პეტრე მშვენიერაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პეტრე მშვენიერაძე (დ. 24 მარტი, 1929, თბილისი — გ. 3 ივნისი, 2003, მოსკოვი) — ქართველი და საბჭოთა წყალბურთელი. 1952, 1956 და 1960 წლების ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე საბჭოთა კავშირის წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1956).[1][2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1952 წელს მონაწილეობა მიიღო წლის მსოფლიო ზაფხულის ოლიმპიადის წყალბურთის შეჯიბრში რომელშიც საბჭოთა კავშირმა მეშვიდე ადგილი დაიკავა. ითამაშა კონკურსის ფარგლებში გამართულ ცხრავე მატჩში და გაიტანა როგორც მინიმუმ ერთი გოლი (ზუსტი ინფორმაცია დღემდე უცნობია).

ოთხი წლის შემდგომ გამართულ ოლიმპიადაზე მან მოიპოვა ბრინჯაოს მედალი და საბჭოთა გუნდთან ერთად დაიკავა მესამე ადგილი. მონაწილეობა მიიღო ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ შვიდსავე მატჩში.

1960 წელს გამართულ თამაშებზე საბჭოთა კავშირის წყალბურთელთა გუნდი დამარცხდა ფინალში და დაიკავა მეორე ადგილი, პეტრე მშვენიერაძემ კი მოიპოვა ვერცხლის მედალი. ამ ოლიმპიადაზეც მან ითამაშა ყველა (შვიდ) მატჩში და საერთო ჯამში მოწინააღმდეგის კარში გაიტანა 5 გოლი.

მამის სპორტული გზა გააგრძელეს მისმა შვილებმა — ნუგზარმა და გიორგიმ (გამოდიოდნენ რუსეთის სახელით). ნუგზარი მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი და ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელია, გიორგი — ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი.[3][4][5][6]

პერიოდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კაკაურიძე, ალეკო (7 დეკემბერი, 2020). „საბჭოთა კავშირისა და უნგრეთის ნაკრებების სისხლიანი მატჩი წყალბურთში, რომელშიც წყალბურთის ქართველი ლეგენდაც მონაწილეობდა...“. lelo.ge. ციტირების თარიღი: 19 იანვარი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  2. კორინთელი, ნიკა (21 ივლისი, 2020). „პეტრე მშვენიერაძე — წყალბურთის ლეგენდა“. ინტერნეტგამოცემა „საქართველო და მსოფლიო“. ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  3. Giorgi Mshvenieradze. Sports Reference. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-17. ციტირების თარიღი: 21 იანვარი, 2022
  4. Giorgi Mshvenieradze. Olympedia. ციტირების თარიღი: 21 იანვარი, 2022
  5. Мшвениерадзе Георгий Петрович. infosport.ru. ციტირების თარიღი: 21 იანვარი, 2022
  6. Мшвениерадзе Георгий Петрович. dynamo.su. ციტირების თარიღი: 21 იანვარი, 2022