პეტრე (კონჭოშვილი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პეტრე (კონჭოშვილი) (დ. 1863, თელავი, საბუე — გ. 5 თებერვალი, 1909) — ქართველი საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერისკაცობაში პეტრე დავითის ძე კონჭოშვილი დაიბადა 1863 წელს თბილისის გუბერნიის თელავის სოფელ საბუეში, მღვდლის ოჯახში. დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, რის შემდეგაც სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. სემინარიის დასრულების შემდეგ იგი მღვდლად აკურთხეს.

1899 წელს პეტრე კონჭოშვილმა იმოგზაურა იერუსალიმში და სამშობლოში დაბრუნებისას 1901 წელს გამოაქვეყნა ,,მოგზაურობა", სადაც აღწერილია იერუსალიმის ქართული სიძველენი. 1905 წლის 26 აგვისტოს მამა პეტრე ეპისკოპოსად აკურთხეს. 1906 წელს იგი იმერეთის ეპარქიის მმართველად, ხოლო 1907 წლის აპრილში გორის ეპარქიის მმართველად იქნა გადაყვანილი. ეპისკოპოსი პეტრე მუდამ მხარს უჭერდა ეპისკოპოს კირიონს (საძაგლიშვილი). იგი 1909 წლის 5 თებერვალს გარდაიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სერგო ვარდოსანიძე. ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები). გამომცემლობა ,,ნათლისმცემელი", თბილისი, 2010, გვ. 77-79.