პეტროვსკოეს ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პეტროვსკოეს ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი სოხუმის მუნიციპალიტეტის სოფელ პეტროვსკოედან აღმოსავლეთით 2 კმ-ზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო. ეკლესია აგებულია XX საუკუნეში.

ეკლესია ღვთისმშობლის სახელობისაა, გარედან შებათქაშებულია. საკურთხეველი ხის კანკელით არის გამოყოფილი დარბაზისაგან. საკურთხეველში თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სამხრეთ კედელზე ორი თაღოვანი სარკმელია, კარი დასავლეთიდანაა. ეკლესია ორქანობა თუნუქის სახურავით არის გადახურული.

ამჟამად ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ეკლესიის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გამახარია ჯ., აფხაზეთი და მართლმადიდებლობა, თბ., 2005
  • Воронов Ю. Н., В мире архитектурных памятников Абхазии, М., 1978

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]