პეტრე შოთაძე
პეტრე შოთაძე (დ. 4 ოქტომბერი, 1948, თბილისი — გ. 1999) — ქართველი ექიმი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1970 წელს.
1970-1972 წლებში იყო უფროსი ლაბორანტი–ორდინატორი; 1972 წლიდან დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ასპირანტი, უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, დოცენტი, პროფესორი, კათედრის გამგე, პრორექტორი სასწავლო დარგში, პირველი პრორექტორი, რექტორი; ავტორია 129 სამეცნიერო ნაშრომის, ერთი გამოგონების, ექვსი რაციონალიზატორული წინადადების; გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები: „საზარდულის თიაქარი ბავშვთა ასაკში“ (1974), „ნარკვევები დიპლომისშემდგომი განათლების შესახებ“ (1986), „ჩვილ ბავშვთა ქირურგია“ (1999); მისი ხელმძღვანელობით დაცულია 3 საკანდიდატო დისერტაცია; დაჯილდოებული იყო აშშ-ის, უნგრეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, საბერძნეთის და საქართველოს სამედიცინო საზოგადოებების მედლებითა და დიპლომებით.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ფილტვის არტერიის ინფუზია ბავშვებში ფილტვების ბაქტერიალური დესტრუქციების დროს“.
სადოქტორო დისერტაციის თემა — „ბავშვებში ფილტვის ქირურგიული პათოლოგიების იმუნოლოგია და იმუნორეაბილიტაცია“.
არის ორლეანის საპატიო მოქალაქე.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აშშ პედიატრთა აკადემია, ნამდვილი წევრი
- აშშ–საქართველოს სამედიცინო აკადემია, თანაპრეზიდენტი
- ევროპის იმპლანტოლოგთა აკადემია, საპატიო წევრი
- ევროპის ინფექციონისტთა და იმუნოდეფიციტის საერთაშორისო საზოგადოებია, წევრი
- რუსეთის პედიტრთა კავშირი, წევრი
- საქართველოს ბავშვთა ქირურგების ასოციაცია, ვიცე–პრეზიდენტი
- საქართველოს მედიცინის აკადემია, დამაარსებელი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბიოგრაფიული ლექსიკონი — პეტრე შოთაძე — საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა