პეტრე ჩხობაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პეტრე ჩხობაძე (დ. 6 მარტი, 1908, ტყაჩირი — გ. 24 ოქტომბერი, 1985) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, საბჭოთა გენერალ-მაიორი (1953).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1930 წელს წითელ არმიაში გაიწვიეს. 1931 წელს ექსტერნად დაამთავრა ამიერკავკასიის ქვეითთა სამხედრო სასწავლებელი, 1938 წელს „ვისტრელის“ კურსები, 1951 წელს კი მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია. დიდი სამამულო ომის დროს 1941-1945 წლებში ჩრდილოეთ-დასავლეთისა და კალინინის ფრონტებზე იბრძოდა. მონაწილეობდა მოსკოვის დაცვაში. 1944-1956 წლებში თბილისის მსროლელი დივიზიის მეთაური; 1957-1963 წლებში ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე. 1956 წლიდან თადარიგში იყო. დაჯილდოებულია 5 ორდენით, 10 მედლით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]