პეტრე ჩარექიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პეტრე ჩარექიშვლიქართველი პედაგოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაასრულა ქუთაისის 6-კლასიანი სასწავლებელი. 1899 შევიდა თბილისის საოსტატო ინსტიტუტში. 1903-1907 წლებში მასწავლებლად მუშაობდა ქუთაისის 6-კლასიან სასწავლებელში, ხელმძღვანელობდა ამავე სასწავლებელთან არსებულ პედაგოგიურ კურსებს, მონაწილეობდა საზოგადოებრივ ღონისძიებებში, რის გამოც 1907 დააპატიმრეს და საქართველოდან გაასახლეს. მოღვაწეობა გააგრძელა განჯაში, აქაურ 6-კლასიან სასწავლებელში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა და პარალელურად სიმწიფის ატესტატზე გამოცდა ჩააბარა. 1910 შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტში, სადაც დაამთავრა მათემატიკის ფაკულტეტი. მიიწვიეს მოსკოვის გერმანულ სკოლაში გამგის თანამდებობაზე. 1916 დაბრუნდა საქართველოში და თბილისის სკოლებში მუშაობდა მათემატიკის მასწავლებლად. 1917 აირჩიეს თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორად. დამოუკიდებელ საქართველოში ეს თანამდებობა გაუქმდა და 1918-1920 წლებში ჯერ თბილისის წმინდა ნინოს გიმნაზიის დირექტორი იყო, შემდეგ კი —თელავის წმინდა ნინოს გიმნაზიისა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჭუმბურიძე დ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 492.