პეტრე I-ის ძეგლი (ტაგანროგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პეტრე I-ის ძეგლი
რუს. Памятник Петру I
კოორდინატები 47°12′18″N 38°56′47″E / 47.205° ჩ. გ. 38.946389° ა. გ. / 47.205; 38.946389
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
არქიტექტორი ბორის ედუარდსი
მოქანდაკე მარკ ანტოკოლსკი
მასალა ბრინჯაო
დასრულების თარიღი 1872
მიძღვნილია პეტრე I დიდი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6110059000

პეტრე I-ის ძეგლი (რუს. Памятник Петру I) — რუსეთის იმპერატორის პეტრე I დიდის ძეგლი ტაგანროგში. ამჯამინდელი ძეგლი აღმართულია 1903 წელს და მისი ავტორია მოქანდაკე მარკ ანტოკოლსკი[1]. არის ერთადერთი დღემდე შემორჩენილი სრული ზომის ეგზემპლარი, რომელიც უშუალოდ ავტორის მიერაა შესრულებული.

ძეგლს გააჩნია რუსეთის ფედერაციის ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძეგლის სკულპტურული ნაწილის ავტორია ცნობილი რუსი მოქანდაკე მარკ ანტოკოლსკი[1]. კვარცხლბეკი შექმნა ოდესელმა მოქანდაკემ ბორის ედუარდსმა[1]. კვარცხლბეკი დაამზადეს სადგურ კაზატინთან ახლოს[2].

პეტრე I-ის ბრინჯაოს ფიგურის სიმაღლეა 3,44 მეტრი[3], სულ — 1 232 კგ[1]. კვარცხლბეკი დამზადებულია გრანიტისაგან. კვარცხლბეკის სიმაღლეა 5,4 მეტრი, წონა დაახლოებით 13 ტონა[1]. კვარცხლბეკის წინა მხრეს წარწერაა:

ვიკიციტატა

Императору
Петру I-му
Таганрогъ
1698 — 1898 г

კვარცხლბეკზე არწებული წლები აღნიშნავს ტაგანროგის 200 წლის იუბილეს, რის აღსანიშნავადაც შეიქმნა ძეგლი[1].

იმპერატორი პეტრე I გამოსახულია სამხედრო მუნდირში, წინ გადადგმული მარჯვენა ფეხით და ხელჯოხით მარჯვენა ხელში. მარცხენა ხელში იჭირავს ჭოგრიტი.

ძეგლი როსტოვის ოლქის ერთ-ერთ უდიდეს ღირსშესანიშნაობად ითვლება[4]. იგი ავტორის უშუალო მონაწილეონით ჩამოსხმული ერთადერთი ჩვენამდე მოღწეული ძეგლია. თაბაშირის მცირე ზომის მოდელი, რომლის მიხედვითაც შემდეგ ჩამოასხეს იმპერატორის ძეგლი, ინახება რუსეთის სახელმწიფო მუზეუმში[5].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეტრე I-ის ძეგლზე, რომელიც ჩაიფიქრეს რუსეთში, ანტოკოლსკი მუშაობდა რომში. 1871 წელს ანტოკოლსკი წერდა ვ. სტასოვს, რომ უკვე მზადაა დაიწყოს ძეგლის ჩარჩოს დამზადება[6]. ქანდაკებაზე მუშაობის პერიოდში ავტორს დასჭირდა კოსტიუმის დეტალები. ვლადიმირ სტასოვი აქტიურად ეხმარებოდა მას და გაუგზავნა მას პეტრე პირველის ფოტოები პროფილში და ანფასში. ასევე პრეობრაჟენის პოლკის სამხედრო მუნდირის ფოტო. სტასოვის თხოვნით მხატვარმა ივან კრამსკოიმ შექმნა პეტრე I-ის ბიუსტის ფოტო პროფილში და გაუგზავნეს მოქანდაკეს რომში[7].

1872 წელს ძეგლი დაასრულეს. მოაქციეს თაბაშირში (სიმაღლე 2,5 მ.[8]) და გააგზავნეს მოსკოვის გამოფენაზე, რომელიც ეძღვნებოდა პეტრე I-ის დაბადებიდან 200 წლის იუბილეს[9]. ამჟამად ეს ნამუშევარი ინახება რუსეთის მხატვართა აკადემიის მუზეუმში, სანქტ-პეტერბურგში. ზოგიერთი მონაცემებით თაბაშირის ეს ასლი დაკარგულია[10].

ტაგანროგის ძეგლის შექმნის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის დამაარსებლის პეტრე I-ის ძეგლის დადგმა გადაწყდა ქალაქის დაარსების 200 წლისთავზე. ქალაქის საბჭომ გადაარჩია შემოთავაზებული პროექტები და დაიწყო შემოწირულობების შეგროვება. ძეგლის დადგმის საკითხს მუდმივად განიხილავდა ანტონ ჩეხოვთან თავის მიმოწერაში პავლე იორდანოვი. ძეგლის ასაგებად თვით ანტონ ჩეხოვმა გაიღო თანხები[3].

იმპერატორის ბრინჯაოს ფიგურა ჩამოასხეს პარიზში, ა. გრიუეს ბრინჯაოს ჩამომსხმელ საამქროში[3]. ძეგლის პირველი ჩამოსხმა დაიწუნეს. მეორე იმდენად წარმატებული იყო, რომ მოქანდაკე აღფრთოვანებული სწერდა იორდანოვს, რომ ძეგლი ძალიან აღმაფრთოვანებელი იყო და ორიგინალს ბევრად სჯობდა.

1898 წელს ქალაქის 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით ქალაქის ბაღში დადგეს კვარცხლბეკი და იმპერატორის ნატურალური ზომის მაკეტი[2].

1901 წელს პარიზში მდებარე ძეგლი რკინიგზით ჩაიტანეს მარსელში[11]. მარსელიდან იგი გემით „დესპინა“ გააგზავნეს ფეოდოსიაში[11]. 21 ივლისს კი ძეგლი გააგზავნეს ტაგანროგში.

ძეგლის საზეიმო გახსნა გაიმართა 1903 წლის 14 მაისს[3].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Киричек М. С. Музей под открытым небом. — Таганрог: ИП Стадников, 2010. — 230 с. — ISBN 978-5-9901455-3-5.
  2. 2.0 2.1 Орлов Г. Н. Памятники архитектуры, истории и культуры Таганрога на старых открытках и фотографиях. — Таганрог: Лукоморье, 2004. — С. 58. — ISBN 5-901565-11-8.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Шапочка Е. А. Памятник Петру I // Таганрог. Энциклопедия. — Таганрог: Антон, 2008. — С. 610. — ISBN 978-5-88040-064-5.
  4. Волошинова В. Три Петра // Молот. — 2009. — 19 июня.
  5. Кузнецова Э. В. М. М. Антокольский: Жизнь и творчество. — М.: Искусство, 1989. — С. 80. — ISBN 5-210-00481-3.
  6. Кузнецова Э. В. М. М. Антокольский: Жизнь и творчество. — М.: Искусство, 1989. — С. 76. — ISBN 5-210-00481-3.
  7. Кузнецова Э. В. М. М. Антокольский: Жизнь и творчество. — М.: Искусство, 1989. — С. 79. — ISBN 5-210-00481-3.
  8. Ревенко Л. Петров у Антокольского много, но таганрогский лучше всех // Таганрогская правда. — 1997. — 29 апр.
  9. Жукова А. В. М. М. Антокольский. Петр Первый. 1872[მკვდარი ბმული]
  10. Большая советская энциклопедия. — М.: Советская энциклопедия. 1969—1978.
  11. 11.0 11.1 Гаврюшкин О. П. Вдоль по Питерской (Хроника обывательской жизни). — Таганрог: БАННЭРплюс, 2000. — 436 с.