პეტრე ქავთარაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პეტრე ქავთარაძე (დ. 1889 — გ. 1966) — ქართველი ნევროპათოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1937), პროფესორი (1937), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1941), აკადემიკოსი (1960).

1915 დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესა) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. I მსოფლიო ომის დროს 1918 წლამდე ექიმად იყო დასავლეთის ფრონტზე. 1918 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნერვულ სნეულობათა კათედრაზე ჯერ ი. ანფიმოვის, შემდეგ კი, ს. ყიფშიძის ხელმძღვანელობით. 1931-1953 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული, სანიტარული ჰიგიენური და სტომატოლოგიური ფაკულტეტების, ხოლო 1953-1966 წლებში ამავე ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრის გამგებელი ქავთარაძე იკვლევდა ნერვ-კუნთოვანი აპარატის ელექტროაგზნებადობას, ნერვული ბარიერების მნიშვნელობას, სამხარეო პათოლოგიის საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. თბილისში არის პეტრე ქავთარაძის ქუჩა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]