პეტრე საკვირველთმოქმედი
ღირსი პეტრე საკვირველთმოქმედი — არგოსის ეპისკოპოსი, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, მათი ხსენების დღე არის ძველი სტილით 3 მაისი, ახალი სტილით - 16 მაისი.
ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცხოვრობდა IX-X საუკუნეებში. იგი ღვთისმოშიში ოჯახის შვილი იყო: ჯერ მისი მშობლები, შემდეგ კი ძმები - პავლე, დიონისე და პლატონი - ბერებად აღიკვეცნენ. წმინდა პეტრემ გულმოდგინე მოღვაწეობა დაიწყო. მისი მსახურების შესახებ ეუწყა იტალიის ეპისკოპოს ნიკოლოზს (შემდეგ კონსტანტინეპოლის პატრიარქს), რომელმაც მისი ეპისკოპოსად კურთხევა მოინდომა, მაგრამ წმინდა პეტრემ უღირსად მიიჩნია თავი და შორს დაიჭირა ეს წინადადება. მაშინ ნიკოლოზმა პეტრეს ძმას, პავლეს დაასხა ხელი კორინთოს ეპისკოპოსად, წმინდანი კი მასთან ცხოვრობდა, მდუმარების ღვაწლს შედგომილი. ერთი წლის შემდეგ ეპისკოპოს პავლესთან მოვიდნენ არგოსელები და ითხოვეს, მათ ეპისკოპოსად წმინდა პეტრე დაედგინათ. ხანგრძლივმა და მხურვალე ვედრებამ გაჭრა: წმინდანი დათანხმდა. ეპისკოპოსად ხელდასხმის შემდეგ წმინდა პეტრე გულმოდგინედ იღვწოდა სამწყსოსთვის. მფარველობდა ყველა გაჭირვებულს, განსაკუთრებით კი ქვრივ-ობლებზე ზრუნავდა. წმიდა პეტრემ დიდი ხნით ადრე იწინასწარმეტყველა თავისი მიცვალების დღე და აღესრულა 70 წლის ასაკში. მისი წმიდა ნეშტი 1421 წელს გადაასვენეს არგოსიდან ნავპოლიაში. მღვდელმთავრის მირონმდინარე ნაწილებთან სასწაულები და კურნებები აღესრულებოდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.