პეტრე I-ის ძეგლი (აზოვი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პეტრე I-ის ძეგლი
რუს. Памятник Петру I
კოორდინატები 47°06′43″N 39°25′23″E / 47.112053° ჩ. გ. 39.423014° ა. გ. / 47.112053; 39.423014
მდებარეობა აზოვი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
არქიტექტორი ოლეგ კომოვი, ანდრეი კოვალჩუკი
მასალა ბრინჯაო
დასრულების თარიღი 1996
მიძღვნილია პეტრე I დიდი

პეტრე I-ის ძეგლი (რუს. Памятник Петру I) — რუსეთის იმპერატორის პეტრე I დიდის ძეგლი აზოვში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ძეგლი აღმართულია 1996 წელს პეტრეს ბულვარის დასაწყისში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეტრე I-ის ძეგლის დადგმის იდეა დაიბადა 1947 წელს, როდესაც აზოვის არქიტექტორებმა შეიმუშავეს ქალაქის გენერალური გეგმა. გეგმის მიხედვით იმპერატორის ძეგლი უნდა დადგმულიყო ქალაქის ბაზრის მოედანზე (ამჟამად III ინტერნაციონალის მოედანი).

პეტრე I-ის ძეგლი როსტოვის ოლქის ქალაქ აზოვში გაიხსნა 1996 წლის 19 ივლისს, რუსეთის ფლოტის 300 წლისთავთან დაკავშირებით. ძეგლი დადგეს პეტრეს ბულვარის დასაწყისში, მოსკოვის ქუჩის წინ.

ძეგლზე მუშაობდა შემოქმედებითი კოლექტივი რუსეთის დამსახურებული მხატვრის , აკადემიკოს ოლეგ კომოვის ხელმძღვანელობით. საავტორო კოლექტივის შემადგენლობაში მუშაობდნენ კომოვის მეუღლე ნინა ივანეს ასული და ქალაქის მთავარი არქიტექტორი ვ. ფომენკო. ოლგ კომოვი გარდაიცვალა 1995 წელსდა პეტრე I-ის ძეგლზე მუშაობა გააგრძელა კომოვის მოსწავლემ რუსეთის დამსახურებულმა მხატვარმა ანდრეი კოვალჩუკმა.

პეტრე I-ის ბრინჯაოს ფიგურა ჩამოასხეს მიტიშჩინის ქარხანაში. ძეგლის სიმაღლეა სამი მეტრი. კვარცხლბეკი დამზადებულია მთლიანი გრანიტის ლოდისაგან. გრანიტის ლოდი აზოვში უკრაინიდან ჩაიტანეს. კვარცხლბეკის სიმაღლეა ორი მეტრი. თუჯის ქვემეხი ჩამოასხეს მთავარი არქიტექტორის ესკიზის მიხედვით „Донпрессмаш“-ის ქარხანაში.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმპერატორი ერთი ხელით ეყრდნობა ქვემეხს და მისი მზერა მიმართულია შორ მანძილზე. იმპერატორი გამოსახულია ახალგაზრდობის პერიოდში, როდესაც მისი ჯარები ორი კვირა იბრძოდნენ აზოვისთვის. იმპერატორი ამ დროისთვის იყო 22 წლის. მისი მზერა მიმართულია ციხესიმაგრისაკენ. მეფე გამოსახულია როგორც გამოუცდელი, მაგრამ მიზანმიმართული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Колесник, В. История творит нас, мы творим историю: об истории создания памятника Петру I //В. Колесник //Азовская неделя. – 2001. – 2 августа. – С. 3.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]