პეტრე I-ის ძეგლი (პეტრე-პავლეს ციხესიმაგრე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პეტრე I-ის ძეგლი
Памятник Петру I
ფაილი:Sculpture of Peter I in Peter & Paul Fortress2cr.JPG
კოორდინატები 59°57′01″N 30°19′04″E / 59.950142° ჩ. გ. 30.317908° ა. გ. / 59.950142; 30.317908
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
არქიტექტორი ვ. ბ. ბუხაევი
მოქანდაკე მ. მ. შემიაკინი
გახსნის თარიღი 1991

პეტრე I-ის ძეგლი (რუს. Памятник Петру I) — რუსეთის იმპერატორ პეტრე I-ის ძეგლი სანქტ-პეტერბურგში, დგას პეტრე-პავლეს ციხესიმაგრეში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრინჯაოს ქანდაკება, შექმნილია მიხაილ შემიაკინის მიერ. დაიგეგმა და ჩამოასხეს ამერიკის შეერთებულ შტატებში 1980 წელს, შემდეგ კი შემიაკინმა შესწირა ქალაქს. დაიდგა 1991 წელის, 6-7 ივნისს.

ძეგლის სიმაღლე არის 1,90 მეტრი და დადგმულია გრანიტის კვარცხლბეკზე. ქანდაკება გამოსახავს პეტრეს რომელიც ზის სამეფო ტახტზე და წააგავდა პეტრეს ცვილის ფიგურას რომელიც გაკეთებული იყო კარლო ბარტოლომეო რასტრელის მიერ (1725 წ.). შემიაკინმა გააკეთა ქანდაკების სახე, პეტრე პირველის სახის ნიღბის დახმარებთ, რომელიც შექმნა რასტრელმა 1719 წელს, ექვსი წლით ადრე სანამ პეტრე გარდაიცვლებოდა. ასევე მან შეაგროვა მისი სხეულის სხვა ნაწილებიც და წარმოადგინა პეტრე გროტესკული წესებით.

სწორედ ამიტომ ეს ქანდაკება თავდაპირველად გააკრიტიკეს ადგილობრივებმა და გახდა დასაცავი ვანდალიზმისგან. მოგვიანებით შემიაკინის ხედვა თანდათან მისაღები გახდა. ავტორი ამ ქანდაკებაზე მუშაობდა რვა წელი და შექმნა მისი სამი ვერსია, ერთი არის ნორმანდიაში, საფრანგეთში და ერთიც კლავერაკში (აშშ), სადაც ამავდროულად შემიაკინი ცხოვრობდა. ავტორის სიტყვებით, ამ ქანდაკების შექმნის იდეა წამოვიდა მისი მეგობრის ვლადიმირ ვისოცკისგან. შემიაკინმა დაიწყო 1:1 პროპორციით რასტრელის ცვილის ფიგურიდან, მაგრამ თანდათან დააგრძელა ტანი და მიამსგავსა რუსეთის ხატწერის სტილს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]