შინაარსზე გადასვლა

პეტრე ყიფიანი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პეტრე ყიფიანი
დაბადების თარიღი 1863
გარდაცვალების თარიღი 1917
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
პროფესია აგრონომი
საქმიანობა ქართველი აგრონომი, პედაგოგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.
პარტია სოციალისტ-ფედერალისტები

პეტრე იოსების ძე ყიფიანი (დ. 1863 – გ. 1917) ქართველი აგრონომი, პედაგოგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.[1] ქუთაისისა და ძველი სენაკისათავადაზნაურო სკოლების სამზრუნველოს წევრი. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი და ქუთაისის განყოფილების დამფუძნებელი.

მთარგმნელობითი საქმიანობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეტრე ყიფიანი პუბლიცისტურ და მთარგმნელობით საქმიანობას ეწეოდა ზედმეტსახელით "პ. ყ - ნი"[1]. პეტრეს მთარგმნელობითი საქმე XIX საუკუნიქართული კულტურისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. მისი თარგმანები იმ პერიოდის ქართველი საზოგადოების ინტერესებს ასახავდა, რაც ლიტერატურასა და მეცნიერებას ეხებოდა. პეტრე ყიფიანმა ფრანგულიდან თარგმნა ჟორჟ ონეს პიესა „Le maître de Forges“ („მუშაკი და ნებიერი“). საქართველოს ეროვნულ არქივში (ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 480) დაცულია პეტრე ყიფიანისა და გრ. ყიფშიძის ერთობლივი თარგმანი ფრანსუა კოპეს ხუთმოქმედებიანი დრამისა „Les Jacobites“ („იაკობელები“) სათაურით „სამეფო ტახტისათვის ანუ იაკობინელები“.[2] 1885 წელს, "დროებაში" გამოჩნდა მისი ნათარგმნი გი დე მოპასანის მოთხრობა "რათა ვარ უცოლო".[3] მოპასანი მაშინ ევროპაში ცნობილი ფრანგი მწერალი იყო და საქართველოშიც ინტერესი საკმაოდ დიდი იყო მის მიმართ. "დროებაში" ამ თარგმანის გამოქვეყნება ყიფიანის აქტიურ თანამშრომლობაზე მეტყველებს ქართულ პერიოდულ გამოცემებთან. 1888 წელს, "ივერიის" ცნობით[4], მან ფრანგულიდან თარგმნა ენიდგარ ლანდრეს ნაშრომი "ღვინის კეთების ხელობა". ეს თარგმანი ნაწილ-ნაწილ "მეურნეში" იბეჭდებოდა და მერე ერთიან წიგნად გამოიცა. "ღვინის კეთების ხელობის" თარგმანი ყიფიანის ინტერესზე მეტყველებს სოფლის მეურნეობის, კერძოდ, მევენახეობა-მეღვინეობის მიმართ. იმ პერიოდში საქართველოში სამეურნეო რეფორმები მიმდინარეობდა და ასეთი თარგმანები ახალი ცოდნისა და ტექნოლოგიების გავრცელებას უწყობდა ხელს.[5]

სამეურნეო საქმიანობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტექნოლოგიების დანერგვა სოფლის მეურნეობაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეტრე ყიფიანი სოფლის მეურნეობაში ტექნოლოგიების დანერგვით იყო დაინტერესებული, თუმცა, მისი მცდელობები ყოველთვის როდი ამართლებდა. მაგალითად, 1897 წლის ოქტომბერში, სოფელ ტეზერში, საკუთარ მამულში, მან ახალი გუთნების გამოცდა მოაწყო.[6] იმ დროისთვის, სოფლის მეურნეობის მექანიზაცია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო, ამიტომ ყიფიანის ინიციატივა წინგადადგმული ნაბიჯი უნდა ყოფილიყო. თუმცა, გამოცდამ არასასურველი შედეგი აჩვენა, რაც შეიძლება იმ დროის ტექნიკურ სირთულეებს ან ადგილობრივი პირობების გაუთვალისწინებლობას გამოეწვია. მიუხედავად ამისა, ყიფიანი არ დანებებულა. 1902 წელს, მას ცნობილმა ფრანგულმა ფირმამ, "პერასსი და კ"-მ, რომელიც სეტყვასთან საბრძოლო იარაღებს აწარმოებდა, კავკასიაში და რუსეთში თავისი წარმომადგენლობა ანდო. ეს ამბავი მის კავშირებზე მეტყველებდა ევროპულ ტექნოლოგიებთან და მის მცდელობაზე, ხელი შეეწყო ახალი ტექნოლოგიების გავრცელებას.[7]

თავად დიმიტრი ყიფიანს ახალი, განსაკუთრებული ღვინის წარმოება სურდა. ამ მიზნით, მან პეტრე ყიფიანს ფრანგულიდან ენიდგარ ლანდრეს ნაშრომის, "ღვინის კეთების ხელობის" თარგმნა დაავალა. პეტრე ყიფიანმა ეს თხოვნა შეასრულა და ამ თარგმანით ქართული მეღვინეობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. თარგმანში აღწერილი ტექნოლოგიით დიმიტრი ყიფიანმა "ალექსანდროულისა" და "მუჯურეთულის" უნიკალური ყურძნის ჯიშებისაგან, არასრული დუღილის მეთოდით, შესანიშნავი ნახევრადტკბილი წითელი ღვინო მიიღო, რომელსაც მაშინ "ყიფიანის ღვინო" ეწოდებოდა, მოგვიანებით ხვანჭაკრა. მოგვიანებით, ეს ღვინო ბელგიის ქალაქ ოსტენში გამართულ ევროპის ღვინის ფესტივალზე გაიგზავნა, სადაც ოქროს გრან-პრი მოიპოვა და ქართული მეღვინეობის უდიდესი გამარჯვება გახდა.

საზოგადოებრივი საქმიანობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1898 წლის 3 მარტს გაზეთ „ცნობის ფურცელშიილია ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტმა გამოაცხადა კონკურსი ილია ჭავჭავაძის შესახებ ბიოგრაფიული და კრიტიკული წერილის შედგენაზე. კონკურსანტებს თავიანთი ნაწარმოები უნდა წარედგინათ კომიტეტის თავმჯდომარეობის აღმასრულებელ პეტრე ყიფიანთან 20 მარტამდე. [8] 1908-1914 წლებში პეტრე აქტიურად იყო ჩართული ქუთაისის გიმნაზიაში საუნივერსიტეტო საქმიანობაში. გენერალი შალვა მაღლაკელიძე იგონებს, რომ საუნივერსიტეტო საქმიანობაში იოსებ ოცხელს მხარს უბამდნენ დიმიტრი უზნაძე, სილოვან ხუნდაძე, ვუკოლ ბერიძე, ტრიფონ ჯაფარიძე, სიმონ ქვარიანი, პეტრე ყიფიანი, იასონ ნიკოლაიშვილი და სხვები.[9]

ჯგუფური ფოტო სულხანიშვილი ვასილ (ვასო); ყიფიანი პეტრე ყიფიანი პავლე;

1911 წელს პეტრე ყიფიანი ქუთაისის საადგილმამულო ბანკის ზედამხედველობის კომიტეტის მდივანი იყო და ზედამხედველობდა მემამულეთა დაკრედიტების პროცესს, უზრუნველყოფდა სასოფლო-სამეურნეო კრედიტების სწორად გაცემას და აკონტროლებდა ბანკის ფინანსურ ოპერაციებს. მისი მუშაობა ხელს უწყობდა ბანკის სტაბილურ ფუნქციონირებას და ეკონომიკურ განვითარებას.[10] პეტრე ყიფიანი პასუხისმგებელი იყო ბანკის საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადებაზე, რაც უზრუნველყოფდა გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას. ამრიგად, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ბანკის ეფექტურ მართვაში და ხელს უწყობდა მის მიერ დასახული მიზნების მიღწევას.

წვლილი ქართული ეროვნული თეატრის განვითარებაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეტრე ყიფიანის საზოგადოებრივი საქმიანობა XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დასაწყისში მრავალმხრივი და აქტიური იყო. 1896 წელს იგი ქართული დრამატული საზოგადოების ხაზინადარი[11] იყო. პეტრე აქტიურად იყო ჩართული ქართული ეროვნული თეატრის განვითარებაში და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მის ფინანსურ მხარდაჭერაში. როგორც ქართული დრამატული საზოგადოების ხაზინადარი, ის პასუხისმგებელი იყო სახსრების მოძიებასა და განაწილებაზე, რაც აუცილებელი იყო თეატრების ფუნქციონირებისთვის. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული დრამატული საზოგადოების განყოფილებების გახსნაში ქუთაისში, ჭიათურასა და ბათუმში..[6]

საქმიანობა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეტრე ყიფიანი 1885 -1916 წლებში აქტიურად მოღვაწეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების საქმიანობაში. მისი ორგანიზებით ხდებოდა ფინანსების მოძიება სკოლების, ბიბლიოთეკებისა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების გასახსნელად. ის ასევე მონაწილეობდა ქართულენოვანი წიგნებისა და სახელმძღვანელოების გამოცემაში, თვითონვე თარგმნიდა სასკოლო წიგნებს ფრანგულიდან, რაც აუცილებელი იყო ქართული ენაზე სწავლებისთვის. პეტრე ყიფიანი ხელს უწყობდა ქართული ენის, ლიტერატურის და კულტურის პოპულარიზაციას, რაც ასევე ემსახურებოდა ეროვნული თვითშეგნების ამაღლებას.[12]

1908 წლის 16 ნოემბერქუთაისის საკრებულოს შენობაში გაიმართა საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების დამფუძნებელთა კრება, სადაც პეტრე ყიფიანი მდივნის პოზიციას იკავებდა. დამფუძნებელთა კრებამ გამგეობის თავმჯდომარედ აირჩია გიორგი ფელიქსის ძე ზდანოვიჩი, ხოლო გამგეობის წევრებად – იოსებ ივანეს ძე ოცხელი, იაკობ სპირიდონის ძე ფანცხავა, იასონ თომას ძე ბაქრაძე, სილოვან თომას ძე ხუნდაძე, სამსონ გიორგის ძე ყიფიანი, ბართლომე პავლეს ძე მოსეშვილი.[13]

1912 წლის 11 ოქტომბერს, საზოგადოების მთავარმა გამგეობამ პეტრე ყიფიანი ქუთაისისა და ძველი სენაკის სათავადაზნაურო პირველდაწყებითი სკოლების სამზრუნველოს წევრად აირჩია. პეტრე ყიფიანი აქტიურად მონაწილეობდა ილია ჭავჭავაძის სახელთან დაკავშირებულ საზოგადოებრივ ღონისძიებებში. "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა ჩანს, რომ 1913 წლის 27 ოქტომბერს, ქუთაისის თეატრში, ილია ჭავჭავაძის ფონდის გასაძლიერებლად გამართულ საღამოს. პეტრე ყიფიანი თავმჯდომარეობდა და მისი თაოსნობით, 1910-1911 წლებში, ილია ჭავჭავაძის ფონდის გასაძლიერებლად კიდევ ორი საღამო იყო გამართული.[14]

საზოგადოება "კავკასიური"

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1911 წელს პეტრეს მეგობარი გიორგი ზდანოვიჩი, ევგენი გეგეჭკორი და ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე ქუთაისში აარსებენ საზოგადოება "კავკასიურს", რომელსაც დაფუძნების შემდეგ უერთდება პეტრე კიტა აბაშიძეს, ალექსანდრე დიასამიძეს, იასონ ბაქარაძე და სხვებთან ერთად. ამ საპატიო გაერთიანებას ხელმძღვანელობდა გიორგი ზდანოვიჩი, მდივნი იყო იასონ ბაქრაძე, ხოლო ხაზინადარის ფუნქიებს ითავსებდა პეტრე ყიფიანი [15]. საზოგადოება აგებული იყო წევრების ძმობაზე, ერთგულებაზე და მოშურნეობაზე და მისი ზოგადი მიზნები იყო საზოგადოებაში ჰუმანურობის, მოთმენის, ადამიანის სიყვარულისა და მოწიწების პრინციპების დანერგვა. მიზნების პარალელურად საზოგადოება ცდილობდა შემოკრიბა ქვეყნისთვის სასარგებლო ადამიანები და პირდაპირი თუ არაპირდაპირი ზემოქმედება ჰქონოდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.[16]

სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის წევრობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეტრე ყიფიანის აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს ეროვნული ავტონომიისა და შემდგომი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისკენ სწრაფვით, რაც ემყარებოდა ერის თვითგამორკვევის უფლების პრინციპს. მისი სოციალური ხედვა მოიცავდა საზოგადოებრივი უთანასწორობის აღმოფხვრასა და სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებას, რაც რეფორმისტული ღონისძიებების გატარებით უნდა განხორციელებულიყო. აღნიშნული მიზნების თანხვედრამ განაპირობა მისი გაწევრიანება სოციალისტ-ფედერალისტების პარტიაში, სადაც საერთო ღირებულებების მქონე თანამოაზრეებთან ერთად შეეძლო პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება. წევრობისას პოლიტიკური პარტიის ორგანიზაციული და ფინანსური გაძლიერება მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო. პეტრე ყიფიანი აქტიურად იყო ჩართული პარტიული ფინანსების მოძიებაში, რაც მისი პოლიტიკური საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა. ამ მიზნით, იგი სისტემატურად ეძებდა ფინანსურ რესურსებს და ცდილობდა პარტიის გავლენის გაფართოებას. მაგალითად, 1903 წელს, საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტიის თბილისის კომიტეტის დავალებით, ვალერიან გუნიასთან და თედო სახოკიასთან ერთად, ილია ჭავჭავაძესაგურამოში მიაკითხა თხოვნით, დავით სარაჯიშვილთან ეშუამდგომლა ფედერალისტური პარტიის დასაფინანსებლად.[17]

  • ქართული გაზეთების ანალიტიკური ბიბლიოგრაფია. ტ. 3. ნაკვ. 1. – თბ., 1963. – გვ. 463.
  • ქართული ჟურნალებისა და კრებულების ანალიტიკური ბიბლიოგრაფია. ნაკვ. 2. – თბ., 1941. – გვ. 402.
  • ქართული ჟურნალებისა და კრებულების ანალიტიკური ბიბლიოგრაფია. ნაკვ. 3. – თბ., 1944. – გვ. 824.
  • ქართული წიგნი : ბიბლიოგრაფია. ტ. 1. – თბ., 1941. – გვ. 500 – 501.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • პეტრე ყიფიანი — საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) პროსოპოგრაფიული ბაზა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი)
  1. 1 2 ქართული ჟურნალებისა და კრებულების ანალიტიკური ბიბლიოგრაფია. ნაკვ. 2, თბილისი, 1941, გვ. 398
  2. „ფრანგები საქართველოში და ფრანგული ლიტერატურის რეფლექსია ქართულ კულტურულ სივრცეში (მე-17 საუკუნიდან მე-20 საუკუნის დასაწყისამდე)“. კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია (GCLA) და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი. თბილისი. 2019.
  3. დროება [დროება]. გაზეთი „დროება“. 1885-07-10.
  4. ივერია [ივერია]. გაზეთი „ივერია“. 1888-03-25.
  5. ქშწკგს პროსოპოგრაფია. საქართველოს პროსოპოგრაფიული მონაცემთა ბაზა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტური კვლევათა ინსტიტუტი. ციტირების თარიღი: 2025-09-24.
  6. ქშწკგს პროსოპოგრაფია. საქართველოს პროსოპოგრაფიული მონაცემთა ბაზა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტური კვლევათა ინსტიტუტი. ციტირების თარიღი: 2025-09-24.
  7. ქშწკგს პროსოპოგრაფია. საქართველოს პროსოპოგრაფიული მონაცემთა ბაზა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტური კვლევათა ინსტიტუტი. ციტირების თარიღი: 2025-09-24.
  8. ქშწკგს პროსოპოგრაფია. საქართველოს პროსოპოგრაფიული მონაცემთა ბაზა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტური კვლევათა ინსტიტუტი. ციტირების თარიღი: 2025-09-24.
  9. მაღლაკელიძე, შალვა (1967-06-28). მოგონებანი (ka). 
  10. ქშწკგს პროსოპოგრაფია. საქართველოს პროსოპოგრაფიული მონაცემთა ბაზა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტური კვლევათა ინსტიტუტი. ციტირების თარიღი: 2025-09-24.
  11. ცნობის ფურცელი [ცნობის ფურცელი]. გაზეთი „ცნობის ფურცელი“. 1898-10-07.
  12. დავით კლდიაშვილი, „ჩემი ცხოვრების გზაზე“, თბილისი, 1925 წ.
  13. ქშწკგს პროსოპოგრაფია. საქართველოს პროსოპოგრაფიული მონაცემთა ბაზა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტური კვლევათა ინსტიტუტი. ციტირების თარიღი: 2025-09-24.
  14. ქშწკგს პროსოპოგრაფია. საქართველოს პროსოპოგრაფიული მონაცემთა ბაზა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტური კვლევათა ინსტიტუტი. ციტირების თარიღი: 2025-09-24.
  15. Б. И. Николаевский. Русские масоны и революция М., 1990.
  16. ქშწკგს პროსოპოგრაფია. საქართველოს პროსოპოგრაფიული მონაცემთა ბაზა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტური კვლევათა ინსტიტუტი. ციტირების თარიღი: 2025-09-24.
  17. ქშწკგს პროსოპოგრაფია. საქართველოს პროსოპოგრაფიული მონაცემთა ბაზა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტური კვლევათა ინსტიტუტი. ციტირების თარიღი: 2025-09-24.