პეტრე ცაგარელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პეტრე ცაგარელი
დაბადების თარიღი 15 აგვისტო, 1925 (1925-08-15) (98 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა უნივერსიტეტი

პეტრე ცაგარელი (დ. 15 აგვისტო, 1925, ქვემოჭალა) — ქართველი ინჟინერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1948 წელს დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა უნივერსიტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით.

1948 წლიდან მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის საგზაო სამშენებლო ტრესტში, თბილისის სამშენებლო უბნის მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1964 წლიდან გადაყვანილ იქნა რკინიგზის თბილისის განყოფილებაში, სადაც მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე სამოქალაქო ნაშენების განყოფილების უფროსად, თბილისის რკინიგზის განყოფილების უფროსის მოადგილედ არქიტექტურისა და საწარმოო ესთეთიკის დარგში; 1975 წელს დაწინაურებული იქნა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტში, სადაც კურირებას უწევდა რკინიგზის ობიექტების დაგეგმარებისა და განაშენიანების სამსახურს; 1978 წლიდან მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარ სამმართველოში სამოქალაქო ნაშენების სამსახურის უფროსის მოადგილედ,შემდგომში ადმინისტრაციულ-სამეურნეო განყოფილების უფროსად; 1982 წლიდან მუშაობდა საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამსახურის უფროსის მოადგილედ; ნახევარსაუკუნოვანი შრომითი მოღვაწეობის შედეგად, მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით აშენდა ათობით მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი ბათუმის ქუჩაზე, აგრეთვე საწარმოო ობიექტები სალოკომოტივო და სავაგონო დეპოებისთვის თბილისის სამგზავრო და საკვანძო სადგურებში; დაჯილდოებულია საპატიო სიგელებით, საქართველოს პრეზიდენტის მადლობით, წარჩინებული მშენებელის წოდებით.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2001 — ღირსების მედალი
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • შრომის ვეტერანის მედალი
  • საპატიო რკინიგზელი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 660
  • წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: ყიფიანი თ., (რედ.), გაჩეჩილაძე თ., სიმონიშვილი გ., თბ., 2003, გვ. 255

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]