პეტრე ჭარაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პეტრე გიორგის ძე ჭარაია (ფსევდონიმი პ. გიორგაძე) (დ. 12 ივნისი, 1861, სოფ. ეშქეთი, ახლანდ. ოჩამჩირის რაიონი, — გ. 2 დეკემბერი, 1919, იქვე) — ქართველი პედაგოგი, ლიტერატორი და ეთნოგრაფი.

სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. მასწავლებლობდა აფხაზეთში, სამურზაყანოს (ძირითადად ახლანდ. გალის რაიონი) სოფლის სკოლებში. რუსეთის მმართველობის პერიოდში იცავდა ქართული ენის ინტერესებს და, მიუხედავად დევნა-აკრძალვისა, ბავშვებს ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. ზოგიერთ სკოლასთან საკუთარი სახსრებით გახსნა ქართული ბიბლიოთეკა. წერილებში ეხებოდა ქართული სალიტერატურო ენის განვითარების საკითხებს, სასკოლო ცხოვრებას. კარგად ფლობდა აფხაზურ ენას, იღვწოდა აფხაზებში წერა-კითხვის გასავრცელებლად; ქართულ პრესაში აქვეყნდებდა ეთნოგრაფიულ სტატიებს აფხაზეთისა და აფხაზების შესახებ („აფხაზეთი და აფხაზნი“, «ივერია», 1888, 6 აგვ.—6 სექტ., № 165-186).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]