პეტრე მამრაძის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პეტრე მამრაძის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ჩუღურეთის რაიონი
ისტორიული რაიონი კუკია
წინა სახელები სუნჯის ქუჩა

პეტრე მამრაძის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მდებარეობს ჩუღურეთის რაიონში (ახალი კუკია); დასაწყისი ცხრა ძმა ხერხეულიძის ქუჩიდან. წარმოიქმნა XX საუკუნის დასაწყისში. ადრე სუნჯის ქუჩა ერქვა, შეტანილია თბილისის გამგეობის მიერ 1903 წლის შედგენილ ქუჩების სიაში, 60-იან წლებში პეტრე მამრაძის სახელი ეწოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]