პეტრე სტოლიპინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პეტრე სტოლიპინი (დ. 2 აპრილი, 1862, დრეზდენი — გ. 5 სექტემბერი, 1911, კიევი) — რუსეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, იმპერიის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე და შინაგან საქმეთა მინისტრი 1906-1911 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი. 1884 წლიდან მსახურობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. 1902 წელს იყო გროდნოს, ხოლო 1903-1906 წლებში სარატოვის გუბერნატორი. 1906 წლის 26 აპრილს გახდა შინაგან საქმეთა მინისტრი, ხოლო 8 ივლისიდან ამავდროულად მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. წამოაყენა აგრარული რეფორმა და ხელმძღვანელობდა მას. ხელმძღვანელობდა 1905 წლის რევოლუციის შემდგომ რეაქციას. იწონებდა სამხედრო-საველე სასამართლოებს და სიკვდილით დასჯას. სიკვდილმისჯელბის ჩამოსახრჩობი თოკს ეწოდა „სტოლიპინის ჰალსტუხი“. 1907 წლის 3 ივნისს სტოლიპინის მთავრობამ დაითხოვა II მოწვევის სახელმწიფო დუმა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]