პეტრინიის მიწისძვრა (2020)
თარიღი | 29 დეკემბერი, 2020 |
---|---|
დრო | 12:19 |
მაგნიტუდა | 6,4 [1] |
სიღრმე | 10 კმ |
ეპიცენტრის მდებარეობა | ხორვატია 45°25′19″N 16°15′18″E / 45.422° ჩ. გ. 16.255° ა. გ. |
ტიპი | ნასხლეტი |
დაზარალებული ტერიტორია | ხორვატია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, სლოვენია |
განმეორებითი ბიძგები | რამდენიმე, უძლიერესი — 4,8 , 05:15 UTC, 30 დეკემბერი, 2020 |
მსხვერპლი | 7 დაღუპული, 26 დაშავებული |
პეტრინიის მიწისძვრა — 2020 წლის 29 დეკემბერს ხორვატიაში ადგილობრივი დროით (CET) 12:19-ზე მოხდარი 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა. ეპიცენტრი მდებარეობდა ქალაქ პეტრინიიდან 3 კმ-ში, დედაქალაქ ზაგრებიდან — 50 კმ-ში. ადგილობრივ ხელისუფალთა ინფორმაციით, პეტრინიაში დაიღუპა 12 წლის გოგონა. 5 ადამიანის ცხედარი იპოვეს მეზობელ ქალაქ გლინაში, ხოლო 1 — ახლომდებარე სოფლის ეკლესიის ნანგრევებში. მიწისძვრის შედეგად დაშავდა რამდენიმე ათეული ადამიანი. სტიქიურმა მოვლენამ პეტრინიასა და მიმდებარე ქალაქებსა და სოფლებში მთლიანად, ან ნაწილობრივ დაანგრია ასეულობით საცხოვრებელი სახლი და სხვა შენობები, მათ შორის პეტრინიის მერიის შენობა.[2]
პეტრინიაში ჩასულმა ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა განაცხადა, რომ ქალაქში ცხოვრება უსაფრთხო აღარ არის. პეტრინიაში 20 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. სტიქიის ზონაში მაშველების დასახმარებლად გაიგზავნა ხორვატიის შეიარაღებული ძალების სამხედროები.[2] მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა სლოვენიაში, სერბეთში და სხვა მეზობელ ქვეყნებშიც.[3] მიწისძვრასთან დაკავშირებით, სლოვენიამ ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაჩერა.[2]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Advanced National Seismic System. „Petrinja 2020 : M 6.4 - 3 km WSW of Petrinja, Croatia“. Comprehensive Catalog. U.S. Geological Survey. ციტირების თარიღი: 1 იანვარი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ 2.0 2.1 2.2 „ხორვატიაში გაიზარდა მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი“. radiotavisupleba.ge. 2020-12-30. ციტირების თარიღი: 1 იანვარი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „მიწისძვრა ხორვატიაში და სერბეთში“. amerikiskhma.com. 2020-12-30. ციტირების თარიღი: 1 იანვარი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)