტაშესი მშვიდობის მოყვარე“;
- „შავი მიწები“;
- „სომხეთის დედაქალაქის ანის დაპყრობა“;
- „არშაკიდების დინასტიის დაცემა“;
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 სომხური საბჭოთა ენციკლოპედია / Վ. Համբարձումյան, Կ. Խուդավերդյան — Հայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1974.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 Հայկական համառոտ հանրագիտարան — Հայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1990. — ტ. 2.
- ↑ Krikorian A., Heratchian H. Le dictionnaire biographique: Arméniens d'hier et d'aujourd'hui — Maisons-Alfort: 2021. — P. 580. — ISBN 978-2-905686-93-0