შინაარსზე გადასვლა

პეტროვაცი (მონტენეგრო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
პეტროვაცი
Петровац
ქვეყანა მონტენეგროს დროშა მონტენეგრო
დაქვემდებარება ქალაქი
მუნიციპალიტეტი ბუდვა
კოორდინატები 42°12′20″ ჩ. გ. 18°56′33″ ა. გ. / 42.20556° ჩ. გ. 18.94250° ა. გ. / 42.20556; 18.94250
ადრეული სახელები კაშტელ-ლასტვა
ცენტრის სიმაღლე 76 მეტრი
მოსახლეობა 1398 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი +382 33
საფოსტო ინდექსი 85300
საავტომობილო კოდი BD
პეტროვაცი (მონტენეგრო) — მონტენეგრო
პეტროვაცი (მონტენეგრო)

პეტროვაცი (ჩერნოგ. Петровац) — ქალაქი მონტენეგროში. მდებარეობს ბუდვასა და ბარს შორის, იქ სადაც ძველი მთის გზა პოდგორიციდან სანაპიროზე გამოიდიოდა.

ქალაქს აქვს 600 მეტრი სიგრძის პლაჟი და პოპულარული ტურისტული ადგილია. პეტროვაცი განიხილება, როგორც გარკვეულწილად „მშვიდი“ კურორტი, განსხვავებით ახლომდებარე ქალაქების ბუდვასა და სუტომორისგან.

2011 წლის აღწერის მიხედვით ქალაქის მოსახლეობა იყო 1 398. მცხოვრებთა ეთნიკური წარმომავლობა კი ასეთია:

მონტენეგროელები — 615 (43,99%)
სერბები — 545 (38,98%)
ხორვატები — 12 (0,86%)
სხვები — 226

პეტროვაცის ისტორია რომაულ ხანაში იწყება, როდესაც კრშ-მედინსკში აშენდა რამდენიმე ვილა: IV საუკუნის მოზაიკის იატაკი, ვილის ნაშთები და აბანოები აღმოაჩინეს წმინდა ილიას ეკლესიის უკან.[1] მოგვიანებით გახდა სლავური სოფელი. პირველად მოხსენიებულია დუკლჯის მღვდელმთავრის მატიანეში. ყურის ჩრდილოეთ ბოლოში არის XVI საუკუნის ვენეციური ციხე-სიმაგრე ლასტვა, რომელიც ააგეს მეკობრეების მოსაგერიებლად.[1] XVI საუკუნეში რატაცის ბენედიქტელთა მონასტრის დანგრევის შემდეგ ძლიერდება ქრისტიანობის მართლმადიდებლური მიმდინარეობა, რომელმაც წირვა-ლოცვა დაიწყო კათოლიკურ ეკლესიებში.[2] სახელი პეტროვაცი XX საუკუნის დასაწყისში მეფე პეტრე I კარაგეორგივიჩის სახელით მიხედვით მიენიჭა. ადრე ერქვა კაშტელ-ლასტვა.

XX საუკუნის დასაწყისში პეტროვაცში დაახლოებით 300 მოსახლე იყო.

მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანელი აგენტები დაეშვნენ ქალაქის ახლოს. ისინი აპირებდნენ კონტაქტის დამყარებას იუგოსლავიის პარტიზანებთან (ოპერაცია ჰიდრა).[3]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Rellie, Annalisa (2008). Montenegro. Chalfont St Peter: Bradt Travel Guides, გვ. 159. ISBN 1-84162-225-7. 
  2. Ivan Jovović, 2013, Dvooltarske crkve na crnogorskom primorju, page 77-78
  3. Williams, Heather (2002). Parachutes, patriots and partisans: the Special Operations Executive and Yugoslavia, 1941 - 1945. C Hurst & Co Publishers Ltd, გვ. 65–69. ISBN 1-85065-592-8.