პეტრე პირველის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პეტრე პირველის ქედი
კოორდინატები: 39° ჩ. გ. 71° ა. გ. / 39° ჩ. გ. 71° ა. გ. / 39; 71
ქვეყანა ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი
უმაღლესი წერტილი მოსკოვის პიკი
სიმაღლე 6785 
სიგრძე 200 კმ
სიგანე 40 კმ
პეტრე პირველის ქედი — ტაჯიკეთი
პეტრე პირველის ქედი

პეტრე პირველის ქედი (ტაჯ. Қаторкӯҳи Пётри Якум) — ქედი ტაჯიკეთში. გაწოლილია დასავლეთ პამირში, მდინარეების სურხაბისა და ობიხინგოუს (ამუდარიის აუზი) შორის. სიგრძე 200 კმ, სიგანე 40 კმ. ქედის დასავლეთი ნაწილის საშუალო სიმაღლეა 4300 მ, ხოლო აღმოსავლეთისა — 6000 მ-მდე. აბსოლუტური სიმაღლე 6785 მ (მწვერვალი მოსკოვის პიკი). დამახასიათებელია პლატოსებრი თხემი, ღრმა ხეობები და მაღალი სეისმურობა. აღმოსავლეთ ნაწილში განვითარებულია მძლავრი გამყინვარების ცენტრი. სულ ქედზე 487 მყინვარია, რომელთა საერთო ფართობია 480 კმ². პეტრე პირველის ქედი უმთავრესად აგებულია ქვიშაქვებითა და კონგლომერატებით. ქედის დასავლეთ ნაწილში დაბლა კაკლისა და ნეკერჩხლის ტყეებია, მაღლა — ღვიის ნათელი ტყე, მაღალბალახეული, სუბალპური და ალპური მდელოები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]