პეტრე სმოროდინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პეტრე სმოროდინი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1922 – 1924
წინამორბედილაზარე შაცკინი
მემკვიდრენიკოლოზ ჩაპლინი

დაბადებული1897
ბორინსკოე, რუსეთის იმპერია
გარდაცვლილი1939, 25 თებერვალი
სტალინგრადი, სსრკ
პოლიტიკური პარტიასაბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია

პეტრე სმოროდინი (რუს. Смородин, Пётр Иванович; დ. 1897 — გ. 1939) — საბჭოთა პარტიული მოღვაწე. კომკავშირის ერთ-ერთი შემქმნელი. 1922–1924 წლებში იყო კომკავშირის მთავარი მდივანი. 1917 წლის მაისიდან კომუნისტური პარტიის წევრი. დაიბადა ბორინსკოეში ქრისტიანების ოჯახში. 1917 წელს მონაწილეობა მიიღო პეტროგრადის მუშა ახალგაზრდების სოციალისტური კავშირის შექმნაში. ოქტომბრის შეიარაღებული აჯანყების მონაწილე. 1918-1920 წლებში პეტროგრადის ფრონტზე მუშა ახალგაზრდების სოციალისტური კავშირის პარტიზანული განყოფილების დამხმარე უფროსი. პოლკის კომისარი. იყო სრულიად რუსეთის ცენტრალური საშემსრულებლო კომიტეტის წევრი. დაჯილდოებულია წითელი დროშის ორდენით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Мильчаков А. И., Первое десятилетие. Записки ветерана комсомола, 2 изд., М., 1965;
  • Архангельский В., П. Смородин, М., 1974.