შინაარსზე გადასვლა

პეტრე სებასტიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წმიდა პეტრე სებასტიელი (დაახლ. 340391) — ფილოსოფოსი, წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 9 იანვარი, ახალი სტილით — 22 იანვარი. იყო მღვდელმთავრების — ბასილი დიდისა და გრიგოლ ნოსელის (ხს. 14 და 23 იანვარს) ძმა, მის აღზრდაში დიდი წვლილი მიუძღვის უფროს დას — მაკრინას (ხს. 1 აგვისტოს).

პეტრე წმიდა ბასილი დიდმა აკურთხა მღვდლად, ბასილის სიკვდილის შემდეგ კი იგი დადგენილ იქნა სებასტიის ეპისკოპოსად, მღვდელმთავარი პეტრე ესწრებოდა კონსტანტინოპოლში გამართულ II მსოფლიო საეკლესიო კრებას.

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, გვ. 38, თბილისი, 2001 წელი,