პეტრე კედია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პეტრე მანუჩარის ძე კედია (? — გ. 13 აგვისტო, 1918, ზუგდიდი[1]) — ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე.

სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. რუსეთის 1905 წლის რევოლუციის დროს იყო სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის აქტიური წევრი ზუგდიდის მაზრაში. რევოლუციური საქმიანობის გამო რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული. 1906 წელს, ალიხანოვ-ავარსკის დამსჯელმა რაზმმა მოულოდნელად გადაწვა მისი მდიდრული მამაპაპისეული სახლ-კარი. მომდევნო წლებში აქტიურად მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების მუშაობაში, ზუგდიდის მაზრის კოოპერატივთა კავშირის დაარსებაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.604.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]